News

რომ სირბილის დროს სითხის ჭარბი მიღება ისევე საზიანოა, როგორც მიუღებლობა. სირბილის დროს ადამიანი ოფლს უხვად გამოყოფს და თუ დანაკარგი გარედან არ შეივსო, მას სითხისგან დაცლა და სითბური დაკვრა ემუქრება, მაგრამ სითხის ჭარბ მიღებას მოსდევს ნატრიუმის ჭარბი გამოყოფა, რასაც მოთენთილობამდე, აპათიამდე, გარემოში დეზორიენტაციამდე და რესპირატორული დაავადებების განვითარებამდეც კი მივყავართ (აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მარათონელი, რომელიც სირბილის დროს ბევრ სითხეს იღებს, ფინიშთან წონამომატებული მიდის). ექსპერიმენტის ავტორები სპორტსმენებს სირბილის დროს ოდნავ მლაშე მსუბუქი საუზმის მიღებას ურჩევენ.
გაუხშოებული ჰაერი და წერწეტი ტანი
ინგლისში რამდენიმე გაზეთმა ერთდროულად გამოაქვეყნა ინფორმაცია გახდომის ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც ლონდონის მოსახლეობაში ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს. ქალაქში გაიხსნა ჰიპოქსიის ცენტრები, სადაც რამდენიმე ათას გირვანქად შესაძლებელია, კვირაში სამჯერ თითო საათის განმავლობაში ნიღბით ისუნთქო გაუხშოებული ჰაერი და მაღალმთიანი კლიმატის მომხიბლაობა შეიგრძნო. სიმართლე რომ ითქვას, სპორტსმენებმა უკვე კარგა ხანია იციან, რომ გაუხშოებულ ატმოსფეროში ვარჯიში განსაკუთრებით ეფექტურია. ასეთ პირობებში გული იწყებს სისხლის გაძლიერებულ გადაქაჩვას მთელ ორგანიზმში, ეს ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, მაღლა წევს ჰემოგლობინის დონეს და კუნთოვანი მასის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდს ჰქონია გვერდითი ეფექტიც: ჟანგბადის 10%-იანი შემცველობის ჰაერით სუნთქვისას ადამიანი იწყებს წონის ინტენსიურ კლებას, რაც ჯანმრთელობისთვის არასასურველია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფეიერვერკი?
ფეიერვერკის კვამლის შესუნთქვამ შესაძლოა ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს და სასუნთქი გზების დაავადება გაამწვაოს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრიელი მეცნიერები მას შემდეგ, რაც პიროტექნიკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების წვის პროდუქტები გამოიკვლიეს. ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სოფელ ზაალბახში თოვლის საფარის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საახალწლო სალუტის შემდეგ თოვლის საფარი გაჯერებული იყო ბარიუმით - ნივთიერებით, რომელიც ფეიერვერკს მწვანე ფერს აძლევს. მეცნიერთა აზრით, ამ ნივთიერების კონცენტრაცია თოვლის ნიმუშებში საწყისთან შედარებით დაახლოებით 500-ჯერ გაიზარდა. თოვლში ბარიუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება ფეიერვერკის კვამლში მის მაღალ კონცენტრაციაზე მეტყველებს. ბარიუმის შესუნთქვა კი არცთუ უვნებელია - ეს ნივთიერება იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას და შესაძლოა, ბრონქული ასთმის პროვოცირება მოახდინოს. ფეიერვერკებსა და სასუნთქი გზების დაავადებათა გამწვავებას შორის კავშირი დიდი ხნის წინ აღწერეს. საქმე ეხებოდა ინდოეთში მიმდინარე დივალის ფესტივალს. ამ ფესტივალზე ზღვა ფეიერვერკს უშვებდნენ. შედეგად ბრონქული ასთმის შემთხვევებმა 10%-ზე მეტით მოიმატა, ხოლო ზოგიერთ მაყურებელს ბრონქიტი გაუმწვავდა. ავსტრიელ მეცნიერებს განზრახული აქვთ, უახლოეს მომავალში შეიმუშაონ ისეთი პიროტექნიკა, რომელიც არ შეიცავს ბარიუმს და ჯანმრთელობისთვის საშიშ სხვა ნივთიერებებს.