/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

დემოდეკოზური ბლეფარიტი

დემოდეკოზური ბლეფარიტი
ბლეფარიტი, საზოგადოდ, ქუთუთოების ანთებაა.

უფრო კონკრეტულად, ეს ცნება აერთიანებს ქუთუთოთა კიდეების ქრონიკული ანთებით მიმდინარე თვალის დაავადებებს, რომლებიც საკმაოდ რთულად ემორჩილება მკურნალობას.

ბლეფარიტის რამდენიმე სახეობა არსებობს: დემოდეკოზური, ალერგიული, წყლულოვანი და სხვა.

დემოდეკოზური ბლეფარიტის კლინიკურ თავისებურებებზე, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის, „რონიკოს“ ოფთალმოლოგიური ცენტრის ექიმი-ოფთალმოლოგი, ლელა გოგია. ქალბატონი ლელა დიდი პროფესიონალიზმითა და გულის­ხმიერებით გამორჩეული სპეციალისტია. თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულების გამო ის პაციენტებს განსაკუთრებულად უყვართ და ემადლიერებიან.

– ქალბატონო ლელა, რა დაავადებაა დემოდეკოზური ბლეფარიტი და რა იწვევს მას?

– დემოდეკოზური ბლეფარიტი არის ქუთუთოების ქრონიკული, ხანგრძლივად მიმდინარე პარაზიტული დაავადება, რომლის გამომწვევია ტკიპა Demodex. ეს უკანასკნელი ადამიანის ორგანიზმზე 170 წლის წინ აღმოაჩინეს. არსებობს ამ ტკიპის 65-მდე სახეობა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გვხვდება ადამიანის ორგანიზმში: Demodex folliculorum და Demodex brevis. დემოდეკოზი გვხვდება ცხოველებს შორისაც, თუმცა მათთვის სხვა სახეობაა დამახასიათებელი, გადადება ცხოველიდან ადამიანზე ძალზე იშვიათია, ამიტომ დემოდეკოზი არ მიეკუთვნება ზოონოზურ დაავადებებს. ბერძნულად Demo – ცხიმს ნიშნავს, ხოლო Dex – ჭიას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

– რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ქუთუთოებში?

– Demodex პირობით პათოგენური ორგანიზმია, ის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ქუთუთოების ნორმალური ფლორის შემადგენელი ნაწილია, თუმცა როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება და ბიოცენოზი ირღვევა, ტკიპა აქტიურად მრავლდება და დაავადების მანიფესტაციაც იწყება.

Demodex ფოლლიცულორუმ, რომელიც ბინადრობს წამწამის ფოლიკულში, იკვებება ეპითელური უჯრედებით, ის იწვევს ლოკალურ მექანიკურ დაზიანებას შემდგომი ეპითელური ჰიპერპლაზიითა და ჰიპერკერატინიზაციით; დებს კვერცხებს წამწამის ძირში, რითაც ახდენს ფოლიკულების შეშუპებას და წამწამების არასწორ ზრდას უწყობს ხელს. გამოყოფილი ცხოველმყოფელობის პროდუქტები კი, ტოქსიკური და ალერგიული ზემოქმედების გამო, ქუთუთოების გაღიზიანებას იწვევს. მკვდარი ტკიპების გახრწნა იქვე ფოლიკულებში ხდება, ამ დროს გამოთავისუფლდება მათ ზედაპირზე მობინადრე სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, Bacillus oleronius, რაც მიკრობული ბლეფარიტის და როზაცეას დაწყების მიზეზი ხდება.

Demodex brevis ბინადრობს ქუთუთოს ცხიმოვან (მეიბომის) ჯირკვლებში, იწვევს მათი სადინარების მექანიკურ დახშობას, შედეგად კი – მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციას, მრავლობით და მორეციდივე ქალაზიონებს.

– რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება და როგორ ახდენთ მის დიაგნოსტიკას?

– დემოდეკოზური ბლეფარიტის სიმპტომები თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა ბლეფარიტებისა. ესენია: ქუთუთოს კიდეების შესივება, გაწითლება, ქერცლები წამწამების ძირში, ტრიქიაზი (წამწამის არასწორი ზრდა), მადაროზი (წამწამების არარსებობა), უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ქავილი, წვა, ცრემლდენა, მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია, ხშირი ჯიბლიბო და ქალაზიონი... მსგავსი ჩივილები შეიძლება იყოს თვალის ზედაპირის სხვა დაავადებების დროსაც, ამიტომ დემოდეკოზის დიაგნოსტირებისთვის, ანამნეზის შეკრებისა და ბიომიკროსკოპიის გარდა, აუცილებელია წამწამის მიკროსკოპული კვლევა. ამ დროს ხდება 4-4 წამწამის ამოღება თითო ქუთუთოდან და მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება.

– არსებობს ადამიანთა რისკჯგუფები, რომელთა შორის უფრო ხშირად ვრცელდება დემოდეკოზი?

– რა თქმა უნდა, არსებობს. დავიწყოთ ასაკობრივი ჯგუფებით. დაახლოებით ბავშვების მესამედი, მოზრდილთა ნახევარი და ასაკოვანთა 80-90% დემოდექსის მატარებელია. დაავადების სიხშირეც ასაკობრივ ჯგუფებში შესაბამისია. რადგან დემოდეკოზის კლინიკური გამოვლენა იმუნიტეტის დაქვეითებას უკავშირდება, ამიტომ რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესორებს, იტარებენ ქიმიოთერაპიას, HIV/AIDS დაავადებული პაციენტები. სტრესი, ავიტამინოზი, ქრონიკული დაავადებები, ცუდი ეკოგარემო ასევე ხელშემწყობი პირობებია.

– როგორ მკურნალობთ ამ დაავადებას?

– დემოდეკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია ტკიპის ცხოველმყოფელობის ციკლით და დაახლოებით 45 დღეს მოიცავს. თუმცა კურსი შეიძლება გაგრძელდეს მდგომარეობის მიხედვით. დაავადება გადაეცემა კონტაქტური გზით, უფრო ხშირია აუტოინფექცია, ამიტომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა (ბალიშისპირის, პირსახოცის ხშირი ცვლა და დაუთოება, სპეციალური საპნის გამოყენება სახის დასაბანად). არ არის რეკომენდებული კოსმეტიკის გამოყენება, საუნით სარგებლობა, ალკოჰოლის, ცხარე საკვების მიღება. დემოდეკოზის მკურნალობა უნდა მოხდეს ოფთალმოლოგის მეთვალყურეობით. მკურნალობა იწყება ქუთუთოს კიდის სანაციით – ქერცლების მოშორებით. მიკრობლეფაროექსფოლაცია გულისხმობს ქუთუთოს კიდიდან ბიოლოგიური აპკის მოხსნას სპეციალური აპარატით, რომელსაც აქვს მაღალი სიჩქარით მბრუნავი ერთჯერადი თავაკი. გასუფთავებული ქუთუთოს კიდის დასამუშავებლად გამოიყენება ჩაის ხის ზეთი. ის ახდენს აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბირებას, რაც გვაძლევს აკარიციდულ ეფექტს. მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებთან ჩაის ხის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი, ალერგიული რეაქციები, ამიტომ არ შეიძლება თვითნებურად მისი გამოყენება. მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციის დროს უნდა მოხდეს ამ ჯირკვლების შიგთავსის დრენირება. დრენირება შესაძლებელია მექანიკურად და IPL-აპარატის (ინტენსიური პულსური თერაპიის) საშუალებით. სიმპტომურად, როგორც დამხმარე საშუალება, ინიშნება თვალის დამატენიანებელი წვეთები, ანტისეპტიკური ხსნარები და მალამოები. ზოგჯერ, როცა დემოდეკოზი, ქუთუთოების გარდა, მოიცავს სახის სხვა უბნებსაც, საჭირო ხდება სისტემური ანტიპარაზიტული მკურნალობა. თუმცა არც ერთი მკურნალობა არ იწვევს პარაზიტის სრულ ელიმინაციას. მიზანი მისი რაოდენობის შემცირება და ამ გზით კლინიკური სურათის ალაგებაა. ამიტომ პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერმა ტრიგერმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება და მაქსიმალურად ეცადოს გამომწვევი ფაქტორების თავიდან არიდებას, ხოლო დაავადების განვითარების შემთხვევაში მაშინვე მიმართოს ექიმს და დროულად დაიწყოს მკურნალობა.

ამჟამად კლინიკური კვლევის მესამე ფაზას გადის პრეპარატი, რომელიც, შესაძლოა, გახდეს FDA-ის მიერ დემოდეკოზური ბლეფარიტის სამკურნალოდ დაშვებული პირველი პრეპარატი. ეს არის 0.25%-იანი ლოტილანერი, ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც იწვევს ტკიპების ნერვული სისტემის პარალიზებას. ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატი კარგად გადაიტანება და 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა ტკიპების რაოდენობის და ქუთუთოების ერითემის მნიშვნელოვანი შემცირება. ასე რომ, პროგნოზი საიმედოა.

– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მკურნალობის გარეშე დატოვებულ დემოდეკოზურ ბლეფარიტს?

– მკურნალობის უგულებელყოფის, არასწორად ან არასრულფასოვნად ჩატარების შემთხვევაში ანთებითი პროცესები ვრცელდება თვალის ლორწოვანზე, რქოვანაზე, იწვევს ბლეფაროკონიუნქტივიტს, წერტილოვან კერატოპათიას, ბლეფაროკერატიტს, შემდგომი ნეოვასკულარიზაციით, შემღვრევებითა და დანაწიბურებით. ზოგჯერ დემოდეკოზური კერატიტის სიმპტომები ახდენს ჰერპესული კერატიტის იმიტირებას, რაც იწვევს დიაგნოსტიკურ შეცდომებს. აუცილებელია, ხანგრძლივად მიმდინარე, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ბლეფაროკონიუნქტივიტებისა და ბლეფაროკერატიტების დროს გამოირიცხოს დემოდეკოზური ეტიოლოგია. დაახლოებით 60%-ში ბლეფარიტი შერწყმულია კანის დემოდეკოზთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დერმატოლოგის ჩართულობაც.

– როგორ ავირიდოთ დემოდეკოზური ბლეფარიტი?

– დაავადების პროფილაქტიკისთვის უნდა გამოირიცხოს რისკფაქტორები: აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, იმუნიტეტის შენარჩუნება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ქუთუთოების ჰიგიენა, კანზე გამონაყარის შემთხვევაში კი დერმატოლოგთან კონსულტაცია. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ოფთალმოლოგთან მიმართვა.

ჯანმრთელობას, ლამაზ მზერას და ჯანსაღ ხედვას გისურვებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დემოდეკოზური ბლეფარიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები