კვება გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება გაზაფხულზე

B, C, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.

სტაფილო კოსმეტოლოგიაში

ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა რომ მისცეთ, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-3-ჯერ, გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს 20-30-წუთიანი ნიღაბი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

კანს კარგად ატენიანებს და კვებავს სტაფილოს წვენი. გაიწმინდეთ კვირაში 2-ჯერ.

სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ჭორფლის მოცილებაში დაგეხმარებათ.

კანს გაგიხალისებთ გახეხილი სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ სუფთა სახეზე 20 წუთით.

ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 სუფრის კოვზი რძე.

საკმარისი ოდენობით ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ისპანახზე შეაჩერებთ ყურადღებას.

საოცარი შემადგენლობის გამო ისპანახი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის არის დიეტური, პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება.

ეს არის მცენარე, რომელიც მოგამარაგებთ ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მთელი ნაკრებით, რაც ესოდენ აუცილებელია გაზაფხულზე და თან - კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ისპანახი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გააახალგაზრდავებს და მეტ ენერგიას შესძენს მას.

ისპანახის შემადგენლობა:

წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი. ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი „მუხტავს“ მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს.

ისპანახი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები. სხვა ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო შეიცავს მეტ კაროტინს, ხოლო რკინის დიდი შემცველობის წყალობით ისპანახი ჰემოგლობინს გააქტიურებასა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება; ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის მიერ ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.

ასეთი საოცარი შემადგენლობის წყალობით ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება. ისპანახი კარგია კბილებისა და ღრძილებისთვის, ხელს უშლის ანემიისა და სიმსივნეების განვითარებას, აძლიერებს სისხლძარღვოვან სისტემას, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას. სიმსივნეებზე ისპანახის მოქმედება იმდენად ეფექტურია, რომ ექიმები მას სხივური დაავადების დროს დამატებითი დიეტის სახით ნიშნავენ.

ისპანახი ძალზე სასარგებლოა ორსულებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მრავალი მინერალური ნივთიერებაა; ამ ბოსტნეულს შენაშნავად ითვისებს ორგანიზმი, რადგან მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლისა და პანკრეასის მოქმედებას. გამოფიტვის, ნერვული სისტემის დაავადებების, ანემიის, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს კვებაში აქტიურად რთავენ ისპანახს, როგორც მსუბუქ შარდმდენ, საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ დიეტურ პროდუქტს.

ისპანახი იცავს დაზიანებისგან ლორწოვან გარსს, აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებაში და ადამიანს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარება. ხშირად სტრესულ ვითარებაში მყოფებს ისპანახი სიმშვიდისა და შრომისუნარიანობის აღდგენაში ეხმარება.

ისპანახი შეიცავს იოდს, ამიტომ ის დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მას ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.

ისპანახში ბევრი უჯრედისი და ქლოროფილია, ამიტომ ის ნაწლავების მუშაობას ასტიმულირებს და ძალზე ეფექტური საშუალებაა შეკრულობის დროს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება, ლუთეინი, გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ მის აღსადგენად ადამიანმა დღე-ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს. ისპანახს იყენებენ როგორც ცოცხლად, ისე მოხარშულს, ღვეზლების გულსართად, სალათებში და ა.შ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ორგანიზმს ხორცის, თევზისა და სხვა ცილოვანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

რა თქმა უნდა, ცოცხალი ისპანახი ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისპანახი იმ გამონაკლისთაგანია, მოხარშვის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგად რომ ინარჩუნებს.

უზმოზე მიღებული ისპანახის ახალი წვენი წმენდს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და ენერგიის მარაგს ავსებს, წვენი ასტიმულირებს ბევრი ორგანოსა და სისტემის მუშაობას: კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებსა და ნაწლავებზე, შველის ასთმისა და მშრალი ხველის დროს.

ღრძილების ანთების დროს მას ივლებენ პირში, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისას - ყელში. ისპანახის წვენი ორგანიზმზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს. თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისთვის საკმარისია კვირაში 1-2 ჭიქა ისპანახის წვენი, ხოლო ვინც ფიზიკურად უფრო დატვირთულია, ის უფრო მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს. ბავშვებისა და მოზარდების სიმაღლეში ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა ისპანახის წვენი ნუშის ზეთთან ერთად (1:1 თანაფარდობით).

ისპანახის ახალი გასრესილი ფოთოლი ამცირებს ანთებით პროცესსა და შეშუპებას, ეფექტურია სხვადასხვა მწერის, განსაკუთრებით ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე დადებისას.

კანის დამწვრობის ან ეგზემის დროს გამოიყენება პასტა, რომელსაც ისპანახის ფოთლებისა და ზეითუნის ზეთის მოხარშვით ამზადებენ, ოღონდ ყოველი წასმის წინ ის ახალი დამზადებული უნდა იყოს. ასეთივე პასტით შესაძლებელია ჭორფლის მოჭორება და სახის კანის ფერის გაუმ­ჯობესება.

განსაკუთრებით აფასებენ ისპანახს საფრანგეთში, სადაც მას არა მხოლოდ ადგილობრივ სამზარეულოში აქვს მნიშვნელოვანი ადგილი, არამედ კოსმეტიკაშიც - ფრანგი ქალები მას დიდ როლს ანიჭებენ სახის გაწმენდის პროცედურებში. ისინი ახლადგამოწურული წვენით იწმენდენ სახის კანს, რაც მათ ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შეარჩუნებაში ეხმარება. ისპანახი ძალზე პოპულარულია აშშ-ში, სადაც ცდილობენ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მისცენ ისპანახი, რადგან ის ძვლების სწორ განვითარებას ეხმარება და აფერხებს რაქიტის განვითარებას.

ისპანახში ძალზე ცოტა კალორიაა, მაგრამ მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ამიტომ ის იდეალური გასახდომი პროდუქტია, თან ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგება. ცოტაოდენი რჩევა კერძების მომზადებისას: ისპანახის გემო ფაქტობრივად ნეიტრალურია და მისი დამატება ბევრ კერძში შეიძლება, რითიც საჭმელი გამდიდრდება სხვადასხვა ვიტამინითა და სასარგებლო ნივთიერებით, ამავდროულად, ლამაზი მომწვანო შეფერილობაც მიეცემა, მაგალითად, ისპანახი შეგვიძლია დავამატოთ ცომში, კარტოფილის პიურეში, დესერტებში. თუ ისპანახს კოტლეტებს დავუმატებთ, უფრო წვნიანი გახდება, ორგანიზმი კი ხორცს უფრო ადვილად აითვისებს.

ისპანახის უკუჩვენებები:

ისპანახი, რადგან ბევრ მჟაუნმჟავას შეიცავს, საზიანოა მათთვის, ვისაც აქვს თირკმელებსა და შარდმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ვისაც აწუხებს პოდაგრა, რევმატიზმი, თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველმდენ გზებთან დაკავშირებული პრობლემები.

გასათვალისწინებელია, რომ ისპანახის ახალგაზრდა ფოთოლში მჟაუნმჟავა ძალზე ცოტაა, ის მხოლოდ მომწიფებულ ფოთოლში გროვდება, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისპანახის ქორფა ფოთლები.