/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უმთავრესად არასპეციფიკური გამოვლინებით ხასიათდება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ პაციენტის ჩივილებითა და არსებული კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია დავადგინოთ, კონკრეტულად რომელი დაავადება აქვს პაციენტს. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემადაა აუცილებელი თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა სადიაგნოზო დღეს არსებული მეთოდებია:

  • მიკროსკოპული (ბაქტერიოსკოპული);
  • სეროლოგიური (ემყარება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრას);
  • კულტურალური (ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და უჯრედების კულტურა);
  • მოლეკულურ-ბიოლოგიური (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც ხშირად ინგლისურენოვანი აბრევიატურის მიხედვით მოიხსენიებენ როგორც „პი-სი-არს“).

ქვემოთ შევეცდებით მოკლედ ვისაუბროთ მათ შესახებ.

მიკროსკოპული (ბაქტერიოსკოპული) დიაგნოსტიკა ემყარება შეღებილი ან შეუღებავი პრეპარატების (ნაცხების) შესწავლას სინათლის მიკროსკოპით. ზოგჯერ პრეპარატს ათვალიერებენ ე.წ. „ბნელ ველში“ ან სპეციალური ფაზურ-კონტრასტული მიკროსკოპით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სეროლოგიური გამოკვლევისას სისხლში ან სხვა სეკრეტში განისაზღვრება სპეციფიკური ანტისხეულების არსებობა. ამ კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ანტისხეულების არსებობა შეიძლება უკავშირდებოდეს წარსულში გადატანილ ინფექციას. ორგანიზმის იმუნური სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, ანტისხეულები შეიძლება წარმოიქმნას ანთებითი პროცესის და მისი კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც. ამ და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ.

კულტურალური (ბაქტერიოლოგიური) კვლევა, მსგავსად მიკროსკოპულისა, რიგ შემთხვევებში სადიაგნოზო „ოქროს სტანდარტია“. ის ხშირად ადასტურებს ამა თუ იმ ინფექციის არსებობას. ამავე დროს, შესაძლებელია სამკურნალო საშუალებებისადმი დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა. მეთოდის ნაკლია კვლევის ხანგრძლივობა (კულტივირებას რამდენიმე დღე სჭირდება). გარდა ამისა, ზოგიერთი მიკროორგანიზმის კულტივირება განსაკუთრებით რთულია. მიუხედავად ზემოთქმულისა და უკანასკნელ ათწლეულებში დანერგილი თანამედროვე კვლევებისა, ბაქტერიოლოგიური კვლევის მეთოდი არ კარგავს აქტუალობას.

დიაგნოსტიკის მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი ემყარება ე.წ. კომპლემენტარობის პრინციპს. დნმ ჯაჭვებს აქვს „ურთიერთგამოცნობის“ უნარი. ეს გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა საკვლევი ორგანიზმის გენებში. მოლეკულური დიაგნოსტიკის მრავალფეროვან მოდიფიკაციათაგან კლინიკური თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებულია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რექცია.

ქვემოთ ვისაუბრებთ სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკის პრინციპზე.

გონორეა

ასევე დაგაინტერესებთ
სიფილისი - დიაგნოსტირება, პრევენცია და მკურნალობა

არსებული მონაცემების თანახმად, მამაკაცებში გონორეით დაავადების შემთხვევათა 10-20% უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. გამომწვევის გამოვლენა შესაძლებელია ურეთრის (შარდსადენის) ან საშოს ნაცხის მიკროსკოპიით. ამ დროს ნაცხი იღებება და მიკროსკოპის დახმარებით თვალიერდება. აღსანიშნავია, რომ მიკროსკოპული გამოკვლევის ინფორმაციულობა სხვადასხვა სქესის პირებში განსხვავებულია. მამაკაცებში გონოკოკების გამოვლენის სიხშირე 90-95%-ს აღწევს, ხოლო ქალებში მნიშვნელოვნად დაბალია და 30-40%-ს არ აღემატება. აღნიშნულის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს მიკრობიოლოგიური გამოკვლევა - საკვლევი მასალის დათესვა სპეციალურ ნიადაგზე და ამავე დროს ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა.

მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია - პჯრ). ამ კვლევისას გონორეის გამომწვევის ნეისერიის დნმ შეიძლება აღმოჩნდეს შარდსა და შარდ-სასქესო ორგანოების ლორწოვანის ანაფხეკში. პჯრ კვლევისას მიღებული უარყოფითი შედეგი შემთხვევათა 99,7%-ში გამორიცხავს ინფექციას.

ქლამიდიოზი

სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ქლამიდიოზის უსიმპტომო შემთხვევათა სიხშირე მამაკაცებში - 40-50, ხოლო ქალებში 70-90 პროცენტია.

ჩვეულებრივი ნაცხის ანალიზით ქლამიდია არ ვლინდება. მის გამოსავლენად აუცილებელია ნაცხის შეღებვა სპეციალური მეთოდიკით ან ეგრეთ წოდებული პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდის გამოყენება. არც ერთი მეთოდის მგრძნობელობა მაღალი არ არის და კვლევის შედეგების შეფასება საკმაოდ სუბიექტურია - მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მკვლევარზე.

ქლამიდია არ კულტივირდება საკვებ ნიადაგებზე; ვინაიდან ის უჯრედშიდა პარაზიტია, მისი ზრდა შესაძლოა ცოცხალი უჯრედების სპეციალურ კულტურაზე. ასეთი გამოკვლევა საკმაოდ შრომატევადი და, ამასთან, ძვირად ღირებულია. ამ ფაქტორების გამო ქლამიდიოზის მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა იშვიათად, ძირითადად სამეცნიერო მიზნებით ტარდება.

შარდ-სასქესო სისტემის ქლამიდიოზის სადიაგნოზო არჩევის მეთოდია მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა. პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ემყარება დაავადების გამომწვევის ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციას (გამრავლებას), საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მისი დნმ (გენეტიკური მასალა) მაშინაც კი, როცა ის საკვლევ ბიოლოგიურ სითხეში ძალიან მცირე კონცენტრაციითაა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის ქრონიკული და უსიმპტომო ფორმების დიაგნოზის დასადგენად.

ქლამიდიოზის დროს ტარდება სეროლოგიური კვლევებიც (სისხლის შრატში ქლამიდიის მიმართ სხვადასხვა კლასის ანტისხეულების განსაზღვრა - Ig M, Ig G, Ig A). მათი შედეგების შეფასება რეკომენდებულია სხვა კვლევებთან კომპლექსში, რადგანაც Ig M ანტისხეულების გამომუშავება დასნებოვნებიდან მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ხდება, ხოლო Ig G შეიძლება გამოვლინდეს როგორც ამჟამად არსებული, ასევე წარსულში გადატანილი დაავადების დროს.

მარტივი ჰერპესი

სასქესო ორგანოების ანუ გენიტალურ ჰერპესს იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი 2. გენიტალური ჰერპესი საკმაოდ აშკარა, დამახასიათებელი კლინიკით ვლინდება, რის გამოც ხშირად კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვთ. საჭიროების შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება დიაგნოსტიკის მოლეკულურ-გენეტიკური (პჯრ) და იმუნოლოგიური (სეროლოგიური) მეთოდები.

პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციას მაღალი სადიაგნოზო ღირებულება აქვს. საკვლევი მასალა შეიძლება იყოს ჰერპესისთვის დამახასიათებელი ბუშტუკოვანი გამონაყარის შიგთავსი, შარდი, სისხლი, ზოგჯერ - თავ-ზურგტვინის სითხე.

სეროლოგიური კვლევით შესაძლებელია განისაზღვროს სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების არსებობა.

რატომ არის საჭირო სხვადასხვა ინფექციის კვლევა

როდესაც ადამიანს დაუდგინდება სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი დაავადება, როგორც წესი, იგეგმება კვლევები სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების გამოსავლენად. მაგალითად, გონორეის დიაგნოსტიკის შემთხვევაში შეიძლება დაიგეგმოს კვლევები ქლამიდიოზის, სიფილისის, აივ-ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. ეს სავსებით ბუნებრივია - გადაცემის გზის გათვალისწინებით ერთი დაავადების არსებობისას დიდია სხვა მსგავსი დაავადებების არსებობის შესაძლებლობაც.

როგორია არჩევანი

იბადება ლოგიკური შეკითხვა - რომელი კვლევა უნდა ავირჩიოთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე ეჭვის დროს? როგორც ვხედავთ, კვლევათა ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ხოლო შედეგების ინტერპრეტაციისას მთელი რიგი მონაცემებია მხედველობაში მისაღები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისიწნებით პასუხი ამ შემთხვევაშიც ტრადიციულია - სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე ეჭვისას ჯობს დროულად მივმართოთ ექიმს, სათანადო კვლევის დაგეგმვა სწორედ ექიმის კომპეტენციაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები