В ჰეპატიტი - რას გვიჩვენებს ანალიზის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

В ჰეპატიტი - რას გვიჩვენებს ანალიზის შედეგები

როგორ დავადგინო დაავადებული ვარ თუ არა B ჰეპატიტით?

როგორ გავიგო, მაქვს თუ არა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიტეტი?

როგორ გავიგო, მჭირდება თუ არა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა?

1.

HBsAg - უარყოფითი

Anti-HBc - უარყოფითი

Anti-HBs - უარყოფითი

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ჯერ არ შეხებია ვირუსს და არ ჩაგიტარებიათ ვაქცინაცია. თამამად შეგიძლიათ გაიკეთოთ  B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა!

2.

HBsAg - უარყოფითი

Anti-HBc - დადებითი

Anti-HBs - დადებითი

ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც იყავით დასნებოვნებული B ჰეპატიტით და ამჟამად გაქვთ ამ დაავადებისადმი ბუნებრივი იმუნიტეტი.

3.

HBsAg - უარყოფითი

Anti-HBc - უარყოფითი

Anti-HBs - დადებითი

ეს აღნიშნავს, რომ გაქვთ B ჰეპატიტის ვაქცინაციის შედეგად ჩამოყალიბებულია იმუნიტეტი.

4.

HBsAg - დადებითი

Anti-HBc - დადებითი

Anti-HBc IgM - დადებითი

Anti-HBs - უარყოფითი

ეს ნიშნავს, რომ იმყოფებით B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მწვავე სტადიაში.

5.

HBsAg - დადებითი

Anti-HBc - დადებითი

Anti-HBc IgM - უარყოფითი

Anti-HBs - უარყოფითი

ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ქრონიკული B ჰეპატიტი.

6.

HBsAg - უარყოფითი

Anti-HBc - დადებითი

Anti-HBs - უარყოფითი

აქ შეიძლება განვიხილოთ რამოდენიმე ვარიანტი:

1. გადატანილი გაქვთ B ჰეპატიტი (ყველაზე ხშირი მიზეზი).

2. Anti-HBc ანალიზის ცრუ-დადებითი შედეგი, ამგვარად ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებით.

3. "დაბალი აქტივობის" ქრონიკული ინფექცია.

4. მწვავე ინფექცია.

II. რას აღნიშნავს ლათინური ასოები

HBsAg - B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი. ცილა, რომელიც В ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირზეა. აღნიშნული ცილის შემცველობის მაღალი დონე სისხლის შრატში ვლინდება B ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის მწვავე ან ქრონიკულ სტადიაში. ზედაპირული ანტიგენის არსებობა ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსის გადაცემა სხვა ადამიანზე შეუძლია.

Anti-HBs - B ჰეპატიტის ვირუსის HBs- ანტიგენის მიმართ ანტისხეულებია. ამ ანტისხეულების არსებობა მეტყველებს B ჰეპატიტისგან განკურნებასა და იმუნიტეტის არსებობაზე, მათ შორის ვაქცინაციის საშუალებით.

Anti-HBc - B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის მიმართ სუმარული ანტისხეულები. ჩნდება  მწვავე B ჰეპატიტის პირველივე სიმპტომებისას და რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.  ამ ანტისხეულების არსებობა მიუთითებს, რომ ადამიანს ან გადატანილი აქვს B ჰეპატიტი, ან ამჟამადაა დაავადებული.

Anti-HBc IgM - B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის მიმართ M კლასის ანტისხეულები.  აღნიშნული ანალიზის დადებითი შედეგი აღნიშნავს B ჰეპატიტის ვირუსით არც თუ ისე შორეულ ინფექციას (<6 თვე). ამ ანტისხეულების არსებობა მიუთითებს მწვავე ინფექციაზე.