შაქრის შემცვლელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრის შემცვლელები

სწორედ ასეთი ადამიანებისთვის მოიგონეს შაქრის შემცვლელები. შაქრის შემცვლელები ორნაირია: ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი შაქრის შემცვლელებიბუნებრივ შაქრის შემცვლელებს შეიცავს ზოგიერთი მცენარე, ხილი, კენკრა, ბოსტნეული, მათ მიეკუთვნება ფრუქტოზა, ქსილიტი, სორბიტი, მალტიტი, იზომატი. მათ საკვებ დამატკბობლებსაც უწოდებენ. ბუნებრივი შაქრის შემცვლელები სისხლში შაქრის დონეს გაცილებით ნაკლები ხარისხით ზრდიან, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. ამასთან მათ ათვისებას არ სჭირდება ინსულინი.

გაითვალისწინეთ:

  • როდესაც დიაბეტი არაკომპენსირებულია და სისხლში შაქრის დონე მაღალია, არ შეიძლება სორბიტის მიღება.
  • პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ სორბიტს, ადრეულად უვითარდებათ პოლინეიროპათიები, ასე რომ სორბიტის და ქსილიტის მიღება მხოლოდ მაშინNარის დაშვებული, როდესაც დიაბეტი კომპენსირებულია.
  • სორბიტი დიდი დოზებით (ერთ მიღებაზე 30 გრამზე მეტი) იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას.
  • ბუნებრივ შაქრის შემცვლელებში არის კალორიები (1გ=4კკალ), ამიტომ დღე-ღამეში მხოლოდ 30 გრამის მიღებაა დაშვებული.
  • დიაბეტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველი პროდუქტის შეძენისას აუცილებელია დახედონ ეტიკეტს და შეამოწმონ, ხომ არ აღემატება პროდუქტში გამოყენებული საკვები დამატკბობლები დაშვებულ დონეს (30 გრამზე მეტი).

ხელოვნური შაქრის შემცვლელები

ხელოვნური შაქრის შემცვლელი ბევრია, მათ მეორენაირად ინტენსიურ დამატკბობლებსაც უწოდებენ. ესენია ასპარტამი, ციკლამატი, საქარინი, სუკრალოზი, სტევია. ხელოვნური შაქრის შემცვლელები ბუნებრივი შაქრის შემცვლელებისგან განსხვავებით არ მოქმედებენ და სისხლში შაქრის დონეს არ ზრდიან, შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება არაკომპენსირებული დიაბეტის დროსაც. გარდა ამისა, ისინი არ შეიცავენ კალორიებს და ჭარბ წონასთან ბრძოლაშიც გამოდგებიან. დასახელება "ინტენსიური" იმაზე მიუთითებს, რომ შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია და სწორედ ამიტომ გამოიყენება ძალზე მცირე დოზით. ინტენსიური დამატკბობლის სახე ყოველთვის მითითებულია პროდუქტის ეტიკეტზე.

ყველაზე გავრცელებული ინტენსიური დამატკბობლებია:

ასპარტამი - E951, კომერციული დასახელებებია სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი, ნუტრისვიტი. 200-ჯერ ტკბილია შაქარზე. არარეკომენდებულია ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის.

ციკლამატი - E952 (ცუკლი), არარეკომენდებულია 1,5-დან 4 წლამდე ბავშვებისათვის დღეში 3 ულუფაზე მეტი სასმელი ან ფაფა, რომლებიც მას შეიცავს.

საქარინი - E954, დაშვებულია ბევრ ქვეყანაში, თუმცა მისი გამოყენება მაშინ, როდესაც ადამიანს დიაბეტი არ აქვს, არარეკომენდებულია. ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგია აქვს.

კალიუმის აცესულფატი E950 - შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, არ არის რეკომენდებული იმ დაავადებების დროს, როცა კალიუმის მიღებაა შეზღუდული.

გაითვალისწინეთ:

ციკლამატი ჩვეულებრივ შაქარზე 30-ჯერ, საქარინი კი 300-ჯერ მეტად ტკბილია, თუმცა ხელოვნური ნიშნავს ქიმიურს, ნებისმიერი ქიმია კი დიდი დოზებით ტოქსიკურია, ამიტომ ხელოვნური შაქრის შემცვლელების მიღება შეიძლება მხოლოდ ასეთი სქემით - 2,5 მგ სხეულის 1 კგ-ზე;

  • არარეკომენდებულია ორსულების და მეძუძური დედებისთვის;
  • ვერც ერთი მათგანი ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას და მწარე ხდება;
  • ნებისმიერი მათგანის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რამეთუ ისინი მხოლოდ კვებითი დანამატები არ არის;
  • ყველა შაქრის ყველა შემცვლელს ახასიათებს ძლიერი ნაღვლმდენი ეფექტი, ამიტომ სანაღვლე გზების დაავადების მქონეებში, შესაძლოა დაავადების გამწვავება გამოიწვიონ;
  • შაქრის შემცვლელებს არ შეუძლიათ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება და არც დიაბეტის სამკურნალო წამლებია;
  • წესად გაიხადეთ პროდუქტის შეძენისას მის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის კითხვა;
  • ადამიანის მოთხოვნილება შაქრებისადმი ინდივიდუალურია, ამიტომ კარგად დაფიქრდით შაქრის შემცვლელის არჩევისას.