ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკა

ამას გარდა, ყურები, ყელი, ცხვირი მჭიდროდაა დაკავშირებული ლიმფურ კვანძებთან, ხორხთან და ტრაქეასთან, რომლებზედაც ყელ-ყურ ცხვირის ორგანოების ანთებისას შესაძლებელია გავრცელდეს დაავადება და პირიქით. ამიტომ ჩივილებისას საჭიროა ექიმთან დროულად მიმართვა, სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

როდის უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს

დაავადებათა შორის ლიდერია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, ეს პრობლემა აწუხებს მოსახლეობის ნახევარს, განსაკუთრებით – გარდამავალ სეზონზე, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისას. პაციენტებს აღენიშნებათ სრულიად სხვადასხვა სიმპტომი:

  • ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ნუშურების გადიდება;
  • თავის ტკივილი, მათ შორის – ცხვირის ღრუს მიდამოში;
  • ცხვირის გაჭედილობა ან ჭარბი გამონადენი ცხვირიდან;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, ყურების ტივილი.

რინიტი

ყველაზე ხშირად პაციენტებს აქვთ ბანალური სურდო, როდესაც პათოგენური მიკროორგანიზმებით ზიანდება ცხვირის ლორწოვანი გარსი. ცხვირისა და მისი დანამატების ეპითელიუმის უჯრედებს ვირუსებისა და ბაქტერიების მიზიდვის უნარი აქვს, ამიტომაც ვითარდება რინიტი ასე ხშირად.

სინუსიტი

ეს არის ცხვირის ღრუდან ინფექციური პროცესის გავრცელებით გამოწვეული ცხვირის ღრუების ანთება. სინუსები ამოფენილია ცხვირის ღრუს მსგავსი ეპითელიუმით, მაგრამ ანატომიური თავისებურებების გამო ადამიანის ორგანიზმისთვის პოტენციურად საშიშია ამ მიდამოში მიკრობების დაგროვება (მენინგიტი, სეფსისი). სინუსიტის ძირითადი სიმპტომია თავის ტკივილი, ცხვირის სიმშრალე და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები.

ოტიტი

ინფექციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ოტიტი – ყურის სხვადასხვა ნაწილში მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი. ყველაზე ხშირად ზარალდება შუა განყოფილება. ის აქტიურად რეაგირებს გრიპის ვირუსზე, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციაზე.

დაავადების დასაწყისი ყოველთვის მწვავეა (ზოგჯერ დუნედ მიმდინარე, რინიტის ფონზე), ტემპერატურის მომატებით. თუ დროულად არ დაიწყო მკურნალობა, კატარული ოტიტი შესაძლოა ჩირქოვანში ტრანსფორმირდეს, დაფის აპკის შესაძლო პერფორაციითა და სიყრუის განვითარებით.

ევსტაქიიტი

სასმენი მილის ანთება ხშირად ვითარდება, მაგრამ დაავადების დასაწყისში მისი დიაგნოსტირება იშვიათია. დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანს აწუხებს სმენის დაქვეითება, რის მიზეზადაც გოგირდის საცობს მიიჩნევენ.

ყურადღება განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ისეთ სიმპტომზე, როგორიცაა ყურში წყლის ან ექოს (აუტოფონია) შეგრძნება.

ცხვირიდან სისხლდენა

უნდა დიფერენცირდეს ცხვირიდან სისხლდენა, რომლის დროსაც ზიანდება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი და სისხლდენა, რომელიც ვითარდება სინუსების, ცხვირ-ხახის, ცხვირის სავალი გზების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების მდგომარეობის გამო. სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატებამ, ცხვირის ღრუსა და სინუსებში ახალწარმონაქმნმა და სახის ტრავმამ.

ტონზილიტი

ნუშურა ჯირკვლების ანთება – სერიოზული დაავადებაა. ნუშურების ზომა ყოველთვის არ განსაზღვრავს ქრონიკულ ტონზილიტს. დიდი ნუშურები შეიძლება იყოს ადამიანის ანატომიური თავისებურება, მაგრამ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანიც.

დიაგნოსტიკა

ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებათა დიაგნოსტიკა ინდივიდუალურია: საყურადღებოა პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. საჭიროა:

პაციენტის გასინჯვა, ანამნეზის შეკრება:

  • აუდიომეტრია;
  • გარეთა სასმენი შესავალის დათვალიერება;
  • მიკროოტოსკოპია;
  • ყნოსვის სიმახვილის განსაზღვრა;
  • ცხვირის ღრუების გამოკვლევა.

დიაგნოსტიკური ტესტირება:

  • აკუსტიკური რინომეტრია, რინომანომეტრია;
  • ცხვირ-ხახის, ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდები, ლორწოვანის ბიოფსია.

ყელ-ყურ-ცხვირის ალერგიული, ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა:

  • ულტრასონოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ხვრინვის, ძილის დარღვევის დიაგნოსტიკა.

ლაბორატორიული დაიგნოსტიკა:

  • ნაცხის ბაქტერიოლოგიური დათესვა საკვებ გარემოში დაავადების გამომწვევის გამოსავლენად, ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ მისი მგრძნობელობის დადგენა, მკურნალობის შედეგების კონტროლი;
  • ბიოლოგიური მასალის მიკროსკოპია;
  • სისხლის, შარდის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც ადრე გადატანილი დაავადებების განსაზღვრაში, ასევე დაავადების თერაპიის ეფექტრობის შეფასებაში გვეხმარება.