რომელი პროდუქტი უწყობს ხელს წნევის დაქვეითებას

სპეციალისტებმა 71 კლინიკური კვლევის ანალიზი ჩაატარეს. კვლევები მიმდინარეობდა მთელ მსოფლიოში 1987-2020 წლებში. ექსპერიმენტების მსვლელობისას, სწავლობდნენ არტერიული წნევის ციფრებსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შორის კავშირს 18 წელზე მეტი ასაკის მაღალი წნევის მქონე ადამიანებში. მათ ასევე უტარდებოდათ სისხლში ქოლესტერინის კვლევა. კვლევის მონაწილეები საშუალოდ 10 კვირის განმავლობაში ღებულობდნენ ცხიმოვან მჟავებს (DHA, EPA) საკვებით ან დანამატად.
აღმოჩნდა, რომ დღეში 2-3 გ DHA და EPA-ს მიღება ხელს უწყობს სისტოლური და დიასტოლური წნევის შემცირებას ვერცხლის წყლის სვეტის 4,5 მილიმეტრით, იმ პირებში ვისაც აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია.