დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია

როგორც წესი, ლაპაროსკოპიას ატარებენ მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოებზე. აღნიშნული პროცედურა მოიცავს განსაკუთრებული ინსტრუმენტით – ლაპაროსკოპით შინაგანი ორგანოების დათვალიერებას. ლაპაროსკოპიული დიაგნოსტიკა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც კვლევის სხვა მეთოდები არასაკმარისად ინფორმაციულია.

ისტორიული ცნობა

ლაპაროსკოპიის გამოჩენამდე მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერების ერთადერთი საშუალება ლაპარატომია იყო. ანუ პაციენტს უჭრიდნენ მუცელს, ათვალიერებდნენ და ატარებდნენ ოპერაციასაც. ლაპარატომია მძიმე პროცედურა იყო პაციენტისთვის, გართულებების დიდი რისკით და გამოჯანმრთელების ხანგრძლივობით. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის შესახებ პირველად საუბარი დაიწყეს ХХ საუკუნის დასაწყისში, თუმცა, 1960 წლამდე მეთოდი მიივიწყეს. ამ დროიდან დაიწყო ლაპაროსკოპიის აქტიური გამოყენება მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

პროცედურის ჩვენებები:

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია აქტიური განვითარების სტადიაშია, მას იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, რადგანაც დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდი იძლევა სწორი მკურნალობის ტაქტიკის არჩევის საშუალებას. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის ჩატარება ნაჩვენებია მუცლის ღრუს ორგანოების სხვადასხვა დაავადების დროს. მაგალითად, ასციტისას აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მუცლის ღრუში სითხის დაგროვების პირველადი მიზეზები. მუცლის ღრუში სიმსივნური წარმონაქმნებისას ექიმს საშუალება ეძლევა ყურადღებით დაათვალიეროს წარმონაქმნი და აიღოს ბიოფსია. ღვიძლით დაავადებული პაციენტებისათვის ლაპაროსკოპია ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შემდგომი კვლევისთვის ორგანოს ქსოვილის ნაჭრის აღება. ამას გარდა დიაგნოსტიკურ ლაპაროსკოპიას იყენებენ გინეკოლოგიაში უშვილობის, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს მიომისა და საკვერცხეების კისტების დროს, ასევე მუცლისა და მენჯის ღრუს არეში გაურკვეველი ეტიოლოგიის ტკივილისას.

უკუჩვენება:

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია მართალია მცირეინვაზიური, მაგრამ ქირურგიული ჩარევაა, ამდენად ამ პროცედურას გააჩნია უკუჩვენებები. არსებობს აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენება.

ლაპაროსკოპიის ჩატარება კატეგორიულად არ შეიძლება ძლიერი სისხლდენით გამოწვეული ჰემორაგიული შოკის, მუცლის ღრუში შეხორცებების დროს, ასევე უკუჩვენებაა ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მწვავე ფორმა, გარკვეულ პრეპარატებზე ალერგია, დიდი ზომის მიომა, ორსულობა, გავრცელებული პერიოტონიტი.

ლაპაროსკოპია უკუნაჩვენებია მუცლის ძლიერი შებერილობისა და ნაწლავის კოლიკის, საკვერცხეების ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ლაპაროსკოპიული დიაგნოსტიკის უპირატესობა

აღნიშნული მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია ლაპარატომიასთან შედარებით, ანუ ოპერაციული ჩარევა ძალიან დამზოგავია, ინფიცირების რისკი მინიმალურია, სისხლდენაც პრაქტიკულად არ აღინიშნება. ამას გარდა, რადგანაც არ ზიანდება პერიოტონეუმი, პროცედურის შემდეგ არ წარმოიქმნება შეხორცებები. ტკივილის სინდრომიც მინიმალურია. მნიშვნელოვანია კოსმეტიკური ეფექტიც. ლაპარსკოპიის შემდეგ არ რჩება არაესთეტიკური ნაწიბურები და პაციენტიც სწრაფად აღიდგენს ძალებს. ამის შედეგად არ არსებობს მკაცრი წოლითი რეჟიმის დაცვის აუცილებლობა და მცირე თრომბის წარმოქმნის რისკიც.

დაბოლოს, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია დიაგნოსტიკის მაღალი ხარისხის ინფორმაციული მეთოდია, რომელიც ნათელს ჰფენს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, შესაძლებელია დაავადების ეტიოლოგიის დადგენა და თერაპიის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა. ექიმს საშუალება ეძლევა დეტალურად შეისწავლოს ქსოილები.

ლაპაროსკოპიის შემდგომი რეჟიმი:

რადგანაც დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია ნაკლებტრავმული მეთოდია, კუნთებისა და ქსოვილების დაზიანება კი – მინიმალური, პაციენტი მარტივად აღიდგენს ძალებს. პროცედურის ჩატარებიდან მეორე დღეს შესაძლებელია პაციენტის გაწერა კლინიკიდან და მას შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმნიშვნელო შეზღუდვებით. პოცედურიდან რამდენიმე საათში პაციენტს სიარულის საშუალება ეძლევა. ფიზიკური აქტივობა შეხორცებითი პროცესის განვითარებასა და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის შემდეგ მკაცრი დიეტის დაცვის აუცილებლობა არ არის. შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს გაზების წარმოქმნას ნაწლავებში: შავი პური, პარკოსნები, უმი ბოსტნეული, რძე.