/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

ანთება ყელში

ანთება ყელში
უეცრად აღმოცენებული ტკივილი ყელში, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე და დიაგნოზიც ნათელია - ყელის ანთება!

  • რატომ ვითარდება ანთება ყელში?

უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას - ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას - ლარინგიტი.

მართალია, ზემოთ აღწერილი სიმპტომები სრულიად განსხვავებული მდგომარეობების დროს შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყელის ანთების მიზეზი ყველაზე ხშირად მაინც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რასაც, ჩვეულებრივ, გაციებას ვუწოდებთ.

ცნობილია, რომ ნუშურა ჯირკვლების ანთება უმეტესად მართლაც ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული და ანტიბიოტიკების გარეშე, სიმპტომური (ტკივილის შემამცირებელი და ტემპერატურის დამაქვეითებელი) საშუალებების მიღების შედეგად, გაჯანსაღებით მთავრდება. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბაქტერიული ანგინა, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

  • რა და რა სახის ტონზილიტი არსებობს?

ტონზილიტი ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ნუშურა ჯირკვლების ანთებას აღნიშნავს. ის დაავადების მიზეზზე არ მიუთითებს. ამისგან განსხვავებით, ტერმინი “სტრეპტოკოკული ფარინგიტი” აღნიშნავს ყელისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით - A ჯგუფის სტრეპტოკოკით. მის დიაგნოზს გარკვეული ლაბორატორიული კვლევების შედეგად სვამენ.

რა იწვევს ყელის ანთებას?

ყელის ანთება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია:

  1. ვირუსული ინფექცია. ყელის ანთებას იწვევს მრავალი ვირუსი, რაც ეგრეთ წოდებული გაციების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ცნობილი ვირუსი (მაგალითად, გრიპის, ყბაყურას, პარაგრიპის, კოქსაკის ვირუსები, მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ასევე შეიძლება იქცეს ყელის ანთების მიზეზად.
  2. ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერია იწვევს სტრეპტოკოკულ ანგინას, პერიტონზილურ აბსცესს (ჩირქგროვა ნუშურა ჯირკვლების ირგვლივ არსებულ არეში), დიფტერიულ ანგინას, ეპიგლოტიტს (ნაქის ანთება), ტონზილიტს. იშვიათად ყელის ანთების მიზეზად გვევლინება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც (გონორეა, ქლამიდიოზი).
  3. ტოქსინები, გამღიზიანებლები. მაგალითად, თამბაქოს კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები (უნებლიე ან განზრახ მიღებისას), ასევე - ცხვირ-ხახაზე სეკრეტის ჩადინება, ალერგია, ხველა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის მჟავა წვენის ამოტყორცნა საყლაპავში), სიმსივნე.
  4. ტრავმა, დაზიანება, უცხო სხეული, მეტისმეტად ხმამაღალი ყვირილი ან ლაპარაკი.

  • როგორ ვლინდება ყელის ანთება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, გაციებული არ ვარ მაგრამ რომელიმე ერთი ნესტო გამუდმებით დახშული მაქვს და ძნელად ვსუნთქავ დიდი ხანია უკვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რა შეიძლება მივიღო?</p>

ყელის ანთების კლინიკური სურათი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია ყელის ტკივილი და დისკომფორტი, რომლებიც უფრო მეტად შემაწუხებელია ყლაპვის ან ლაპარაკის დროს. ზოგიერთი ყელში სიმშრალის შეგრძნებას უჩივის. ვინაიდან ყელის ანთება უმეტესად მაინც ვირუსულ, ზოგჯერ კი ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, მას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  1. ტემპერატურის მომატება, შემცივნება;
  2. გულისრევა, ღებინება;
  3. მოთენთილობის, ტეხის შეგრძნება;
  4. თავის ტკივილი;
  5. ხველა;
  6. ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;
  7. ყურის ტკივილი;
  8. ცემინება;
  9. სისუსტე;
  10. უმადობა;
  11. ხახისა და ნუშურა ჯირკვლების სიწითლე და შეშუპება;
  12. ნუშურა ჯირკვლების არეში თეთრი ნადების არსებობა;
  13. კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;
  14. ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა.

მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტისა და ვირუსული ანგინის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც სტრეპტოკოკული ფარინგიტის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ესენია გადიდებული, შეშუპებული წითელი ნუშურა ჯირკვლები მოთეთრო ნადებით, ტემპერატურის მომატება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება მაშინ, როდესაც არ შეინიშნება გაციებისთვის ტიპობრივი სიმპტომები - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება ყოველთვის არ არის თვალში საცემი და დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ხახიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.

კომენტარები (9)
ირალლი
ყელის ანთების რა წამალია ეფექტური
თარიღი : 09-06-2023
ნათია
ექიმებმა.დამისვეს დიაგნოზი,ყელის უკანა კედლის ანთება ანუ ფარინგიტი,ძალიან ცუდ დღეში ვარ ვერაფელი მოვუხერხე,მაქვს ყელის სიმშრალე ,ღებინება ხმაც მეხრინწება ეხლა ტკივილებიც დამეწყო,ოქნებ მირჩიოთ რამე,ძალიან მიჭირს
თარიღი : 23-09-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ანთება ყელში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანთება ყელში

  • რატომ ვითარდება ანთება ყელში?

უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას - ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას - ლარინგიტი.

მართალია, ზემოთ აღწერილი სიმპტომები სრულიად განსხვავებული მდგომარეობების დროს შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყელის ანთების მიზეზი ყველაზე ხშირად მაინც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რასაც, ჩვეულებრივ, გაციებას ვუწოდებთ.

ცნობილია, რომ ნუშურა ჯირკვლების ანთება უმეტესად მართლაც ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული და ანტიბიოტიკების გარეშე, სიმპტომური (ტკივილის შემამცირებელი და ტემპერატურის დამაქვეითებელი) საშუალებების მიღების შედეგად, გაჯანსაღებით მთავრდება. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბაქტერიული ანგინა, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

  • რა და რა სახის ტონზილიტი არსებობს?

ტონზილიტი ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ნუშურა ჯირკვლების ანთებას აღნიშნავს. ის დაავადების მიზეზზე არ მიუთითებს. ამისგან განსხვავებით, ტერმინი “სტრეპტოკოკული ფარინგიტი” აღნიშნავს ყელისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით - A ჯგუფის სტრეპტოკოკით. მის დიაგნოზს გარკვეული ლაბორატორიული კვლევების შედეგად სვამენ.

რა იწვევს ყელის ანთებას?

ყელის ანთება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია:

  1. ვირუსული ინფექცია. ყელის ანთებას იწვევს მრავალი ვირუსი, რაც ეგრეთ წოდებული გაციების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ცნობილი ვირუსი (მაგალითად, გრიპის, ყბაყურას, პარაგრიპის, კოქსაკის ვირუსები, მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ასევე შეიძლება იქცეს ყელის ანთების მიზეზად.
  2. ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერია იწვევს სტრეპტოკოკულ ანგინას, პერიტონზილურ აბსცესს (ჩირქგროვა ნუშურა ჯირკვლების ირგვლივ არსებულ არეში), დიფტერიულ ანგინას, ეპიგლოტიტს (ნაქის ანთება), ტონზილიტს. იშვიათად ყელის ანთების მიზეზად გვევლინება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც (გონორეა, ქლამიდიოზი).
  3. ტოქსინები, გამღიზიანებლები. მაგალითად, თამბაქოს კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები (უნებლიე ან განზრახ მიღებისას), ასევე - ცხვირ-ხახაზე სეკრეტის ჩადინება, ალერგია, ხველა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის მჟავა წვენის ამოტყორცნა საყლაპავში), სიმსივნე.
  4. ტრავმა, დაზიანება, უცხო სხეული, მეტისმეტად ხმამაღალი ყვირილი ან ლაპარაკი.

  • როგორ ვლინდება ყელის ანთება

ყელის ანთების კლინიკური სურათი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია ყელის ტკივილი და დისკომფორტი, რომლებიც უფრო მეტად შემაწუხებელია ყლაპვის ან ლაპარაკის დროს. ზოგიერთი ყელში სიმშრალის შეგრძნებას უჩივის. ვინაიდან ყელის ანთება უმეტესად მაინც ვირუსულ, ზოგჯერ კი ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, მას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  1. ტემპერატურის მომატება, შემცივნება;
  2. გულისრევა, ღებინება;
  3. მოთენთილობის, ტეხის შეგრძნება;
  4. თავის ტკივილი;
  5. ხველა;
  6. ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;
  7. ყურის ტკივილი;
  8. ცემინება;
  9. სისუსტე;
  10. უმადობა;
  11. ხახისა და ნუშურა ჯირკვლების სიწითლე და შეშუპება;
  12. ნუშურა ჯირკვლების არეში თეთრი ნადების არსებობა;
  13. კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;
  14. ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა.

მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტისა და ვირუსული ანგინის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც სტრეპტოკოკული ფარინგიტის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ესენია გადიდებული, შეშუპებული წითელი ნუშურა ჯირკვლები მოთეთრო ნადებით, ტემპერატურის მომატება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება მაშინ, როდესაც არ შეინიშნება გაციებისთვის ტიპობრივი სიმპტომები - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება ყოველთვის არ არის თვალში საცემი და დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ხახიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.


  • გადამდებია თუ არა ყელის ანთება?

ამ კითხვაზე პასუხი ანთების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ვირუსული ინფექციით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ანთება შეიძლება გადამდები იყოს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ მისი გავრცელება. ის გადაედება ნერწყვის, ცხვირიდან გამოყოფილი სეკრეტის ან დაბინძურებული საგნების (მაგალითად, ჭიქის) მეშვეობით. ამის გათვალისწინებით, ყელის ანთების თავიდან აცილების გზებია:

  1. ხელების ხშირი ბანა;
  2. ცხვირ-პირის დაფარვა ხველისა და ცემინებისას;
  3. ჭურჭლის კარგად რეცხვა.

  • როდის მივმართოთ ექიმს

სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი აუცილებელია:

  1. მძიმედ მიმდინარე ანგინის;
  2. ყლაპვის გაძნელების გამო ნერწყვდენის;
  3. ყლაპვის შეუძლებლობის;
  4. პირის გაღების გაძნელების;
  5. სუნთქვის გაძნელების;
  6. კისრის ძლიერი ტკივილის ან კისრის არის რიგიდულობის;
  7. კისრის შეშუპების ან სიწითლოს;
  8. სისხლდენის ან ნერწყვსა და ნახველში სისხლის მინარევის;
  9. ტემპერატურის 38.30C-ზე მეტად მომატების დროს.

  • რას ემყარება დიაგნოზი

ტონზილიტის, ფარინგიტის ან ლარინგიტის დიაგნოსტიკის მიზნით ექიმი დეტალურად ეცნობა პაციენტის ისტორიას. თუ დაიბადა ეჭვი სტრეპტოკოკული ფარინგიტის არსებობის შესახებ, ტარდება სწრაფი ტესტი და სათანადო ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. შესაძლოა საჭირო გახდეს ოტორინოლარინგოლოგის (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) კონსულტაცია, დამატებითი კვლევები აბსცესის, ტრავმის ან სიმსივნის გამოსავლენად.

ექიმთან მისვლამდე

ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება ვცადოთ:

  • ყელში მარილიანი წყლის გამოვლება - 1 ჩაის კოვზი მარილი 240 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალზე;
  • თბილი სასმელები - უკოფეინო ჩაი, თაფლიანი წყალი, თბილი ბულიონი (რასაკვირველია, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით);
  • ბინაში ჰაერის დატენიანება;
  • მნიშვნელოვანია სითხის მიღება, მოსვენება.

გარდა ამისა, არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღებაც შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. ასეთია, მაგალითად, პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი), რომელიც ამცირებს ტემპერატურას, ტკივილს. რაც შეეხება ასპირინს, ბოლო ხანს მისი მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, რადგან მას მძიმე გვერდითი ეფექტები ახასიათებს. განსაკუთრებით ეხება ეს ბავშვებსა და მოზარდებს. ზოგჯერ საკმაოდ ეფექტურია საწუწნი ტაბლეტები ან ადგილობრივად შესასხურებელი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

  • აუცილებელია თუ არა ანტბიოტიკების მიღება?

ანტიბიოტიკების მიღების აუცილებლობა ანთების მიზეზზეა დამოკიდებული. თუ ფარინგიტი ან ტონზილიტი გამოწვეულია სტრეპტოკოკით, ანტიბიოტიკების დანიშვნა აუცილებელია. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ხშირად მდგომარეობა რამდენიმე დღეში უმჯობესდება, თუმცა სტრეპტოკოკული ფარინგიტის დროს აუცილებელია მედიკამენტების მიღება მკურნალობის სრული კურსის დასრულების მიზნით.

თუ ყელის ანთება დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან, ანტიბიოტიკების მიღება არ არის რეკომენდებული - ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს. ვირუსულ ინფექციას ორგანიზმი საკუთარი ძალებით უნდა შეებრძოლოს.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან ყელის ანთება

ტონზილიტი და ფარინგიტი, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსულ ან ბაქტერიულ ინფექციასთან, შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ:

  1. თავს ვარიდებთ კონტაქტს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფეციებით ან სტრეპტოკოკული ანგინით დაავადებულ პირებთან;
  2. დავიცავთ პირად ჰიგიენას - ხელების ხშირი დაბანა ამცირებს ინფექციის გავრცელების შანსს;
  3. თუ ოჯახში ვინმე ავადაა, გამოვუყოფთ პერსონალურ ჭურჭელს, ვურჩევთ, დაიფაროს პირის ღრუ ხველისა და ცემინებისას, ხშირად დაიბანოს ხელები;
  4. არ შევეხებით იმ ზედაპირებს, რომლებზეც შეიძლება ინფექციის გამომწვევები იყოს - კომპიუტერს, კარის სახელურს, ტელეფონს, პირსახოცს, რომელსაც ავადმყოფი ეხება;
  5. თუ დანიშნულია ანტიბიოტიკი, ბოლომდე მივიყვანთ მკურნალობას, რათა შემცირდეს გამომწვევი მიკრობის გავრცელების შანსი.
  6. გარკვეული ღონისძიებებით შესაძლებელია ფარინგიტის იშვიათი ფორმების თავიდან აცილებაც. მაგალითად, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, ალერგიის, ხველის სათანადო მკურნალობით. აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებებაც. შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ მავნე გამონაბოლქვს, დაბინძურებულ ჰაერს.