წამალი ოკეანიდან
სახსრების ტკივილს. თევზის მოყვარულები გულის შეტევით 2,5-ჯერ უფრო იშვიათად იღუპებიან, ხოლო ესკიმოსებს, რომელთა ძირითადი საკვები ვეშაპისა და სელაპის ხორცია, გული საერთოდ არ აწუხებსაქმე ის არის, რომ ზღვის ბინადართა ხორცი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-ს, რომლებიც სისხლს ათხიერებს და ამით თრომბების წარმოქმნის საფუძველს სპობს. თუ ყოველდღე 1 გრამ ომეგა-3-ს მივიღებთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მთელი 40%-ით შევამცირებთ.
100 გ თევზში მხოლოდ 80 მგ ქოლესტეროლია, მაშინ როცა ამდენივე ყველი 110 მგ ამ ნივთიერებას შეიცავს, ხოლო ძეხვი, ბიფშტექსი და შემწვარი ღვიძლი - 2000 მგ-ს.
-
თევზი ასევე შეიცავს:
- კალციუმს,
- იოდს,
- ნატრიუმს,
- ფოსფორს,
- მაგნიუმს,
- A, B1, D, E ვიტამინებს.
რაც უფრო მეტს მივირთმევთ, მით უფრო ნაკლებად გვემუქრება მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბო. ამასთან ერთად, თევზი ტვინს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა, ზოლიანი ქორჭილა, ანადგურებს ნაწლავის ჩხირსა და სტაფილოკოკს. ზღვის ნობათი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის, რომელიც იოდის ნაკლებობას განიცდის.
-
ახლა კი - რამდენიმე რეცეპტი:
- ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 2-4 ს/კ თევზის ქონი.
- გადაღლილობის დროს მიირთვით რამდენიმე ნაჭერი ქაშაყი.
- თუ გონებრივი დაძაბულობის გამო თავი აგტკივდათ, მიირთვით ქაშაყი.
- ცხელების, მალარიის შემთხვევაში გაახმეთ ჭანარის ნაღვლის ბუშტი, დაფხვენით და მიიღეთ. მიაყოლეთ წყალი.
- მუნის დროს მოამზადეთ ქარიყლაპიას კონცენტრირებული ნახარში და დღეში რამდენჯერმე გაიკეთეთ ცხელი საფენები.
- რევმატოიდული ართრიტის დროს მიიღეთ დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი თევზის ქონი.
- ტერფების ტკივილის დროს აიღეთ ნებისმიერი სახეობის ახალი ან გაყინული თევზი, გამოაცალეთ ფხები, კარგად დასრისეთ, ჩადეთ ცელოფანის პაკეტში, ძილის წინ ამოიცვით ფეხებზე, ზემოდან კი წინდები ჩაიცვით. დილით გაიხადეთ და ფეხები ცივი წყლით დაიბანეთ, საღამოს კი ახალი კომპრესი გაიკეთეთ. სულ საჭიროა 7-10 პროცედურა.
- შარდის შეუკავებლობისას კარგად გარეცხეთ ქარიყლაპიას თავი, გაახმეთ და დაფქვით, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ოდნავ გააგრილეთ და ერთბაშად დალიეთ.