მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებისათვის მოცვი შეუცვლელია - კენკრა გვიცავს გულის დაავადებებისა და თავის ტვინის დაზიანებისაგან
ის გულისა და თავის ტვინისთვის შეუცვლელია, იცავს და ეხმარება მათ გამართულ ფუნქციონირებაში.
2019 წელს ჩატარაებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დღეში 1 ჭიქა მოცვის მირთმევა, მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. მათ, ვისაც აღნიშნული სინდრომი აწუხებთ, გულის დაავადებების, ინსულტისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მომატებული აქვთ.
კვლევაში 50-დან 75 წლამდე ჭარბწონიანი პაციენტები ღებულობდნენ მონაწილეობას, რომელთა ნაწილიც ყოველდღიურად 1 ჭიქა მოცვს მიირთმევდა. 6 თვის შემდეგ მათი სისხლძარღვების ფუნქცია გაუმჯობესდა, მოუწესრიგდათ არტერიული წნევაც და სისხლში „კარგი ქოლესტერინის“ დონის მატებაც შეინიშნებოდა. კვლევის ავტორები აღნიშნულს უკავშირებენ იმას, რომ მოცვი ანტოციანინებს შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა. ანტოციანინები თავის ტვინის ფუნქციასაც აუმჯობესებს, გვეხმარება კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარებაში.
თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის შექმნილია ე.წ MIND დიეტა, რომლის ძირითადი კომპონენტიც სწორედ კენკრაა, განსაკუთრებით კი მოცვი. აღნიშნული დიეტა 53%-ით ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.