8 პროდუქტი, რომელიც მულტივიტამინებს შეგვიცვლის

პირველს მიეკუთვნება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები და მათი მიღების კონტროლი სავსებით შესაძლებელია. მეორეს, ვიტამინების და მინერლების კონტროლი შედარებით რთულია. ამიტომ ბევრი იღებს მულტივიტამინების დანამატებს. ჯანსაღი, დაბალანსებული კვებით სავსებით შესაძლებელია ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა.
კომბოსტო - ერთერთი ყველაზე მდიდარია საკვები კომპონენტებით, განსაკუთრებით К და С ვიტამინებით. ამას გარდა კომბოსტოში ბევრია უჯრედისი, მარგანეცი, კალიუმი, რკინა და ვიტამინი В6.
საქონლის ხორცი - ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ჩვეულებრივ ბევრი ნუტრიენტია, რომელთა მიღებაც რთულია ხილი და ბოსტნეულიდან. საქონლის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით B3 (ნიაცინი), B2, B6, В12 ვიტამინებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზღვის პროდუქტები - წყალმცენარეები. იოდის დეფიციტი აღენიშნება პლანეტის მოსახლეობის მესამედს. ისეთი წყალმცენრეები, როგორიცაა ვაკამე და კომბუ, უფრო მეტად უზრუნველყოფენ იოდით, ვიდრე მწვანე წყალმცენრეები.
ღვიძლი - მდიდარია მიკრონუტრიენტებით, მათ შორის: В12, А ვიტამინებით, რკინით, ფოლის მჟავათი და სპილენძით.
მწვანე ბოსტნეული - დაბალკალორიულია, მათში ბევრია უჯრედისი, ანტიოქსიდანტები, С, K, A და E ვიტამინები და მინერალები.
კაკალი - საუკეთესო საკვები პორდუქტია, რომელიც შეიცავს ბევრ სასარგებლო ცხიმს, ცილასა და ნახშირწყალს, ასევე E და В ჯგუფის ვიტამინებსა და სხვა მიკრონუტრიენტებს.
კვერცხი - პლანეტის ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მოხარშული კვერცხი შეიცავს ფოლის მჟავას, А, В5, В12, В2 ვიტამინებს, ასევე სელენიუმს, ფოსფორს, კალციუმს, ქოლინს.
ბულგარული წიწაკა - 92% წყალს, სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს: ფოლის მჟავას, С, A და E ვიტამინებს.