/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რა ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს დიეტის დროს

რა ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს დიეტის დროს
სიმსუქნე - ეს არის პრობლემა როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ზედმეტი წონა, გაცხიმოვნება, პრობლემებს იწვევს საზოგადოდ ორგანიზმში, ამიტომ ხშირად ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანის ფსიქიკაც. ჭარბ წონასა თუ სიმსუქნესთან გასამკლავებლად მიმართავენ დიეტებს, შიმშილს, ვარჯიშობენ, ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ აკრძალვებს უკავშირდება და მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ვითარდება ნევროტული მდგომარეობა, არასრულფასოვნების კომპლექსები და სტრესები, ეს კი უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ზედმეტი წონა ქალებსაც აწუხებს და მამაკაცებსაც, მაგრამ ქალები მეტად განიცდიან ამ მდგომარეობას და ყოველგვარ დიეტას თანხმდებიან. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესიც ემატება.

შიმშილობა რომ ადამიანისთვის სტრესია, დიდი ხანია დამტკიცებულია. ამ დროს ოჯახის წევრებს მოთმინება, თანადგომა, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ისინი მართლაც ზედმეტად გულმოდგინედ „ეხმარებიან“ დიეტაზე მყოფს:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

განუწყვეტელი შენიშვნებითა და მუდმივი მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს უკეტავენ, რომ გახდომის მსურველი ცდუნებას არ აჰყვეს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნულსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ.

დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით ძლიერია სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებზე სიარულს, ვერ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ, დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. დიეტის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას - როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს. შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობის) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობას იწვევს.

შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, ზოგჯერ აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება. საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა, ნებისყოფამ უღალატოს და ფუნთუშას ან ბუტერბროდს წაატანოს ხელი, მერე კი საკუთარ თავზე ბრაზობს, რაც ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

თუ შეამჩნევთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნერვიულობას კი ნუ მოჰყვებით, მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და შიმშილის შეტევისას მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, ვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს დიეტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები