პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვან 40 წელს გადაცილებულებმა

მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები შეიძლება გარკვეული პროდუქტებით Gგამოსწორდეს, მეტიც, ამ პროდუქტების რეგულარულად გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ შესაბამის ორგანოთა ჯანმრთელობის შენარჩუნება, არამედ მათი რამდენადმე გაახალგაზრდავებაც.
რა უნდა მიირთვან 40 წელს გადაცილებულებმა:
1) თევზი - ოღონდ აუცილებლად ცხიმიანი, რადგან ეს უკანასკნელი მდიდარია ცილებითა და ვიტამინებით, D ვიტამინითა და ომეგა-3-ით, ასევე ამინმჟავებით. სწორედ ცხიმიანი თევზი ამცირებს გულისა და სისხლძარღვების პრობლემებს;
2) მოცვი - ის განსაკუთრებულად სასარგებლოა K, C ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების უხვად შემცველობის გამო. აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას;
3) პომიდორი - უნდა მივირთვათ რაც შეიძლება ბევრი, მდიდარია C, A, E ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც აჯანსაღებს ორგანიზმს, მის ყველა ორგანოს;
4) ბროკოლი - მდიდარია უჯრედისით, C და A ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით და ფოსფორით.
თინათინ გოცაძე