რა განსხვავებაა კტ და მრტ კვლევებს შორის? (ვიდეო)
ერთნაირია, მაგრამ სულაც არ არის ასე.
ერთადერთი მსგავსება არის შრეებად სკანირება. განმასხვავებელი კი ძალიან ბევრია.
მოქმედების პრინციპები
ამ კვლევებისთვის განკუთვნილი აპარატები გარეგნულად ერთმანეთის მსგავსია. ეს არის გვირაბი და მაგიდა, რომელიც მასში შედის. მაგრამ ეს აპარატები გამონასახების მისაღებად იყენებენ აბსოლუტურად განსხვავებულ ფიზიკურ მოვლენებს.
კტ-ში მუშაობს რენტგენის სხივები. სკანერი ბრუნავს და ორგანიზმის შესახებ მონაცემებს აფიქსირებს სხვადასხვა კუთხით.
მიღებული ანასახები განზოგადდება, რის შემდეგაც მათ ამუშავებს კომპიუტერული სისტემა.
გამოსასვლეზე მიიღება საკვლევი ზონების ან ორგანოების 3 განზომილებიანი ანასახები .
მრტ-ში კი გამოიყენება უძლიერესი მაგნიტური ველები. სწორედ ის აიძულებს წყალბადის ატომებს მოწესრიგდნენ განსაზღრვული წყობით ადამიანის ორგანიზმში.
თავის მხრივ აპარატი აწვდის მათ ელექტრომაგნიტურ იმპულსებს. ატომები რეზონანსში მოდიან ამ იმპულსებთან და ამ მომენტს ტომოგრაფი აფიქსირებს.
ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს აქვთ სხვადასხვა რაოდენობის ატომები, ამიტომაც აგზავნიან სხვადასხვა სიძლიერის იმპულსებს. კომპიუტერი ამუშავებს სიგანლებს და იძლევა 3 განზომილებიან ანასახებს.
დიაგნოსტიკის რომელი ტიპი არის უმჯობესი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველ მათგანს აქვს პლიუსები და მინუსები.
ზოგჯერ უფრო შედეგიანი არის კტ, ზოგჯერ - მრტ. მაგრამ არის მდგომარეობები, როცა კტ და მრტ უნდა ჩატარდეს შეჯერებულად.
ასე, მაგალითად, მრტ-ზე უკეთ მოჩანს რბილი ქსოვილები, ხოლო კტ-ზე პირიქით - ძვლოვანი ქსოვილები.
მრტ უფრო ინფორმაციულია:
- სიმსივნის სტადიების განსაზღვრისას;
- სიმსივნეებისა და სხვა წარმონაქმნების გამოსავლენად;
- ჰიპოფიზის სურათის მისაღებად;
- მყესების, კუნთების და სხვა სტრუქტურების დათვალიერებისას;
- ინსულტის, გაფანტული სკლეროზის ან
ტვინის ქსოვილის ანთების გამოსავლენად.
კტ ინფორმაციულია:
- ხერხემლის დაავადებების,
- ქალა-ტვინის ტრავმის,
- სახსრებისა და ძვლების პათოლოგიების,
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების,
- სისხლძარღვების ანევრიზმებისა და დაზიანებების გამოსავლენად.
მრტ არ იყენებს რადიაციულ გამოსხივებას, ამიტომ მისი გამოყენება დასაშვებია ორსულებშიც, გამონაკლისია მხოლოდ პირველი ტრიმესტრი.
უკუჩვენება არის მხოლოდ იმათთვის, ვისაც სხეულში აქვთ ლითონის შემცველი იმპლანტები, კარდიოსტიმულატორები და სხვ.
ეს პროცედურები განსხვავდება ხანგრძლივობითაც. კტ შეიძლება გრძელდებოდეს მხოლოდ რამდენიმე წუთი, ხოლო მრტ - 40 წუთამდე.
განსხვავებულია ასევე პროცედურების ფასები.
მრტ უფრო ძვირია.
შესაბამისად შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს სადიაგნოსტიკო კვლევები განსხვავდებიან და არჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.