როგორ გავხდეთ სწრაფად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავხდეთ სწრაფად

ყველა ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა. ატკინსის დიეტა ამერიკელი დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მაღალცხიმოვან და მაღალპროტეინულ დიეტას საფუძვლად უდევს რაციონიდან ნახშირწყლების გამორიცხვა. ნახშირწყლების ოდენობა დღეში 20 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ნებადართულია სოკო, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილა. რაც შეეხება პურს, ბოსტნეულს, ხილს, მაკარონს, ფუნთუშებს, შაქარს, ისინი თითქმის მთლიანად ირიცხება რაციონიდან. უმნიშვნელო ოდენობის ნახშირწყლოვან პროდუქტსაც კი დიეტის ეფექტურობა ნულამდე დაჰყავს.

ატკინსის დიეტის მიზანია, ორგანიზმში შექმნას მდგომარეობა, რომელსაც კეტოზი ეწოდება. ამ დროს ცხიმები სწრაფად იშლება. დიეტა ორი - ძირითადი და შემანარჩუნებელი - ნაწილისგან შედგება. პირველი ორი კვირა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში იწყება მეტაბოლური პროცესები, ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება კვების ახალ პრინციპებთან. მეორე ნაწილის ხანგრძლივობა შეუზღუდავია. ის მიმართულია სასურველი წონის მიღწევისა და მისი შენარჩუნებისკენ საკვების კალორიულობის შეუზღუდავად.

ღირსებები

  • შეზღუდული არ არის ნებადართული საკვების კალორიულობა და ოდენობა.
  • დიეტის დროს სისხლში შაქრის დონე ნორმალიზდება, რაც თავიდან გვაცილებს ჰიპოგლიკემიის ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ნახშირწყლოვანი დამოკიდებულება და შიმშილის მუდმივი შეგრძნება (მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფლდებით ტკბილეულისა და სხვა საკვების მიმართ მისწრაფებისგან).
  • ნივთიერებათა ცვლა ნახშირწყლების წვიდან ცხიმების წვაზე გადაერთვება.

ნაკლოვანებები

  • დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. არ შეიძლება დიაბეტიანებისთვის.
  • ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე. ატკინსის დიეტა ბლოკავს სეროტონინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავებას, ამიტომ მათ, ვინც ხანგრძლივად იცავს ატკინსის დიეტას, გაღიზიანებადობა, განწყობის სწრაფი ცვალებადობა ახასიათებთ. უჩივიან სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას.
  • ცხიმების სიუხვის გამო იმატებს ქოლესტერინის დონე, ეს კი ქმნის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების საშიშროებას.
  • თუ დიეტა ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, თავს იჩენს კანის პრობლემები, თმა შრება, მტვრევადი ხდება.
  • დიეტა არ ითვალისწინებს მარილებისა და უჯრედისის მიღებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის.

სანიმუშო მენიუ

საუზმე - ნაღებიანი ყავა, კარაქიანი და ყველიანი ბუტერბროდი

სადილი - გამომცხვარი ქათამი ბროკოლისა და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად

ვახშამი - ორაგულის ნაჭერი, მწვანე სალათი ბრინზით და ზეითუნის ზეთით, ერთი ჭიქა მშრალი ღვინო

იაპონური დიეტა

ეს დიეტა ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლისკენ არის მიმართული. რაციონი დაბალკალორიულია (ზოგიერთ დღეს კალორიების მოხმარება 700-მდეც კი მცირდება) და ღარიბია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმს აიძულებს, ცხიმოვანი მარაგი დაწვას. რაციონიდან ამოიღეთ მარილი, ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი, სპირტიანი სასმელები, შაქარი. ყავა უშაქროდ მიირთვით. წყლის ნაცვლად სვით მინერალური წყალი. გაფრთხილებთ: არ შეცვალოთ პროდუქტები საკუთარი შეხედულებისამებრ. არ გამოტოვოთ დიეტის არც ერთი დღე. იაპონურ დიეტაზე ნელ-ნელა გადადით. ჩვეულებრივ რეჟიმსაც ნელ-ნელა დაუბრუნდით.

I დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი

II დღე

საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა

სადილი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით

ვახშამი - 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი

III დღე

საუზმე - შავი ყავა და 1 ცალი ორცხობილა

სადილი - ზეთში შემწვარი 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი

ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით

IV დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი

ვახშამი - ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)

V დღე

საუზმე - 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით

სადილი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი - ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)

VI დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი

ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა გახეხილი სტაფილო

VII დღე

საუზმე - ჩაი

სადილი - 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი (მაგალითად, რომელიმე ციტრუსი)

ვახშამი - ნებისმიერი დღის ვახშამი, გარდა მესამესი (შეიძლება 100 გ მოხარშული კიბორჩხალა)

VIII დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი

ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა სტაფილო

IX დღე

საუზმე - 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით

სადილი - შემწვარი ან მოხაშული მოზრდილი თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი - ხილი

X დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - 1 ცალი თოხლო კვერცხი, ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი

ვახშამი - ხილი

XI დღე

საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა

სადილი - 1 ცალი ზეთში შემწვარი მოზრდილი ყაბაყი

ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი ზეთით

XII დღე

საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა

სადილი - 1 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათი, 1 ულუფა ზეთით შეზავებული კომბოსტო

ვახშამი - 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა მაწონი

XIII დღე

საუზმე - შავი ყავა

სადილი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული მოხარშული კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი - შემწვარი ან მოხარშული თევზი


მაწვნის დიეტა

მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ბევრ პათოლოგიურ მდგომარეობას უხდება. თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, მაწვნის დიეტა ამაში შესანიშნავად დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1800-1200 კკალ-მდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები (შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი). იზღუდება ცხიმებიც. დღიური ოდენობის ნახევარი მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს. ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები სასურველია უცხიმო მივირთვათ. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს (სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი, კენკრა).

წყლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 1,5 ლიტრს. ამაში შედის 1 ლიტრი მაწონი, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს სხვა რძემჟავა სასმელით (კეფირით, იოგურტით) ან ბოსტნეულის წვენით. დანარჩენ წყალს კი საკვებიდან ვიღებთ. ბოსტნეული და ხილი შეიცავს 80-90% წყალს, ხორცი და თევზი - 70-80%-ს, მოხარშული ძეხვი - 60-70%-ს, პური - 30-40%-ს. მარილი უნდა მივიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა (1 ჩაის კოვზისა) დღეში. უმჯობესია, მოვაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. საკვები სასურველია მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.

I ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი, გახუხული პური

მეორე საუზმე - 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი

სადილი - ბოსტნეულის სალათი, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო

სამხარი - 1 ჭიქა მაწონი

ვახშამი - ყველის ნაჭერი, 1 ცალი ვაშლი

ძილის წინ - 1 ჭიქა მაწონი ან რძე

II ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი

მეორე საუზმე - 1 ჭიქა ხილის წვენი

სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული თევზი

სამხარი - ხილი, უმჯობესია, ვაშლი (1 ცალი)

ვახშამი - 1 ცალი გამომცხვარი სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი

ძილის წინ - ერთი ჭიქა მაწონი

დიეტის ხანგრძლივობაა 21 დღე.

წიწიბურას დიეტა

გასახდომი დიეტების უმრავლესობა რაციონიდან ყოველგვარ მარცვლეულს გამორიცხავს, მაგრამ ეს დიეტა სწორედ ბურღულს - წიწიბურას ეფუძნება. წიწიბურას დიეტა გათვლილია ერთ კვირაზე.

ვიღებთ ერთ ჭიქა წიწიბურას და ვასხამთ ორ ჭიქა ადუღებულ წყალს. დაიმახსოვრეთ: წიწიბურა არ უნდა აადუღოთ, უბრალოდ, დაასხამთ წყალს და 12 საათით დადგამთ, რათა ჩაიორთქლოს. არ შეიძლება მარილის, შაქრის, სანელებლების, კარაქის დამატება. ასე მომზადებული წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ, თუმცა საეჭვოა, პირველ ჯერზე 10 კოვზზე მეტის შეჭმა შეძლოთ.

სასმლიდან ნებადართულია მაწონი ან ნაკლებცხიმიანი კეფირი და ნებისმიერი ოდენობის წყალი. შეგიძლიათ სვათ ყავა და ჩაიც, ოღონდ ბაცი და აუცილებლად უშაქროდ. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ძალიან ცოტა ხილი, გარდა ყურძნისა და ბანანისა. მაგალითად, დღეში 1 ცალი ვაშლი. ისაუზმეთ გამოღვიძებიდან 4 საათის შემდეგ, ვახშამი კი სასურველია მიირთვათ არა უგვიანეს 18:00 საათისა. ერთი კვირის შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ, შემდეგ კი დიეტა გაიმეორეთ.

ღირსებები

წიწიბურა ძალიან მდიდარია მიკროელემენტებით (მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, რკინით) და ვიტამინებით (B1, B2, B6, PP, P რუტინით), შეიცავს დიდი ოდენობით ცილას და ძალიან მცირე ოდენობით ნახშირწყლებს. ნახშირწყლების მიზერული შემცველობა იწვევს ცხიმების წვას, რადგან ორგანიზმს ენერგიის სხვა წყარო არ გააჩნია. ვინაიდან წიწიბურას დიეტის დროს ორგანიზმი არ იღებს მარილსა და შაქარს, მისი დაცვა ეკრძალებათ ჰიპერტონიული დაავადებისა და დიაბეტის მქონე ადამიანებს.

ბრინჯის დიეტა

თუ წონის დაკლებასთან ერთად ორგანიზმის გაწმენდაც გსურთ, ბრინჯის დიეტა ყველაზე მისაღებია.

ბრინჯი დიეტოლოგების ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტია. მას აქვს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების შთანთქმის უნიკალური უნარი. ამრიგად, ბრინჯი

  • გემრიელი და მაწიერია;
  • ნაკლებკალორიულია;
  • წმენდს ორგანიზმს;
  • შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.


სამდღიანი დიეტა

მოხარშეთ ერთი ჭიქა ბრინჯი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. დააყოლეთ ვაშლის წვენი. თუ შიმშილს ვერ გაუძელით, შეგიძლიათ მიირთვათ 1-2 ვაშლი. თითო ასეთი განტვირთვის დღე შეგიძლიათ მოიწყოთ კვირაში ერთხელ, ხოლო სამდღიანი დიეტა გაიმეოროთ თვეში ერთხელ.

ერთკვირიანი დიეტა

პირველი დღე

საუზმე - ერთი ვაშლი, 60 გ მოხარშული ბრინჯი (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი. მწვანე ჩაი, ბალახეულის ნაყენი)

სადილი - ბოსტნეულის ბულიონი და 150 გ სალათი, მოხარშული ბრინჯი (შეიძლება დაამატოთ მწვანილი და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი)

ვახშამი - ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულთან (სტაფილოსთან ან ყაბაყთან) ერთად

მეორე დღე

საუზმე - 1 ცალი გრეიპფრუტი, მოხარშული ბრინჯი ერთი ჩაის კოვზი უცხიმო არაჟნით

სადილი - ბოსტნულის ბულიონი, მოხარშული ბოსტნეული, 100 გ მოხარშული ბრინჯი

ვახშამი - იგივე, რაც სადილად

მესამე დღე

საუზმე - 100 გ მოხარშული ბრინჯი დარიჩინით, 1 ცალი მსხალი

სადილი - ბოსტნეულის ბულიონი, კიტრის სალათი, მოხარშული ბრინჯი, ზეითუნის ზეთში შემწვარი 150 გ სოკო

ვახშამი - ბოსტნეულის ბულიონი, ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, მოხარშული ბრინჯი

მეოთხე დღე

საუზმე - ხილის სალათი, მოხარშული ბრინჯი რძით

სადილი - ბოსტნეულის სალათი, ბოლოკი, ორთქლზე მომზადებული 1 ცალი სტაფილო

ვახშამი - ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშული ბრინჯი, ცოტაოდენი მზესუმზირა

მეხუთე დღე

საუზმე - 100 გ მოხარშული ბრინჯი ქიშმიშით, ნახევარი ჭიქა იოგურტი

სადილი - ბოსტნეულის ბულიონი, ორთქლში მოხარშული ბოსტნეული, მოხარშული ბრინჯი მწვანილით

ვახშამი - ბოსტნულის ბულიონი, 100 გ მოხარშული ბრინჯი ნიგვზით, ორთქლზე მომზადებული ისპანახი

მეექვსე დღე

საუზმე - 100 გ მოხარშული ბრინჯი, ოთხი ცალი ნიგოზი და რამდენიმე ლეღვის ჩირი. შეიძლება 1 ცალი მსხალი

სადილი - ბოსტნეულის ბულიონი, ცოცხალი ბოსტნეული, 100 გ მოხარშული ბრინჯი

ვახშამი - ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშული ბრინჯი 1 ს/კ არაჟნით ან ნაღებით, 1-2 ცალი ვაშლი

მეშვიდე დღე

საუზმე - მოხარშული ბრინჯი (გემოვნებისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი ან ცოტა თაფლი), ვაშლი ან მსხალი

სადილი - ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ მწვანე სალათა, 100 გ მოხარშული ბრინჯი, ორთქლში მოხარშული ლობიო და პომიდორი

ვახშამი - ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ ბრინჯი 1 ს/კ ზეითუნის ზეთით, რამდენიმე ზეთისხილი, რეჰანი, ორთქლში მოხარშული ყაბაყი.

რჩევები

  • გამოიყენეთ მხოლოდ გაუფცქვნელი ბრინჯი. მასში B ჯგუფის ვიტამინები გაცილებით მეტია.
  • ვინაიდან ბრინჯის დიეტა ორგანიზმიდან კალიუმს გამორეცხავს, საჭიროა, მისი მარაგი შეივსოთ.
  • ონკანის წყლის ნაცვლად მინერალური სვით.
  • შავი ჩაისა და ყავის ნაცვლად სვით მწვანე ჩაი ან ახალგამოწურული წვენი.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაიმეოროთ, ორ კვირაზე მეტხანს დაცვა კი რეკომენდებული არ არის.

ლარისა დოლინას დიეტა

ის ექიმმა საიკოვმა შეიმუშავა, თუმცა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მისი მეშვეობით დაიკლო წონა ცნობილმა მომღერალმა. დიეტა 7 დღეს გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გნებავთ, ოღონდ შეზღუდეთ ცხიმიანი, ცხარე კერძები და ფქვილის ნაწარმი - ეს აუცილებელია მიღწეულის შესანარჩუნებლად. 7 დღის შემდეგ აუცილებელია, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დაიცვათ დიეტა, მერე კი კვლავ დაისვენოთ (კვლავ შემანარჩუნებელი პრინციპით) და ასე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. გაითვალისწინეთ: პროდუქტების სურვილისამებრ შეცვლა დაუშვებელია.

  • 1 დღე - 400 გ გამომცხვარი უმარილო კარტოფილი და 500 გ მაწონი ან 1%-იანი კეფირი
  • 2 დღე - 400 გ უცხიმო ხაჭო და 500 გ მაწონი ან კეფირი
  • 3 დღე - 400 გ ნებისმიერი ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა) და 500 გ მაწონი ან კეფირი
  • 4 დღე - 400 გ მოხარშული, უმარილო ქათმის გულმკერდი და 500 გ მაწონი ან კეფირი
  • 5 დღე - 400 გ ხილი და 500 გ მაწონი ან კეფირი
  • 6 დღე - 1,5 ლიტრი უგაზო მინერალური წყალი (გახსენით წინა დღეს)
  • 7 დღე - 400 გ ხილი და 500 გ მაწონი ან კეფირი
  • მთელი დღის ულუფა უნდა გაყოთ 6-ად და მიირთვათ მკაცრად განსაზღვრულ დროს - 8, 10, 12, 14, 16, 18 საათზე.
  • დიეტის დაწყებამდე აუცილებელია გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა.
  • ყოველი კვების მიღების წინ უნდა მიიღოთ ბალახების ნაკრებისგან (კრაზანა, გვირილა და გულყვითელა) მომზადებული 50 გ ნაყენი. მთელი დღის ულუფა მოამზადეთ დილით.
  • დღის განმავლობაში შეგიძლიათ სვათ ადუღებული წყალი, ჯამში - არა უმეტეს 0,5 ლიტრისა, დილაობით კი ერთი ჭიქა უშაქრო შავი ყავა.

საზამთროს დიეტა

საზამთროს შარდმდენი თვისება აქვს. 5-დღიანი დიეტის განმავლობაში ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან დაიცლება და მასთან ერთად ცხიმოვანი უჯრედებისგანაც გათავისუფლდება - საქმე ის არის, რომ კანქვეშა ცხიმოვანი შრის 8-10% სითხეა და მხოლოდ 12%-ია ცხიმი. საზამთროს ოდენობა გამოთვალეთ შემდეგი ფორმულით: ნახევარი კილოგრამი რბილობი ყოველ 10 კილოგრამ წონაზე. ეს რაოდენობა უნდა გაყოთ ხუთად და მიიღოთ 5 დღის განმავლობაში. საზამთროს დიეტას აქვს უკუჩვენებებიც: მისი გამოყენება არ შეიძლება დიაბეტის, შარდკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის დაავადების დროს. საზამთროს 5-დღიანი დიეტის მეშვეობით დაახლოებით 4 კგ-ს დაიკლებთ. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, გადადით მომდევნო ეტაპზე, რომელიც 10 დღეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ისაუზმოთ რუხი ბურღულის (მაგალითად, წიწიბურას) ფაფით, უშაქრო ჩაითი, სადილად მიირთვათ ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი, სალათის ფოთლები, ხოლო ვახშმად - აუცილებლად საზამთროს რბილობი. მისი ოდენობა უნდა გამოთვალოთ შემდეგი პრინციპით: 1 კგ რბილობი 30 კგ წონაზე. საზამთროს 15-დღიანი დიეტის წყალობით 15-18 კგ-ს დაიკლებთ. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი დიეტა არსებობს ამქვეყნად, მაგრამ მოხდენილობის მთავარი პრინციპი უცვლელია: წონაში დასაკლებად, უწინარეს ყოვლისა, ცნობიერება უნდა შეიცვალოთ, რაც არა შიმშილს, არამედ ცხოვრების ნირის შეცვლას გულისხმობს.