ჩართეთ კამა საკვებ რაციონში

წარმოებაში. კამა მეტად სასარგებლო მწვანილია. 10 გრამი კამა შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო A და C ვიტამინების დღიური ნორმის 10 %-ზე მეტს. მასში უხვადაა ასევე ფოლიუმის მჟავა, აგრეთვე სხვა ვიტამინები და მიკროელემენტები.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტიოქსიდანტებია, უპირველესად ეს მონოტერპენებია (ლიმონენი და კარვონი). ისინი ბლოკავენ ბევრი კანცეროგენის მოქმედებას, მათ შორის ბენზოპირენის, რომელიც შედის სიგარეტების კვამლში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კამაში უხვადაა აგრეთვე ისეთი ფლავონოიდები, როგორებიცაა კემპფეროლი და ვიცეტინი. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები აფერხებენ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, გვიცავენ სიბერისა და სიმსივნური დაავადებისაგან.
თინათინ გოცაძე