/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მედიკამენტები და დიეტა

მედიკამენტები და დიეტა
მედიკამენტებით მკურნალობისას ზოგჯერ (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ინტოქსიკაციის დროს) განსაზღვრული დიეტის დაცვაც არის საჭირო,

სხვა შემთხვევებში კი აუცილებელია ამა თუ იმ მედიკამენტის საკვებ პროდუქტებთან ურთიერთქმედების გათვალისწინება და თერაპიის რაციონალურად დაგეგმვა. ანტიბიოტიკებს არავითარ შემთხვევაში არ მიაყოლოთ რძე. ასევე არ შეიძლება მედიკამენტის მიღებიდან მოკლე ხანში რძის ან მისი რომელიმე პროდუქტის მიღება. რძე და მისი ნაწარმი მდიდარია კალციუმით, რომელთან ურთიერთქმედებაც ამცირებს ანტიბიოტიკების სამკურნალო ეფექტს. სამაგიეროდ, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ჰორმონული პრეპარატებისთვის სწორედ რძის მიყოლებაა რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საყლაპავი მილის ლორწოვან გარსზე მათი გამაღიზიანებელი ზემოქმედება. გრეიპფრუტისა და შტოშის წვენი აფერხებს ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოყოფას და ხელს უწყობს დოზის გადაჭარბებას. კრაზანას ნაყენი ანეიტრალებს მრავალი მედიკამენტის, მაგალითად, ორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას. ჩაიმ და ყავამ წამლებთან კომბინაციაში შესაძლოა ჰიპერაქტივობის, უძილობისა და ქრონიკულად გამოუძინებლობის პროვოცირება მოახდინოს. წამლის დალევა ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ოთახის ტემპერატურის 1/2-1 ჭიქა ანადუღარი წყლით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების არსებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ზოგიერთი მედიკამენტის სწრაფად შეწოვას, ზოგიერთისა კი შეაფერხოს. ის წამლები, რომელთა ინსტრუქციაში მითითებულია "ჭამამდე", მიღებულ უნდა იქნეს საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, ხოლო ისინი, რომლებსაც აწერია "ჭამის შემდეგ" - საკვების მიღებიდან 15 წუთის შემდეგ. უზმოზე დასალევად განკუთვნილი მედიკამენტები (ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები) უნდა მიიღოთ საუზმემდე 20-60 წუთით ადრე. ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას განსაზღვრული დიეტის დაცვა არ არის საჭირო, მაგრამ ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების გამო კვების რაციონისა და რეჟიმის შეცვლა ხდება აუცილებელი. ასე, მაგალითად: პარკინსონის დაავადების დროს სპეციალური დიეტის დაცვა საჭიროდ არ მიიჩნევა, მაგრამ ზოგჯერ L-დოფას პრეპარატების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა სასურველ ეფექტს არ იძლევა.

ეს უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც პაციენტი მედიკამენტებს უშუალოდ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ იღებს, ან კიდევ მისი საკვები რაციონი მეტისმეტად მდიდარია ცილებით. ცილები აფერხებენ ნაწლავებში L-დოფას პრეპარატების შეწოვას. ეს ეფექტი დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიებზე ვლინდება. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ურჩევენ, დანიშნული მედიკამენტები ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში მიიღონ, ხოლო საკვებ რაციონში ცილებით მდიდარი პროდუქტების, განსაკუთრებით ხორცისა და თევზის წილი შეამცირონ. ასეთ პაციენტებს ეკრძალებათ ყავა, მაგრამ კათხა ლუდი, ცოტაოდენი ღვინო ან შამპანური მათთვის ნებადართულია. რაც მთავარია, პარკინსონით დაავადებულებმა, ისევე როგორც, საზოგადოდ, ხანდაზმულებმა, აუცილებლად უნდა სვან სათანადო ოდენობის წყალი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გახსოვდეთ, მედიკამენტური თერაპიის პარალელურად აუცილებლად უნდა დაიცვათ კვების შესაბამისი რეჟიმი, რათა მიღებულმა წამალმა მაქსიმალურად გარგოთ და მინიმალურად გავნოთ. ამიტომ შესაბამისი დანიშნულების მიღებისას აუცილებლად ჰკითხეთ მკურნალ ექიმს საკვები რაციონის ცვლილებისა და კვების რეჟიმის თავისებურების შესახებ. კონკრეტული დაავადების მკურნალობის დროს რომელი პროდუქტებია რეკომენდებული თქვენთვის, ექიმი განსაზღვრავს, თუმცა მათი ქიმიური შედგენილობის ცოდნა არც თქვენთვის იქნება ურიგო. ეს დაგეხმარებათ, თავი არიდოთ არასასურველ საკვებს და ორგანიზმს განკურნებაში შეუწყოთ ხელი.

იცით თუ არა, რომ საკვებს მეცნიერები ექვს ძირითად ჯგუფად ყოფენ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

I ჯგუფი - რძე და რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი, არაჟანი, მაწონი...)

II ჯგუფი - ცხოველისა და ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი

III ჯგუფი - პურ-ფუნთუშეული, შაქარი, მარცვლეული, მაკარონისა და საკონდიტრო ნაწარმი, კარტოფილი

IV ჯგუფი - ცხიმები

V ჯგუფი - ბოსტნეული

VI ჯგუფი - ხილი და კენკრა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიკამენტები და დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები