/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

გოგრის თესლი დიაბეტს, გულის დაავადებებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის - თვისებები, რომლებიც გაგაოცებთ

გოგრის თესლი დიაბეტს, გულის დაავადებებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის - თვისებები, რომლებიც გაგაოცებთ
გოგრის თესლი ანტიოქსიდანტური და მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, რაც მას კვების რაციონის ღირსეულ დანამატად აქცევს.

მისი მეშვეობით შეინარჩუნებთ ჯანმრთელ გულს, გაგიუმჯობესდებათ სისხლში შაქრის დონე, ასევე ძილის ხარისხი.

გოგრის თესლს ტრადიციული მედიცინის მრავალ ფორმაში იყენებდნენ.

ის შეიცავს მრავალ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, მათ შორის:

  • ამინომჟავებს;
  • ფიტოსტეროლებს;
  • უჯერ ცხიმოვან მჟავებს;
  • ფენოლურ ნაერთებს;
  • ტოკოფეროლებს;
  • კუკურბიტაცინებს (ფიტონუტრიენტი, რომელიც კიბოს უჯრედების წარმოქმნისგან გვიცავს);
  • ღირებულ მინერალებს.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გოგრის თესლი კუჭის ტკივილის და პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე ითვლება, რომ ის ჯანსაღ მონელებას და ლაქტაციას უწყობს ხელს.

კვლევებით დასტურდება, რომ თესლი ბიოაქტიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებსაც ანტიჰელმინთური (ჭიების საწინააღმდეგო), ანტიდიაბეტური, ანტიდეპრესანტული, ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო და ციტოპროტექტორული ეფექტი (იცავს ჯანმრთელ უჯრედებს) აქვს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

და მაინც რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?

მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ებრძვის

ასევე დაგაინტერესებთ
გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
გოგრა მხოლოდ პროსტატის მშველელი როდია

ეს არის ძლიერი ნაერთები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ებრძვიან და უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ.

ზოგიერთი კვლევა იმასაც მოწმობს, რომ მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ისეთი ქრონიკული დაავადებებისგან გვიცავენ, როგორებიცაა:

გულის დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აუტოიმუნური დარღვევები.

აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას

გოგრის თესლი ელექტროლიტების კარგი წყაროა, როგორებიცაა: მაგნიუმი და კალიუმი, ასევე ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. თესლი, ასევე გოგრის თესლის ზეთი გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და გულის კორონარული დაავადების რისკს ამცირებს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ზეთი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და არტერიულ წნევას აქვეითებს.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგრის ზეთი( დანამატი) დიასტოლურ არტერიულ წნევას ამცირებს და HLD ქოლესტერინის დონეს ზრდის.

გოგრის თესლი ორგანიზმში აზოტის ოქსიდის დონესაც ზრდის, რაც სისხლძარღვებს აფართოებს, ხელს უწყობს სისხლის ნაკადის მოძრაობას და გულს ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.

აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს

გოგრის თესლი სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს, რაც დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების( წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, გულისრევა) შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

თესლი მდიდარია ცილებით და ბოჭკოთი, რაც სისხლში შაქრის შეწოვას ანელებს.

2011 წელს ვირთხებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სელთან მისი კომბინაცია აუმჯობესებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს და ეფექტურია დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად.

აუმჯობესებს ძილის ხარისხს

თესლის ისეთ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ხარისხიან ძილთან ასოცირდება, ესეთებია: ტრიპტოფანი და მაგნიუმი.

ტრიპტოფანი არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზს ქიმიკატების გამომუშავებაში ეხმარება, მათ შორის: სეროტონინის, მელატონინის, ნიაცინის და ნიკოტინამიდის.

ზრდის მამაკაცის ნაყოფიერებას

ანტიოქსიდანტები, ცხიმოვანი მჟავები და თუთია- მათი შემცველობა განაპირობებს იმას, რომ გოგრის თესლი მამაკაცების ნაყოფიერებას აუმჯობესებს.

გოგრის თესლი სასარგებლოა პროსტატას ჯანმრთელობისთვისაც.ის ეფექტურია სპერმის პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად, ზრდის მის რაოდენობასაც.

რაც შეეხება ქალბატონებს, გოგრის თესლი მათი რეპროდუქციული სისტემისთვისაც სასარგებლოა.ორგანიზმს ცხიმოვანი მჟავები გარკვეული ჰორმონების შესაქმენლად სჭირდება, რაც გოგრის თესლში უხვადაა.

გოგრის თესლი ესტროგენების დაბალი დონის სამკურნალოდაც შესანიშანავი საშუალებაა, რადგან მას ფიტოესტროგენების ეფექტიც აქვს.

კიბოს უჯრედების ზრდას უშლის ხელს

ფიტოესტროგენის ექსტრაქტს, რომელიც გოგრის თესლშია კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი გააცნია, რაც ძუძუს კიბოს საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ შეიძლება იყოს გამოყენებული.

გარდა ამისა, გოგრის თესლით მდიდარი კვების რაციონი დაკავშირებულია რამდენიმე ტიპის კიბოს რისკის შემცირებასთან, მათ შორის: კუჭის, ფილტვის, კოლორექტალური და ძუძუს კიბოს.

აუმჯობესებს შარდის ბუშტის ფუნქციას

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია მამაკაცებში შარდის გაძნელებას იწვევს. დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს გოგრის თესლი აუმჯობესებს. მისი ზეთი კი შარდის ბუშტის ფუნქციაზეც დადებითად ზემოქმედებს,სასა რგებლოა შარდის ბუშტის დისფუნქციის დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გოგრის თესლი დიაბეტს, გულის დაავადებებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის - თვისებები, რომლებიც გაგაოცებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები