/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

საკვების გავლენა ჰორმონებზე

საკვების გავლენა ჰორმონებზე
როცა ბედნიერი ხარ, ირგვლივ თითქოს სითბოსა და სინათლეს ასხივებ. ეს შესანიშნავი მდგომარეობაა და ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის მენიუზე.

ჩვენს განწყობილებას ჰორმონები მართავენ, მაგრამ ზოგჯერ, ენდოკრინული, ინფექციური თუ ვირუსული დაავადებების დროს, სტრესის გამო მათი სინთეზი მუხრუჭდება. როგორ მოვიქცეთ, ბედნიერების ჰორმონები რომ არ მოგვაკლდეს?

ვეძებოთ ისინი ნაცნობ პროდუქტებში!

სეროტონინი ზრდის კუნთების ტონუსს, სტრესისადმი გამძლეობას და, რა თქმა უნდა, კარგ განწყობილებასაც უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ეს სასწაულმოქმედი ჰორმონი გაძლიერებულად წარმოიქმნას, მიირთვით ტრიპტოფანითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტკბილეული ძალზე სწრაფად აუმჯობესებს განწყობას, თუმცა მოკლე ხნით.

ტრიპტოფანის შემცველ საკვებს კი უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ასეთია ყველი, კვერცხი, ლობიო, ხორცი, სოია, ხაჭო. განწყობის ასამაღლებლად შესანიშნავი საშუალებაა ფინჯანი მუქი ჩაი ან ნატურალური ყავა. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს ბ ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი. პირველი უხვად არის ღვიძლში, შვრიაში, ლუდის საფუარში, ნესვში, გოგრაში, ფორთოხალში, მეორე კი ბრინჯში, გარგარის ჩირში. ენდორფინები და ენცეფალინები ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. თუ კარგად დავნაყრდებით ბრინჯით, კარტოფილით, ბულგარული წიწაკით, ბანანით, ნუშითა და ზღვის პროდუქტებით, ეს ჰორმონები დიადი საქმეებისკენ გვიბიძგებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ნაყინი ცილებისა და ნახშირწყლების წყაროა, ანაყრებს და ძალ-ღონეს მატებს. გარდა ამისა, რძე და ნაღები, რომლისგანაც ნაყინს ამზადებენ, ნერვული სისტემის დამამშვიდებელ ნივთიერებას შეიცავს. რაც მთავარია, ნაყინი შეიცავს ამინმჟავა ლ-ტრიპტოფანს, რომელიც სწრაფად ამარცხებს უგუნებობასა და დეპრესიას.

ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყავის მხოლოდ არომატიც კი სიამოვნების განცდას იწვევს და მხნეობას მატებს. ყავა ამცირებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ აქტივობას, საგრძნობლად ამაღლებს კონცენტრირების უნარს.

შოკოლადი განწყობილებას რომ ამაღლებს, დიდი ხანია დამტკიცებულია. ის ბედნიერების ჰორმონის ყველაზე მდიდარი წყაროა. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე – სტრესის დროს შოკოლადის გამოყენება შესაძლოა ჩვევად იქცეს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი დოზა გახდეს საჭირო. ასე რომ, ამ ნუგბარს მეტისმეტად ნუ მიეძალებით! თუ მუშაობის დროს დაღლილობა იგრძენით, მიირთვით ერთი ულუფა შავი შოკოლადი, ის ძალას შეგმატებთ. კერძს დაამატეთ წიწაკა. მისი გემო და განსაკუთრებული არომატი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამები განწყობილებას ვეღარ გაგიფუჭებთ.

ახალი შთაბეჭდილებები გწყურიათ? მოაწყვეთ ეგზოტიკური საღამო. აანთეთ არომატული სანთლები, მოამზადეთ კარკადეს ჩაი. ჩართეთ შესაფერისი მუსიკა, ანდა, უბრალოდ, მოიწვიეთ მეგობრები და მოამზადეთ პუნში მარტივი რეცეპტით: ფინჯან ცხელ ჩაიში გააზავეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი და რომი, დაამატეთ შაქარი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ეს სასმელი მოდუნებაში დაგეხმარებათ, თუმცა სიფხიზლეს არ დაგაკარგვინებთ.

ანანასი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

ოლეინის მჟავა, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, ადამიანს ოპტიმისტურად განაწყობს და სიცოცხლის ხალისს მატებს. ექიმები დიდი ხანია გვირჩევენ, მადის მოსაგვრელად ჭამის წინ დავლიოთ 1 ჭიქა წითელი ღვინო – ის ეხმარება კუჭის წვენის გამოყოფას და ცილოვანი პროდუქტების (განსაკუთრებით – ხორცის) გადამუშავებას. აპერიტივის (მადის მომგვრელი სასმლის) მოდა ფრანგებმა დაამკვიდრეს და ის სულ უფრო პოპულარული ხდება. კიდევ ერთი ნიუანსი: აპერიტივი არ გულისხმობს აუცილებლად ალკოჰოლის გამოყენებას; ჭიქაში შეიძლება ესხას მინერალური წყალიც, ხილის წვენიც, უალკოჰოლო კოქტეილიც. პოპულარული ხდება ორთქლზე მომზადებული საკვებიც. ბოლო ხანს ამისთვის უამრავი ხელსაწყოც შეიქმნა. ასეთი კერძი სასარგებლოა: მასში მეტია ვიტამინი და საკვები ბოჭკო, ნაკლებია კანცეროგენი და ცხიმი, ბონუსად კი ჯანმრთელი საკვების ბუნებრივი გემოთიც ისიამოვნებთ.

ძალიან სასარგებლო

  • პომიდორი – ამახვილებს ყურადღებას და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში. ის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ;
  • ნიორი – აძლიერებს შრომისუნარიანობას, გამოაქვს წიდები და აქვეითებს წნევას;
  • ოსპი – განამტკიცებს ამტანობას, ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, ააქტიურებს ტვინის მუშაობას;
  • იოგურტი – ამაღლებს განწყობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს;
  • როზმარინი – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მატებს მხნეობას;
  • სტაფილო – აძლიერებს კონცენტრაციას;
  • წითელი ხორცი – ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, აუმჯობესებს ამტანობას;
  • პური, მსხვილად დაფქული ფქვილით გამომცხვარი, ააქტიურებს გონებას, აქვეითებს სტრესის ზემოქმედებას;
  • გოგრა – გამოაქვს წიდები და ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ზღვის პროდუქტები – ასტიმულირებს კრეატიულობას;
  • ავოკადო – არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას;
  • მცენარეული ზეთი (ზეითუნის, ნიგვზის) – შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს;
  • კიტრი – ენერგიის წყაროა;
  • ზღვის თევზი – აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ტვინის მუშაობას ააქტიურებს;
  • მწვანე ბარდა – განამტკიცებს ნერვულ სისტემას, აფართოებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს;
  • ყველის უცხიმო სახეობები – ანტიდეპრესანტებივით მოქმედებენ, მატებენ ძალას;
  • ბანანი – ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) გამომუშავებას, აუმჯობესებს განწყობილებას, ეხმარება ძალების სწრაფ აღდგენას;
  • კაკალი – ასტიმულირებს გონებრივ მოქმედებას, ზრუნავს შინაგან სიმშვიდეზე და ადუნებს გადაძაბულ კუნთებს;
  • ზღვის მარილი – ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ელექტროლიტების სწორი ბალანსისთვის, ამას გარდა, ეხმარება ცხიმების წვას.

პროდუქტები, რომლებიც სქესობრივ პოტენციას ამაღლებს

სქესობრივი აქტივობის დონეს ადამიანის ჰორმონები არეგულირებს, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც „სქესობრივი მადის“ აღძვრას უწყობს ხელს. ამ მხრივ გამორჩეულია არაჟანი. მედიკოსებისა და დიეტოლოგების დასკვნით, მისი სისტემატური მიღება ხელს უწყობს სქესობრივი პოტენციის ამაღლებას.

სქესობრივი აქტივობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ხელს უწყობს ზოგიერთი ხილი:

  • ნუში – ის მდიდარია ცილებით, E ვიტამინითა და კალციუმით, კარგი საკვებია ტვინისთვის და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას.
  • ავოკადო – მდიდარია ცხიმებით, ვიტამინებით, კალციუმით. ის კარგია სქესობრივი უძლურების დროს. ხელს უწყობს მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ფუნქციობას.
  • ბანანი – სავსეა კალიუმით. მისი მიღება სასურველია უგუნებობის დროს. თუ ბანანს ძილის წინ მიიღებთ, დაძინებამდე კარგი სექსუალური მადა გექნებათ.
  • ქოქოსი – ზრდის სპერმის რაოდენობას და წმენდს შარდის ბუშტს. თუ მამაკაცი თაფლთან შერეულ ქოქოსის წვენს მიირთმევს, სქესობრივი პრობლემებისგან დაზღვეული იქნება.
  • ფინიკი – წმენდს სისხლს და ააქტიურებს ლტოლვას. განსაკუთრებით კარგია ერთმანეთში არეული ფინიკი, ქოქოსი და ნუში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საკვების გავლენა ჰორმონებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები