როგორ დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს გამართულად ფუნქციონირებაში - 10 მარტივი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს გამართულად ფუნქციონირებაში - 10 მარტივი მეთოდი

არასწორ კვებას, მედიკამენტების მიღებასა და მავნე ჩვევებს ადვილად შეუძლიათ გამოიწვიონ დისბალანსი მუცლისა და ნაწლავების მუშაობის პროცესში. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური მეთოდი, რათა კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება გაიუმჯობესოთ.

1. დალიეთ წყალი უზმოზე

ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი ეხმარება მეტაბოლიზმსდა კუჭ-ნაწლავს საჭმლის მიღებისთვის ამზადებს. შეგიძლიათ წყალს ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატოთ, რომელიც ანადგურებს ტოქსინებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

2. მიირთვით რძემჟავა პროდუქტები

258287974-300690275244876-6030749460901633596-n-1637046603.jpg

ნატურალური იოგურტი და ხაჭო ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში სასარგებლო ლაქტო-ბიფიდობატერიების გამრავლებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა ანტიბიოტიკების მიღების დროს, რადგან მედიკამენტები ნაწლავის მიკროფლორას არღვევენ. მთავარია, რძემჟავა პროდუქტი იყოს ნატურალური წარმოშობის, მავნე კომპონენტების გარეშე. „აქტივია“ არის უნიკალური იოგურტი, რომელიც ტრადიციული იოგურტისგან განსხვავებით, დამატებით შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკებს Bifidus actiregularis, რომლებიც ფრანგი მეცნიერების მიერ არის შექმნილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას უწყობს ხელს.

„აქტივიას“ ყოველდღიური უწყვეტი მიღებისას, შედეგს 14 დღეში შეამჩნევთ. ის ძალიან ეფექტურია ყაბზობის დროსაც. „აქტივია“ „დანონის“ ერთ-ერთი ჯანსაღი ხაზის ფრეშ პროდუქტია, რომლის ვარგისიანობის ვადა 35 დღეა. „დანონის“ ჯანსაღი ხაზი წარმოდგენილია თეთრ შეფუთვაში და საერთოდ არ შეიცავს შაქარს. „აქტივია“ არსებობს დასალევი და კოვზით საჭმელისახით. დასალევი იოგურტის წაღება სამსახურსა თუ უნივერსიტეტში ძალიან მოსახერხებელია. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის ნაცვლად, შვრიის ფაფაში.

3. არ გამოტოვოთ საუზმე

საუზმე კარგი მეტაბოლიზმის გარანტია მთელი დღის განმავლობაში. ამასთან, დილაობით გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს საჭმლის მონელების პროცესი და ყოველი მიღებული კალორია გარდაიქმნება ენერგიად და არა ცხიმად,მუცლისა და წელის არეში.

4. კარგად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა

არასდროს ჭამოთ საჭმელი, როცა ჩქარობთ. ცუდად გადამუშავებული ლუკმები საჭმლის მომნელებელ სისტემას აჩქარებულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს, რაც წარმოქმნის გაზებს, მუცლის შებერილობას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. გაიხადეთ ჩვევად, ჭამოთ ნელა, კომფორტულად, მშვიდ გარემოში და ნუ მოცდებით ჭამის დროს სმარტფონზე, ან ტელევიზორის ყურებაზე.

5. მიირთვით მეტი უჯრედისი

ნახშირწყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭისა და ნაწლავების გაწმენდაში. საკვები ბოჭკოები გაივლიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოდევნიან ნარჩენებს და ტოქსინებს. ბოჭკოს საუკეთესო წყაროა: ხილი, ბოსტნეული, მთელმარცვლოვანი ფაფები და პარკოსნები.

6. დაუმატეთ საჭმელს სანელებლები

257779071-1112029719535881-1345375831274791637-n-1637046838.jpg

დარიჩინი, გვირილა, კოჭა (ჯანჯაფილი), კურკუმა, ქინძი აღძრავს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების მონელებას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. დაუმატეთ ისინი საჭმელში ხშირად, განსაკუთრებით კი რთულად მონელებაში: ლობიო, ხორცი, ფრინველი, სოკო, ცხიმიანი საკვები.

7. მიიღეთ ნაკლები უმი საკვები

უმი პროდუქტი მძიმედ და დიდხანს გადამუშავდება, ამიტომ ჯობს თერმულად დაამუშაოთ ისინი.

8. სვით ბალახეული ჩაი

257600014-940306973568088-3914874809916306294-n-1637046907.jpg

ჭამის შემდეგ ძალიან კარგია გვირილის ჩაის დალევა. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმს, კურნავს გასტრიტს და მუცლის შებერილობას. ასევე, ანეიტრალებს მედიკამენტებით გამოწვეულ ზიანს ნაწლავებში.

9. მოაწყეთ განტვირთვის დღე

პერიოდულად ძალიან კარგია განტვირთვის დღეებისმოწყობა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პერიოდულად დასვენებას საჭიროებს. შიმშილი შეგიძლიათ მოიკლათ შავი ქლიავით, შავი ქლიავის ჩირით, ან „აქტივიას“ შავი ქლიავის შემცველი დასალევი იოგურტით.

258143513-3029850364000067-4645562802278542773-n-1637046963.jpg

10. ჯანჯაფილის ნაყენი

ჭამის წინ ძალიან სასარგებლოა ჯანჯაფილის პატარა ნაჭრის შეჭმა, ან მისი ნაყენის დალევა. ის წვავს ცხიმს და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. ანეიტრალებს მუცელში დაგროვილ ტოქსინებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!