/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

თათარა და ჩურჩხელა

თათარა და ჩურჩხელა
თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის (და არა მარტო მათთვის) საკმაოდ კარგად ნაცნობი და საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

საქართველოში ჩურჩხელებს კახური, ქართლური, იმერული, გურული და რაჭალეჩხუმური წესებით ამზადებენ.

  • კახური ჩურჩხელა - ძირითადად მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენის თათარითა და კაკლით; ჩურჩხელის სიგრძე 25-35 სმ-ია, თათარით დაფარული ფენის სისქე კი - არანაკლებ 1,5-2 სმ. ახალამოვლებული ჩურჩხელა 15-17 დღე შრება და ყუთებში ნაჭრებში შეხვეული ინახება;
  • იმერული ჩურჩხელა - მას იმერეთში გოზინაყსაც ეძახიან, მზადდება კრახუნასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ფელამუშისა დაAძირითადად თხილისაგან. მისი სიგრძე ოდნავ ჩამოუვარდება კახურს, სისქით კი გაცილებით თხელია, ღია ფერისა, ნაკლებშაქრიანია და ოდნავ მომჟავო გემო დაჰკრავს;
  • ქართლის ჩურჩხელა - ოდნავ ღია ფერისაა და ძალიან ჰგავს კახურს;
  • გურული ჩურჩხელა - მზადდება, როგორც იმერული, სიმინდის ფქვილით შეზავებული ფელამუშისგან, იმ განსხვავებით, რომ მასში ზოგჯერ ცოტაოდენ თაფლს ამატებენ. გურული ჩურჩხელები ყველაზე "მაღალი" ქართული ჩურჩხელებია, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ერთ მეტრსაც კი აღწევს;
  • რაჭალეჩხუმური ჩურჩხელა - მზადდება ალექსანდროულის, ცოლიკაურის, უსახელოურისა და ოჯალეშის ჯიშის ყურძნის წვენისგან, გარეგნობით ძალიან ჰგავს იმერულს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნებისმიერ კუთხეში მომზადებული ჩურჩხელა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება როგორც ფორმითა და შესახედაობით, ისე გემოთი, მაგრამ ყველა არომატული და გემრიელია. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ღირსებები, რომელთა წყალობითაც მათ გამორჩეული ადგილი უკავიათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გაშლილ სუფრაზე.

შტრიხები ჩურჩხელისა და თათარის პორტრეტისთვის

ბევრმა არც კი იცის, რომ ჩურჩხელა და თათარა მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა.

  • ენერგიის წყარო - ორივე მათგანს საკმაოდ მაღალი კალორიულობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე, მაღალია მათი, როგორც საკვები პროდუქტების, ენერგეტიკული ღირებულებაც. მებრძოლები და მწყემსები მათთან სწორედ ამ თვისების გამო "მეგობრობენ", რადგან ერთი ცალი კახური ჩურჩხელით დაახლოებით იმდენივე კალორიის მიღება შეიძლება, რამდენისაც დაახლოებით 1,5 კგ ძროხის ხორცისგან.
  • ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ასათვისებელ და მოსანელებელ ნახშირწყლებს - გლუკოზასა და ფრუქტოზას. ამასთან, ცნობილია, რომ ასეთი სახით გლუკოზას მხოლოდ სამი პროდუქტი: თაფლი, თათარა და ჩურჩხელა შეიცავს, გლუკოზა კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელი ერთ-ერთი პირველი წყაროა.
  • ანტიდეპრესანტი - დიახ, დიახ, არ გაგიკვირდეთ! როგორც ერთ, ისე მეორე პროდუქტს მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვს. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, რომლისგანაც თათარა და ჩურჩხელა მზადდება, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებსა და წიდებს.
  • ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი - დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს - ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს. ორივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და მაგნიუმს, ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებლებიც ეს ელემენტებია.
  • გულის კუნთის მკვებავი - კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა გულის კუნთს შესანიშნავად კვებავს. სისხლის წარმოქმნის გააქტიურება - ბადაგი და კაკალი აწესრიგებს მჟავატუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ორგანოებზე (ძვლის ტვინსა და ელენთაზე) და ზოგადად სისხლწარმოქმნის პროცესებზე. ამიტომ ურჩევენ ექიმები ანემიურ პაციენტებს, მიირთვან ყურძნის წვენი, თათარა და ჩურჩხელა. გონებრივი აქტიურობა - განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ჩურჩხელას კაკალი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. ამიტომ გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჩანთაში ჩურჩხელა ყოველთვის უნდა გეგდოსო.
  • ყურძნის ძლიერნახარში წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

კომენტარები (1)
ნელი
თათარა!? გასაგებია! ჩურ ჩხელა!?...
თარიღი : 06-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე კარგად ითვისებს ორგანიზმი
პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე კარგად ითვისებს ორგანიზმი
ავადმყოფობის შემდეგ არ უნდა დატვირთოთ ორგანიზმი ძნელად მოსანელებელი საკვებით და აიძულოთ ის,
სრულად
რომელი ბოსტნეული გამოგვადგება მუცლის ცხიმის წინააღმდეგ საბრძოლველად
რომელი ბოსტნეული გამოგვადგება მუცლის ცხიმის წინააღმდეგ საბრძოლველად
ბროკოლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში ანთებას,
სრულად
რატომ გვაქვს ლტოლვა ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი
რატომ გვაქვს ლტოლვა ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი
დიეტოლოგმა კუესტამ ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი ადამიანების მათში ლტოლვა სტრესის მაღალი დონით ახსნა.
სრულად
ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ნიგვზის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, მწვანე ჩაის და წყლის პერის (ლემნა) სმუზის
სრულად
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
ხორცის მიღების რამდენიმე კვირით შეზღუდვამ შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, მათ შორის:
სრულად
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
კვებას ტვინზე დიდი გავლენა აქვს დაბერების პარალელურად დემენციის შემთხვევები იზრდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

თათარა და ჩურჩხელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები