/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

რა კვლევაა და როდის ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია

რა კვლევაა და როდის ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია
ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) ტვინის ფუნქციური მდგომარეობის კვლევის მეთოდია. ის უვნებელი და უმტკივნეულოა.

ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ) გადასაღებად არ არის საჭირო წინასწარი მომზადება.

როგორ ტარდება კვლევა

თავის ტვინი უამრავი ნეირონისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული საკუთარი იმპულსის გენერატორია. ყველა სიგნალი შეთანხმებულად უნდა მოდიოდეს ტვინის მცირე ზომის უბნის ფარგლებში. ამ იმპულსების ძალა და ამპლიტუდა არასტაბილურია და ცვალებადი.

ტვინის ამ ბიოელექტრული აქტივობის დარეგისტრირება შესაძლებელია სპეციალური ლითონის ელექტროდების საშუალებით, რომელიც თავსდება თავის მიდამოში, დაუზიანებელ კანზე. აღნიშნული ელექტროდები აძლიერებენ ტვინის რხევას, რაც იწერება ქაღალდზე ან გამოისახება მონიტორზე ტალღების სახით. მიღებული გამოსახულება ტვინის მუშაობის გრაფიკული გამოსახეულებაა რეალურ დროში.

პაციენტი იმყოფება სპეციალურ, სინათლისა და ხმაურისაგან იზოლირებულ ოთახში. თავზე აცვამენ სპეციალურ ქუდს ელექტროდებით. პაციენტი ჯდება მოხერხებულ სავარძელში ან წვება. ჩვეულებრივ, დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სხვადასხვა სინჯი:

  • მკვეთრი სინათლის ნათებით (ფოტოსტიმულაცია);
  • სინათლის მონოტონური ჩართვა-გამორთვა;
  • ჰიპერვენტილაციით (ღრმა სუნთქვა);
  • ხმამაღალი ხმით (აუდიოსტიმულაცია);
  • დაძინებით – თავისთავად ან სედაციური საშუალების დახმარებით.

პროცედურა გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე დღის პირველ ნახევარში. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას.

ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ) ჩვენებები:

  • ძილის დარღვევა;
  • გულყრის შეტევები;
  • გამოვლენილი ენდოკრინული დაავადებები;
  • ქალა-ტვინის ტრავმები;
  • თავისა და კისრის სისხლძარღვების პათოლოგია (ულტრასონოგრაფიულად გამოვლენილი);
  • ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები და მათი შედეგები;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, დიენცეფალური კრიზები;
  • ცერებროვასკულური დაავადებები;
  • თავის ხშირი ტკივილი, თავბრუხვევა;
  • ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ;
  • მშობიარობამდე ან მის შემდეგ განვითარებული ტვინის ნებისმიერი დაზიანება;
  • ბავშვთა შორის განვითარებისა და ქცევის დარღვევა;
  • თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნები.

ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს პაციენტის მკურნალობის შედეგები ამა თუ იმ სახეობის სამკურნალო თუ ფიზიოთერაპიული თერაპიის შემდეგ. შესაძლებელია ნებისმიერი ასაკისა და ფუნქციური მდგომარეობის პაციენტის გამოკვლევა.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

კვლევამდე, შესაძლოა, ექიმმა პაციენტს ურჩიოს გარკვეული მედიკამენტების გეგმური მიღების შეწყვეტა. კვლევამდე 12 საათით ადრე პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს კოფეინის შემცველი პროდუქტები და ენერგეტიკული სასმელები (ყავა, შოკოლადი, ჩაი, კოლა). პროცედურამდე ორი საათით ადრე რეკომენდებულია საკვების მიღება. კვლევამდე საჭიროა თავის დაბანა, თმაზე არ უნდა წავისვათ მოვლის საშუალებები (თმის ლაქი, კონდენციონერი, ნიღაბი, ზეთები), რადგან ეს შეასუსტებს ელექტროდების თავის კანთან კონტაქტს.

ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) ტარდება მშვიდ მდგომარეობაში. პაციენტი არ უნდა იყოს აღელვებული. თუ ექიმს სჭირდება ტვინის გულყრითი აქტივობის გამოვლენა, მან შეიძლება სთხოვოს პაციენტს არ დაიძინოს კვლევამდე მცირე დროის განმავლობაში.

ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ) უკუჩვენებები

პროცედურას პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება. ერთადერთი, რაც მის ჩატარებას ზღუდავს, არის თავის ზედაპირზე დიდი ზომის ტრავმის, მწვავე ინფექციური პროცესის ან ოპერაციისშემდგომი შეუხორცებელი ჭრილობის არსებობა. კვლევა უკუნაჩვენები არ არის ბავშვებისა და ორსულებისთვის. ამ შემთხვევაში ის ტარდება ფუნქციური სინჯების გარეშე.

ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ) სახეები

  • ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) ძილის დეპრივაციით. ტარდება ძილის ხანმოკლე დეპრივაციის (24 საათამდე) შემდეგ პათოლოგიური ცვლილებების უფრო ზუსტად გამოსავლენად. ჩაწერისას გამოიყენება მაპროვოცირებელი დატვირთვები: ფოტო- და ფონოსტიმულაცია, ჰიპერვენტილაცია, ძილის დეპრივაცია, ძილი (ფიზიოლოგიური).
  • ეეგ-ვიდეომონიტორინგი – ამ დროს ხდება ელექტროენცეფალოგრამისა და პაციენტის მამოძრავებელი და ქცევითი აქტივობის ვიდეომონაცემების ხანგრძლივი სინქრონული ჩაწერა. ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა პაროქსიზმული მდგომარეობისა და ნევროლოგიური დარღვევის, პირველ რიგში, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, არაეპილეფსიური პაროქსიზმების (გულისწასვლის მდგომარეობა, პანიკური შეტევები, მხედველობითი, სმენითი ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზები და სხვა), ძილში განვითარებული მდგომარეობების (ძილში სიარული, ლაპარაკი და სხვა) დიაგნოსტიკისთვის.
კომენტარები (1)
ელენე
გამარჯობა ჩემი გოგო მესამე წელშია მტირალა საშინლად საშინლად ცუდი ხასიათის ყველაფერზე ჩუხბობს ყველაფერი მას უნდა ჩაცმა პირის დაბანა ყველაფერზე ტირის არავის გვიკარებს არც ვინმეს ინდობს ანუ ლამისაა გავიგუდო ვეღარ ვუძლებ დავიღალე მინდა შევამოწმო მაგრამ ვინმეს რომ დაინახავს მითუმეტეს ამ პროცედურას რაც სჭირდება შეუძლებელი იქნება ვერაფრით გავუმკლავდებით ვერც დავიყოლიებ ვერ გავაჩერებ ამდროა რაუნდა გავაკეთო?
თარიღი : 01-11-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა კვლევაა და როდის ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები