/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მეცნიერებმა კანის შემცვლელი ბიომელანი შექმნეს

მეცნიერებმა კანის შემცვლელი ბიომელანი შექმნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ქსოვილის შემცვლელი ბიომელანი.

ტექნოლოგია წარმოადგენს ბიომელანის ნაბეჭდს, რომელიც შექმნილია ცოცხალი უჯრედებისა და მკვრივი მიკროგელისაგან, რომელიც სტრუქტურულად ფანტელის მაგვარია. ამ ტექნოლოგიის საშუალებით მედიკოსები შეძლებენ შექმნან უჯრედებით მდიდარი ბიოკონსტრუქცია, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა და თვითაღდგენა. შექმნილ სტრუქტურებს შეუძლია მოახდინოს უჯრედებისა და ქსოვილების ცხოველქმედების ბუნებრივი პროცესების იმიტაცია. ამას გარდა, ბიომელანით დაბეჭდილ ფრაგმენტებს ერთმანეთან შეხორცება შეუძლიათ ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია ექიმებს უფრო ზუსტი მონაცემების მიღების საშუალებას მისცემს ქსოვილების, მაგალითად კანის, მორფოგენეზის სფეროში. ამასთან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინერგოს არსებულ კლინიკურ პრაქტიკაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჩიტის ბუდის სუპი, ცოცხალი რვაფეხა და სხვა უცნაური და საზიზღარი კერძები, რომლებსაც მსოფლიოში მიირთმევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩიტის ბუდის სუპი, ცოცხალი რვაფეხა და სხვა უცნაური და საზიზღარი კერძები, რომლებსაც მსოფლიოში მიირთმევენ

გთავაზობთ 15 ყველაზე უცნაურს უცნაურ კერძთა შორის:

15. ჩიტის ბუდის სუპი.

ჩინეთში ჩიტის ბუდის სუპი ტრადიციული კერძია და ოთხსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მას ძირითადად ნამგალას ბუდისგან აკეთებენ. ჩინელები თვლიან, რომ ამ კერძის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

mkurnali.ge

14. შემწვარი კალიები. შემწვარი კალიების ყიდვა მსოფლიოს ბევრ წერტილშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად ისინი აღმოსავლეთ აზიისა და მექსიკის ქუჩებში შეგხვდებათ.

mkurnali.ge

13. შებწვარი ობობები.

ობობებს დიდი რაოდენობით წვავენ კამბოჯაში. ობობის მოსამზადებლად მარილს, ნიორს და ცხარე საწებელს იყენებენ. ობობები ზეთში იწვება და კამბოჯაში ჩასული ტურისტების საყვარელი საჭმელია.

mkurnali.ge

12. ბეონდეგი.

ბეონდეგი აბრეშუმის ჭიებისგან დამზადებული კორეული კერძია. კერძს შაქრით და სოიოს სოუსით ამზადებენ. ჭია ხეში ცხოვრობს, ამიტომ, როგორც ამბობენ, მას მკვეთრი ხის გემო დაკრავს.

mkurnali.ge

11. მოპანე.

მოპანე დიდი ზომის მუხლუხია, რომელსაც აფრიკის კონტინენტზე, ძირითადად ზიმბაბვეში მიირთმევენ. მოპანეები შემწვარ მდგომარეობაში იჭმევა და მდიდარია ცილებით.

mkurnali.ge

10. ესკამოლე.

ესკამოლე სპეციფიური ჭიანჭველის ლარვაა. მას ცენტრალურ მექსიკაში ცალკე ან კარაქით და სუნელებით შეზავებულს მიირთმევენ. ესკამოლე წლის ნებისმიერ დროში მოიპოვება და საკმაოდ ძვირად ფასობს.

mkurnali.ge

9. კლდოვანი მთების ხამანწკი.

კლდოვანი მთების ხამანწკი ხარის სათესლე ჯირკვლებისგან დამზადებული კერძია. სათესლე ჯირკვლები ზეთში იწვება. ეს კერძი ძირითადად დასავლეთ კანადასა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში გვხვდება.

mkurnali.ge

8. სანაკჯი.

სანაკჯი კორეული კერძია. იგი წარმოადგენს რვაფეხას ფეხებს, რომლებიც მაგიდაზე მიტანის დროს ჯერ ისევ ცოცხალია და მოძრაობს. რვაფეხა სუფრასთან ხახვთან და მცენარეულ ზეთთან ერთად მიაქვთ. სანაკჯის ჭამის დროს ცოტაოდენი სიფრთხილეა საჭირო, რომ რვაეხის საცეცი ყელზე ან პირზე არ მიგეწებოთ.

mkurnali.ge

7. ჰაკარლი.

ჰაკარლი ტრადიციული ისლანდიური კერძია - გრანლანდიური ზვიგენის გამომშრალი ხორცი. მისი შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისლანდიის ნებისმიერ სუპერმარკეტში.

mkurnali.ge

6. ბალუტი.

ბალუტი ფილიპინური კერძია. იგი წარმოადგენს იხვის კვერცხს, რომელშიც ნახევრად გაზრდილი ემბრიონია. კვერცხს ფილიპინელები ცოტა ხნით ხარშავენ, შემდეგ კი ძმართან და ნიორთან ერთად მიირთმევენ.

mkurnali.ge

5. შიოკარა.

შიოკარა ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია იაპონურ კერძებს შორის. იგი წარმოადგენს ზღვის არსებების ფერმენტირებულ შინაგან ორგანოებს, შეზავებულს ბრინჯთან, მარილთნ და სანელებლებთან ერთად. შიოკარას შეძენა იაპონიის ნებისმიერ მაღაზიასა თუ რესტორანში შეიძლება.

mkurnali.ge

4. ვიჩეტის ლარვა.

ვიჩეტის ლარვა ვიჩეტის მცენარის ფესვებში ცხოვრობს და მხოლოდ ავსტრალიაში მოიპოვება. იგი ძალიან დიდი ზომისაა და ხის მერქნით იკვებება. ავსტრალიელები მათ ძირითადად უმად ჭამენ და, როგორც ამბობენ, ლარვებს ნუშისმაგვარი გემო აქვს.

mkurnali.ge

3. საუკუნის კვერცხი.

საუკუნის კვერცხი ჩინური კერძია. იგი წარმოადგენს ქათმის, იხვის ან მწყერის ჩვეულებრივ კვერცხს, თუმცა ერთი უცნაურობით: კვერცხს თვეების განმავლობაში აძველებენ. კვერცხებს მარილის, ნაცრის და მიწის თხევად მიქსტურაში აძველებენ, რის შემდეგაც ისინი უცნაურ, შავ შეფერილობას იღებს.

mkurnali.ge

2. ფუგუ. ფუგუ იაპონური კერძია, რომელიც სასიკვდილოდ მომწამვლელი თევზისგან მზადდება. თევზისთვის შხამიანი ნაწილების მოშორება, რომლებიც საშიშ ნეიროტოქსინს შეიცავს, ურთულესი საქმეა, ამიტომ ფუგუს გაყიდვა იაპონიაში მკაცრად კონტროლდება, მისი მომზადება მხოლოდ სპეციალური ტრენინგის გავლის და გამოცდის ჩაბარების შემდეგაა ნებადართული. ამ კერძის ჭამა ერთობ სახიფათო სიამოვნებაა, რომელსაც დღემდე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეწირვია. დღესდღეობით იაპონიაში 4000-მდე ფუგუს რესტორანია.

mkurnali.ge

1. გველის ღვინო.

ე.წ. გველის ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ალკოჰოლური სასმელია. იგი ბრინჯის ან სხვა მარცვლეულისგან დამზადებულ სასმელს წარმოადგენს, რომელსაც ფერმენტირების პროცესში შიგნით გველს, მორიელს ან სხვა შხამიან არსებას ატანენ.

mkurnali.ge