/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

გოგრა ნარინჯისფერი სასწაული

გოგრა ნარინჯისფერი სასწაული
გოგრა რომ არა, კონკია ალბათ ვერასოდეს მოხვდებოდა მეჯლისზე და ვერც უფლისწულს გაჰყვებოდა ცოლად. მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპარია, სინამდვილე კი ასეთია: გოგრა, თუმცაღა სათანადოდ არ აფასებენ, შესანიშნავი პროდუქტია,

რომელსაც უნარი შესწევს, დიდხანს შეგინარჩუნოთ სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობა. სამწუხაროდ, გოგრისგან დამზადებული კერძები ჩვენი სუფრის იშვიათი სტუმრები არიან. სულ ტყუილად! უპირველეს ყოვლისა, გოგრა გემრიელია, მეორე - ლამაზია, მესამე - ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი... გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, გვინარჩუნებენ სქესობრივ აქტიურობას, ოპტიმალურ წონას.

ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად ითვლება. ხშირად მიირთვით ის და ვერავითარი სევდა ვერ მოგერევათ! გოგრას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ მისი კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვების დროს. გოგრის ნარინჯისფერი რბილობი არ აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის მარილები) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის (ამიტომაც ურჩევენ მის ჭამას ანემიისა და ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ). ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტეროლის დაუძინებელი მტერია. ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის სნეულებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელიც არის და შარდმდენიც (ყაბზობისას კარგია უმი გოგრის პიურე). გოგრის კერძები რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიაში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს. გოგრა შვებას მოგგვრით ზღვის ავადმყოფობისა და ორსულობის I ნახევრის ტოქსიკოზის დროს. გახეხილი გოგრის კომპრესი უხდება ეგზემას, დამწვრობასა და მუწუკოვან გამონაყარს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგრის წვენი - 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. გოგრის წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აწესრიგებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, უძილობისას - 1/2 ჭიქა ღამით. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულისა და თირკმლის დაავადებები - 4 თვის განმავლობაში უნდა მიირთვათ დღე-ღამეში 0,5 კგ უმი და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი გოგრა. მრავალი დაავადების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი: 1 კგ გახეხილ გოგრის რბილობს ამატებენ 200 გ შაქარს, კარგად ურევენ და აყენებენ. გამოყოფილ წვენს რბილობისგან აცალკევებენ და გასქელებამდე ათბობენ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს ამატებენ მიხაკს და დარიჩინს. გოგრის თესლს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას და შარდსასქესო ორგანოების დაავადებათა წამალს, განსაკუთრებით - შარდის გაძნელებული გამოყოფისას. პარაზიტების საწინააღმდეგოდ ეფექტურია ასეთი ნარევი: აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა გარჩეული გოგრის თესლი, 2 უმი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ უზმოზე. შემდეგ დაიდეთ მარჯვენა გვერდზე ცხელი სათბური და ასე იწექით 2 საათი. გაიმეორეთ კიდევ ორჯერ, ათ-ათდღიანი ინტერვალებით. ცისტიტის საწინააღმდეგოდ: 200 გ გოგრის თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, დაასხით 1/2 ლ ადუღებული წყალი, მთელი ღამით დააყენეთ თერმოსში, შემდეგ გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. თუთიით მდიდარი გოგრის თესლი მამაკაცს პროსტატიტისგან იცავს. გოგრის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ პოტენციას, ააქტიურებენ იმუნიტეტს. გოგრის ყუნწიც კი სასარგებლოა! მისი ნახარში შესანიშნავი სავლები საშუალებაა კბილის ტკივილის დროს. ერთი სიტყვით, გოგრა ნამდვილი სასწაულია!

გოგრის სადილი (4 ულუფა)

საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50 გ ბრინჯი, 500 გ ვაშლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100 გ ნაღების კარაქი, მარილი - გემოვნებით, ზეთისხილი და მწვანილი - მოსართავად.

მწიფე გოგრას მოვხადოთ "სახურავი" (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით ამოვუღოთ თესლი და რბილობის ნაწილი. კარაქი გავჭრათ ოთხად. წიწილები გავასუფთაოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქის მეოთხედში შეწითლებამდე. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და მეორე ტაფაზე კარაქის მეოთხედში მოვშუშოთ. ვაშლს ამოვაჭრათ გული, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი, შევურიოთ მოშუშულ ხახვს და გოგრაში ჩავდოთ. შემდეგ ჩავაწყოთ წიწილის ნაჭრები და ამოვავსოთ ვაშლითა და ქლიავით. დავადოთ ზემოდან კარაქის მეოთხედი, დავახუროთ მოჭრილი ნაწილი, დავამაგროთ ხის ჩხირებით, გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ გადავიღოთ ლანგარზე, თავი მოვხადოთ და სუფრასთან მივიტანოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გოგრა ნარინჯისფერი სასწაული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები