მხედველობის ლაზერული კორექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხედველობის ლაზერული კორექცია

უსაფრთხოების მაღალმა დონემ და თანამედროვე ექსიმერლაზერულმა დანადგარებმა მხედველობის კორექციის პროცედურა გაამარტივა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ცხადია, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც ყველა სხვა მეთოდს, ლაზერულ კორექციასაც აქვს განსაზღვრული შეზღუდვები, ამიტომ პროცედურამდე აუცილებელია მხედველობის სისტემის სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რომლის შედეგადაც ავლენენ რეფრაქციის დარღვევებს, სვამენ ზუსტ დიაგნოზს და უკუჩვენებათა არარსებობაშიც რწმუნდებიან.

მხედველობის ექსიმერლაზერული კორექციის უპირატესობები

1. უსაფრთხოება და სანდოობა

მხედველობის პირველი ლაზერული კორექცია 1985 წელს ჩატარდა, ამიტომ ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება საუბარი მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე და არა მარტო ახლო, არამედ შორეულ შედეგებზეც კი.

2. გამოყენების ფართო სპექტრი

უკუჩვენებათა არარსებობის შემთხვევაში ლაზერით კორექციას უწევენ ახლომხედველობას (-15,0 D-მდე), შორსმხედველობას (+6,0 D-მდე) და ნებისმიერი ხარისხის ასტიგმატიზმს. მხედველობის ლაზერულ კორექციას ასაკობრივი შეზღუდვები არ გააჩნია.

3. სისწრაფე

მხედველობის ლაზერული კორექცია სულ 10-15 წუთს გრძელდება, ხოლო თავად ლაზერის ზემოქმედების ხანგრძლივობა არ აღემატება 30-40 წამს.

4. უმტკივნეულო და ამბულატორიული პროცედურა

ადგილობრივი წვეთოვანი ანესთეზია ადვილად გადააქვს ყველა ასაკის პაციენტს. პროცედურა ჰოსპიტალიზაციის გარეშე ტარდება, “ერთი დღის” რეჟიმში. საავადმყოფოში დაწოლა სავალდებულო არ არის. ოპერაციიდან ორიოდე საათის შემდეგ პაციენტი უკეთესად ხედავს. მხედველობა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურდება.

სადღეისოდ გავრცელებულია მხედველობის ექსიმერლაზერული კორექციის რამდენიმე მეთოდი: ფრკ - ფოტორეფრაქციული კერატექტომია. ლასიკი - ლაზერული კერატომილეზი. ლასეკი - ლაზერული ეპითელიალური კერატომილეზი. ეპი-ლასიკი - ეპითელიალური ლასიკი. სუპერ-ლასიკი - ინდივიდუალიზებული ლაზერული კორექცია. ფემტო-ლასიკი - მხედველობის ლაზერული კორექციის ახალი მეთოდი. ამ დროს რქოვანას აშრევება ხდება არა მექანიკურად, არამედ ლაზერის დახმარებით ანუ უკონტაქტოდ. მხედველობის ლაზერული კორექცია მხოლოდ მაშინაა ეფექტური და საიმედო, როცა ჩვენებისამებრ სრულდება.


ექსიმერლაზერული კორექციის უკუჩვენებები

სადღეისოდ უკუჩვენებებად მიიჩნევა:

  • ორსულობა.
  • ახალშობილის ძუძუთი კვება.
  • შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა.
  • კატარაქტა.
  • გლაუკომა.
  • ირიდოციკლიტი.
  • პროგრესირებადი მიოპია.
  • ადრე გადატანილი ოპერაცია ბადურას აშრევების გამო.
  • რქოვანას დისტროფია ან დეგენერაცია.
  • თვალის ფსკერის ცვლილებები.
  • მხედველობის სისტემის ანთებითი დაავადებები.
  • ზოგადი დაავადებები (ენდოკრინული და სისტემური).

გახსოვდეთ: მხედველობის ლაზერული კორექციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა შეიძლება მიიღოს სრული გამოკვლევის შემდეგ.

რისკები და გართულებები

მხედველობის ლაზერულ კორექციას ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული გვერდითი ეფექტები მოჰყვეს. მეცნიერებს დღემდე არ დაუდგენიათ ის ფაქტორები, რომელთა თანხლებისას მიკროქირურგიული ჩარევის შემდეგ შესაძლოა დროებითი ან მუდმივი დაავადება ჩამოყალიბდეს. ყველაზე ხშირად პაციენტები შემდეგ რისკებსა და გართულებებს ეჯახებიან:

  • თვალების სიმშრალეს.
  • პტოზს - ზედა ქუთუთოს დაშვებას.
  • ბინდში საგნების მკაფიოდ გარჩევის შეუძლებლობას.
  • კაშკაშა სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობას.
  • მხედველობის გაორებას, თავბრუს, მკვეთრ განსხვავებას მარჯვენა და მარცხენა თვალში სინათლის გარდატეხის შესაძლებლობას შორის.
  • განმეორებითი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ან მხედველობის კორექციას სათვალის ან კონტაქტური ლინზების დამხარებით.
  • ბროლის შემღვრევას, რომელსაც მხედველობის დაქვეითება მოსდევს.
  • რქოვანაზე ზედაპირული ნაწიბურების წარმოქმნას.
  • ჰერპესის ვირუსის აქტივაციას.
  • კერატექტაზიას - თვალის რქოვანას გამობერვას ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების ადგილას, რასაც მხედველობის სიმახვილის რყევა მოსდევს.
  • რქოვანაზე ინფექციის მოხვედრას.

როგორ მოვემზადოთ ოპერაციისთვის

ოპერაციამდე ექიმი გამოგიწერთ აუცილებელ ანალიზებს, მათ შორის - სისხლის ანალიზს სიფილისზე, შიდსზე, B და ჩ ჰეპატიტებზე (ადრიანად გაკეთებული ანალიზების შედეგები არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი ხნის). თქვენი ყურადღება კიდევ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ: ოპერაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე რეკომენდებულია უარი თქვათ კონტაქტური ლინზების გამოყენებაზე. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა კონტაქტურ ლინზებზე უფრო მეტი ხნით (6 თვითა და მეტით) ადრეც მოგიწიოთ უარის თქმა.

როგორ მოვიქცეთ ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა გართულებების გარეშე და უმოკლეს ხანში რომ ჩაიაროს, მისდიეთ სპეციალისტების რჩევებს:

  • არ მოისრისოთ და ხელით არ დააწვეთ ნაოპერაციებ თვალს.
  • შხაპისა თუ აბაზანის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი და საპნის ქაფი თვალში არ ჩაგივიდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად მიიფარეთ თვალზე სტერილური ბინტის ნაჭერი ან დაიკარით ლეიკოპლასტირი. შხაპის შემდეგ სასურველია მადენზიფიცირებელი თვალის წვეთების ჩაწვეთება.
  • ქუჩაში გაიკეთეთ მზის სათვალე.
  • ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში ეცადეთ, ნაოპერაციები თვალი არიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას: საუნას, აბანოს, საცურაო აუზს, სოლარიუმს.
  • ნუ ასწევთ მძიმე ტვირთს.
  • სამი თვის განმავლობაში თავი არიდეთ ფიზიკურ შრომას, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც თავის მკვეთრ აწევა-დაწევას მოითხოვს.
  • რამის ასაწევად არ დაიხაროთ, ჩაჯექით.
  • თვალის კოსმეტიკა გამოიყენეთ ოპერაციიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ.
  • ნუ მიუჯდებით საჭეს, სანამ თვალი ბოლომდე არ შეხორცდება.
  • დროთა განმავლობაში ექიმთან შეთანხმებით შეიძლება დაიწყოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, ცურვა, სირბილი და სხვა (ოღონდ უნდა გამოირიცხოს სირბილი მოკლე დისტანციებზე, წყალში ხტომა, ჯირითი, სიმძიმეების აწევა და კრივი).
  • ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა ერიდოთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, კითხვასთან. მოგვიანებით შეიძლება მხედველობის დატვირთვა არანაკლებ 40 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად და არა უმეტეს 6 საათისა დღეში.
  • დაბოლოს, შედეგიანი მკურნალობის საფუძველია წვეთების რეგულარული ჩაწვეთება მკურნალი ექიმის მიერ შედგენილი სქემით.

ჯანმრთელობას გისურვებთ.