რა ინგრედიენტებისგან შედგება სასმელი, რომელიც გახდომას უწყობს ხელს

მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ლიტრობით წყლის მიღებას, უნდა დავადგინოთ ჭარბი წონის მიზეზები.
დღეში მიღებული სითხის მოცულობა ინდივიდუალურია. საშუალოდ, დიეტოლოგიის პრონიციპების თანახმად, ნორმად ითვლება 30მლ წყალი კილოგრამ წონაზე. წყლის რეჟიმი მოიცავს ასევე მინერალურ წყალსაც, რომელის მიღებაც რეკომენდებულია დღეში 300-400მლ.
დიეტოლოგებმა შეიმუშავეს სასმელი, რომელიც ჭარბ წონასთან სწრაფად გამკლავების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლო დიეტური ვიტამინური კოქტეილი შექმნა დიეტოლოგმა სინტია სასმა:
- გათლილი კიტრის ნაჭრები, გახეხილი კოჭა, პიტნის ფოთლები და ლიმონის ნაჭრები უნდა მოვათავსოთ 2 ლიტრ სუფთა წყალში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დიეტოლოგების აზრით სასის წყალი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ორგანიზმის გასუფთავებას, ასევე ამცირებს ნაწლავებში აირწარმოქმნას.
მათთვის, ვისაც გახდომა სურს, სასარგებლოა ლიმონიანი ან სუნელებიანი წყალი. პროპორცია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამგვარი წყალი ატუტიანებს ორგანიზმს, რაც აფერხებს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას. ამასთან ლიმონიანი წყალი მდიდარია С ვიტამინით. თუ ამგვარი წყლით ჩავანაცვლებთ კაპუჩინოს და ტკბილ წვენებს ძალიან მარტივად შევამცირებთ მიღებულ კალორიებს.
წყალი სუნელებით წარმოადგენს ინდურ სასმელს, რომლის რეცეპტიც ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე ცნობილია ასეთი ნაყენი:
- 2 ჭიქა მდუღარე წყალში უმატებენ ნახევარ ჭიქა იოგურტს, ½ ჩაის კოვზ კოჭას და ამდენივე ილს.
მიჩნეულია, რომ აღნიშნული სასმელი ხელს უწყობს სხეულის ლამაზ ფორმაში შენარჩუნებას და გაახლაგაზრდავებას. სუნელები არა მარტო ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ანტიმიკოტიკები და ანტიოქსიდანტები არიან, ისინი ასევე ხელს უწყობენ ლიმფის მიმოქცევასა და დეტოქსს.