/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტოქსიკოლოგია

მორიელის ნაკბენი

მორიელის ნაკბენი
მორიელი უხერხემლოთა რიგის ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელია და ობობებსა და ტკიპებს ენათესავება. უმთავრესად თბილ ქვეყნებში ბინადრობს, თუმცა მათ ყველგან

შეხვდებით გრენლანდიის, ანტარქტიკისა და ახალი ზელანდიის გარდა.

მორიელის 500-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ყველაზე დიდი მორიელი, იმპერატორი, რომელიც გვინეაშია გავრცელებული, სიგრძით 180 მმ-ს აღწევს, ყველაზე პატარას სიგრძე კი 13 მმ-ია. შეფერილობა ღია ყავისფერიდან შავამდე მერყეობს.

  • სხეული

მორიელის სხეულის ძირითადი ნაწილი თავი და მკერდია. მუცელი დანაწევრებულია და ებმის ასევე დანაწევრებულ კუდს, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია, მთელი სხეულის გასწვრივ მოიკეცოს. კუდის ბოლოზე მდებარეობს შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც მორიელი თავდაცვისა და თავდასხმის დროს იყენებს.

  • სად იმალება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მორიელი მთელი დღე ფოთლებქვეშ ან ქვის ნაპრალებში იმალება, ღამით კი ნადირობს. ეს იმიტომ, რომ მისი მთავარი მსხვერპლი, ტარაკანა და ჭრიჭინა, ღამის ცხოვრებას ეწევიან.

დღისით მორიელი შესაძლოა ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში დაიმალოს და ადამიანი სასიკვდილოდ დაკბინოს.

  • შხამი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, გოგონას გაუტყდა თერმომეტრი, მიიღო მცირედი ჭრილობა. იმყოფებოდა კლინიკაში, არაფერი ჩაუტარეს. მას შემდეგ აქვს გულისრევის შეგეძნება. შეიძლება ვერცხლისწყალი იყოს და მისი ინტოქსიკაცია? რა უნდა გააკეთოს სახლის პირობებში? ასაკი 23</p>

არსებობს მორიელის ორი ტიპის შხამი.

პირველი ადამბლავებს და კლავს უხერხემლო ცხოველებს, ადამიანს კი არავითარ საფრთხეს არ უქადის, თუმცა ასეთი მორიელის ნაკბენი მეტად მტკივნეულია.

ასევე დაგაინტერესებთ
მორიელის შხამისგან მიღებულ ნივთიერება ართრიტიან პაციენტებს დაეხმარება
მორიელის შხამის კეთილისმყოფელი მოქმედება

მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი ადამბლავებს გულის ნერვებსა და გულმკერდის კუნთებს, 7 წუთში კლავს ძაღლს და რამდენიმე საათში - ადამიანს. ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. ასეთი ტიპის შხამი რამდენიმე სახეობის მორიელს აქვს. საბედნიეროდ, ისინი საქართველოში არ ბინადრობენ. საზოგადოდ, მორიელის შხამით სიკვდილის შემთხვევა საქართველოში აღწერილი არ არის.

თუ შხამიანი მორიელის მსხვერპლს დროულად გაუკეთდა შხამსა-წინააღმდეგო შრატი, გადარჩენის შანსი იზრდება.

  • მორიელის ნაკბენი

მორიელის ნაკბენი იწვევს მწვავე ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ნერვული ღეროს გასწვრივ ვრცელდება. ნაკბენი შეწითლებული და შეშუპებულია. ზოგჯერ ნაკბენის მიდამოში ჩნდება სეროზულ-სისხლიანი ბუშტუკები. ადგილობრივი სუსტი რეაქციის შემთხვევაში ზოგადი ინტოქსიკაცია შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს და პირიქით.

ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები განსაკუთრებით მკვეთრად აქვთ გამოხატული სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.

ეს ნიშნებია:

  1. საერთო სისუსტე;
  2. თავის ტკივილი;
  3. შემცივნება;
  4. ტკივილი გულის არეში;
  5. ქოშინი;
  6. გულის ფრიალი;
  7. ძილად მივარდნა;
  8. კიდურების კანკალი;
  9. ოფლიანობა;
  10. ნერწყვისა და ცრემლის დენა;
  11. ცხვირიდან ლორწოს უხვი გამოყოფა;
  12. ზოგჯერ - ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, ტაქიკარდია და წნევის მატება, რომელიც ბრადიკარდიითა და ჰიპოტონიით იცვლება; შესაძლოა, მცირე ხნით ტემპერატურამაც მოიმატოს.

ინტოქსიკაცია კბენიდან 2-3 საათის შემდეგ ვლინდება და 24-36 საათს გრძელდება. ნაკბენის მიდამოში შეჰყავთ 1%-იანი ნოვოკაინის ხსნარი და ადებენ თბილ, ცხიმიან ნახვევს, რომელიც ტკივილს ამცირებს. ინტოქსიკაციას ამცირებს ატროპინის (0,1%-იან 0,5-1 მლ) და ერგოტამინის ერთდროული (და არა ცალ-ცალკე) შეყვანა კანქვეშ. ჩვენში სპეციფიკური შრატის გამოყენებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

კომენტარები (8)
Giorgi
Morielis nakmeni tu tovebs raimes
თარიღი : 22-03-2022
როინ
მე ვიცი რო მორიელი უნდა ჩააგდო ზეთში და როცა გიკბენს ის წაისვა ეს რამდენად გამართლებულია
თარიღი : 14-06-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მორიელის ნაკბენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები