/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

ხელოვნური თირკმელი - ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი

ხელოვნური თირკმელი - ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი
სისხლის გაწმენდა ანტიკურ ეპოქაშივე აქტუალური სამედიცინო პრობლემა იყო. ამ მეტად რთული ამოცანის გადაჭრის გზებს მეცნიერები და მკვლევრები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ.

დიალიზს ძალზე საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად მოგითხრობთ მედიცინის ისტორიის რუბრიკით, ამჯერად კი იმის თქმას დავჯერდებით, რომ ჰემოდიალიზი ურემიით მომაკვდავს პირველად 1924 წელს ჩაუტარა გერმანიაში ექიმმა გეორგ ჰაასმა (ურემია ორგანიზმის თვითმოწამვლაა დაავადებული თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოძევების უნარის დაქვეითების გამო).

დღეს ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. სწორედ ამ რთულ და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცედურაზე გვესაუბრება დიალიზის, ნეფროლოგიისა და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის ცენტრის "ვია-ვიტას" ექიმი დიანა ჩადუნელი.

- ქალბატონო დიანა, რა არის ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი? რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და როდის რომელი ინიშნება? როგორ და რა თვალსაზრისით ცვლის დიალიზი თირკმლის ფუნქციას?

- თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება ექსტრაკორპორალური მკურნალობის შემდეგი მეთოდები: ჰემოდიალიზი, ჰემოფილტრაცია, ჰემოდიაფილტრაცია, ულტრაფილტრაცია, ასევე - პერიტონეული დიალიზი, რომელიც საკუთრივ ექსტრაკორპორალური მკურნალობის მეთოდებს არ მიეკუთვნება, რადგან ამ შემთხვევაში ნახევარგამტარი მემბრანის როლს ასრულებს პერიტონეუმი და არა ხელოვნური მასალისგან დამზადებული მემბრანა, რომელიც გამოიყენება ყველა დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდის დროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტერმინი "დიალიზი" გულისხმობს სისხლის გაწმენდის ისეთ სისტემას, რომელიც მოიცავს წყალში ხსნადი ნივთიერებების მიმოცვლას სადიალიზო სითხესა და სისხლს შორის ნახევარგამტარი მემბრანის ორივე მხარეს.

ჰემოდიალიზის დროს ხდება სისხლის გაწმენდა სხვადასხვა მოლეკულური წონის ნივთიერებებისგან - ეგრეთ წოდებული ურემიული ტოქსინებისგან, წყალმარილოვანი და მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენა. ეს პროცესი ხორციელდება დიფუზიისა და ულტრაფილტრაციის მეშვეობით.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 26 წ გადავიღე თირკმელზე ცოტაოედენი სილა მითხრეს,ძან იშვიათად ორთვეშ ერთხელ მაქვს ტკივილი თირკმელში ამას ახლავს ხშირი შარდვა უფრო ღამით.. ეს მდგომარეობა თავისით წამლის გარეშე გვარდება... რა შეიძლება მივიღო ასედროს თირკმლის ჩაი ან რას მირჩევთ მადლობა წინასწარ</p>

ნახევარგამტარი მემბრანის როლს ასრულებს დიალიზატორი - ხელოვნური ბიომასალისგან დამზადებული მრავალბოჭკოვანი სისტემა. მის ერთ მხარეს მოქცეულია სადიალიზო სითხე. ჰემოდიალიზის სეანსის დროს სისხლი ხელოვნური თირკმლის აპარატის საშუალებით გადადის დიალიზატორში, გაივლის მას და უბრუნდება პაციენტს.

სისხლისა და სადიალიზო სითხის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა უზრუნველყოფს ურემიული ტოქსინების ელიმინაციას. სადიალიზო სითხის შემადგენლობა შერჩეულია იმგვარად, რომ სისხლის ელექტროლიტური და მჟავატუტოვანი წონასწორობა დიალიზატორიდან გამოსვლის შემდეგ ნორმალურ მაჩვენებლებს მიუახლოვდეს.

პერიტონეული დიალიზი წარმოადგენს თირკმელჩანაცვლების ისეთ მეთოდს, რომლის დროსაც პერიტონეუმი ასრულებს დიალიზატორის როლს. პერიტონეუმის გასწვრივ ელექტროლიტებისა და ურემიული ტოქსინების მოძრაობა დიფუზიას ეფუძნება, ხოლო ჭარბი სითხე გამოიყოფა ოსმოსური გრადიენტის მეშვეობით, რომელსაც ქმნიან მუცლის ღრუში შეყვანილ სადიალიზო ხსნარში არსებული გლუკოზა ან დექსტროზა.

სადიალიზო სითხე მუცლის ღრუში ყოვნდება 4-8 საათს, ესე იგი ერთი დღის განმავლობაში საჭირო ხდება 2-2,5 ლიტრი სადიალიზო ხსნარის 3-5-ჯერადი გამოცვლა.

- როდის დაისმის დიალიზის ჩატარების საკითხი? საზოგადოდ, რა კატეგორიის პაციენტებს ენიშნებათ ის? რომელი ფიზიოლოგიური მაჩვენებლების საფუძველზე ხდება მისი დანიშვნა?

- თირკმლის ქრონიკული დაავადების IV და V სტადიების დროს რეკომენდებულია:

  • არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი;
  • წყალმარილოვანი ცვლის კორექცია (ჰიპერკალიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერფოსფატემია);
  • მჟავატუტოვანი წონასწორობის, კერძოდ კი მეტაბოლური აციდოზის კორექცია;
  • რენული (თირკმლისმიერი) ანემიის კორექცია;
  • თირკმელჩანაცვლებითი თერაპიისთვის პაციენტის მომზადება, რაც გულისხმობს: თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის სახეობის - ჰემოდიალიზის, პერიტონეული დიალიზისა თუ პრეემფტიური ტრანსპლანტაციის (თირკმლის გადანერგვა დიალიზით მკურნალობის დაწყებამდე) - წინასწარ განსაზღვრას პაციენტის, მისი ახლობლების სურვილის, სამედიცინო ჩვენებებისა და პაციენტის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით (მაგალითად, გასათვალისწინებელია ჰემოდიალიზის ცენტრიდან სიშორე, ასევე - პაციენტის დასაქმება და სხვა); ჰემოდიალიზის შემთხვევაში - სისხლძარღვოვანი მიდგომის წინასწარი უზრუნველყოფა და პერიტონეული დიალიზის შემთხვევაში პერიტონეული დიალიზის კათეტერის დროული იმპლანტაცია; ზემოაღნიშნული ღონისძიებების შემდეგ - დიალიზით მკურნალობის დაწყება ან პრეემფტიური ტრანსპლანტაცია.

როდესაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) ნაკლებია 15 მლ/წთ/1,73მ2-ზე, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება თვეში ერთხელ, ჰიპერტონიის, ჰიპერჰიდრატაციის, ბიოქიმიური მაჩვენებლების, რენული ანემიის, რენული ოსტეოპათიისა და მალნუტრიციის სამართავად. თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება რეკომენდებულია, როდესაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეა 8-10 მლ/წთ/1,73მ2.

ამ რეკომენდაციის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისა და იმ პირებისთვის, რომელთაც მკვეთრად აქვთ გამოხატული ურემიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები, კერძოდ, ურემიასთან ასოცირებული სიმპტომები:

ა) გულისრევა, ღებინება, უმადობა და მასთან დაკავშირებული კვების პრობლემები, სხვა გასტროინტესტინური (ანუ კუჭ-ნაწლავის) დარღვევები - ისეთი, როგორიც არის ჰემორაგიული გასტრიტი, ილეიტი (წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის, თეძოს ნაწლავის ანთება) და კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) ჰემორაგიული კომპონენტებით ან მის გარეშე;

ბ) მენტალური სტატუსის ცვლილებები: მოთენთილობა, ძილიანობა, სტუპორი (გაშეშება, გაშტერება, სრული მოტორული შეკავება, გარეშე გამღიზიანებლებზე რეაქციის მოსპობა), კომა ან დელირიუმი (ცნობიერების მოშლა, ბოდვა), ურემიული ენცეფალოპათია (ასთერიქსი, ტრემორი, იგივე უნებლიე რხევითი მოძრაობა, კრუნჩხვა, მულტიფოკალური კუნთური კლონუსი);

გ) პერიკარდიტი (სისხლდენის და/ან ტამპონადის მაღალი რისკი ამ შემთხვევაში დიალიზის სასწრაფო ჩვენებაა);

დ) ჰემორაგიული დიათეზი, დაკავშირებული თრომბოციტების ურემიულ დისფუნქციასთან (სასწრაფო ჩვენებაა დიალიზისთვის, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს ჰემატოკრიტის 30%-ზე მეტად მომატების შემთხვევაში);

ე) რეფრაქტერიული ან პროგრესირებადი ჰიპერჰიდრატაცია;

ვ) არაკონტროლირებადი ჰიპერკალიემია;

ზ) მძიმე მეტაბოლური აციდოზი, განსაკუთრებით - ოლიგურიის (შარდის გამოყოფის შემცირების) მქონე პაციენტებში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საზიანოა თუ არა ლეპტოპები და გაჯეტები თვალისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზიანოა თუ არა ლეპტოპები და გაჯეტები თვალისთვის?

არის მთელ მსოფლიოში მიოპიის მატების მიზეზი. ანუ როცა ბევრჯერ და დიდხანს ვუყურებთ მანათობელ ეკრანებს, მხედველობა უარესდება.

ამავდროულად, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ახლომხედველობა და სათვალეების გამოყენების აუცილებლობა პირდაპირ კავშირშია დავალებების შესრულებასთან, რომლებიც საჭიროებენ თვალის განსაკუთრებულ დაძაბვას, ამიტომ სათვალე ყოველთვის იყო აღიარებული მეცნიერების ან აქტიური მკითხველების განუყოფელ ატრიბუტად.

და რადგან ეკრანებმა რეალურად შეცვალა წიგნები თანამედროვე სამყაროში, ავტომატურად პასუხისმგებლობა მხედველობის დაქვეითებაზე სწორედ ეკრანზე გადავიდა.

თუმცა, როგორც სალამანკას უნივერსიტეტის (ესპანეთი), თვალის პათოლოგიის სპეციალისტი კონჩი ლილო, წერს თავის სტატიაში theconversation.com-ზე, მიოპიასა და ეკრანებს შორის პირდაპირი კავშირის არსებობა საკმარის მეცნიერულ დადასტურებას ვერ პოულობს.

შეიძლება თუ არა ელექტრონულმა მოწყობილობებმა, უფრო სწორად, მათმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ, გამოიწვიოს მიოპიის განვითარება? ბოლო კვლევების შედეგების თანახმად, ეს არ დადასტურებულა.

მიოპიის შემთხვევაში თვალი ვერ ხედავს შორს მდებარე ობიექტებს. რქოვანა და ლინზა სინათლის სხივებს ფოკუსირებს არა ბადურაზე, არამედ მის წინ. ზოგჯერ რქოვანა, ლინზა ან ორივე ძალიან გამრუდებულია, რაც ასევე იწვევს სხივების კონვერტაციას ბადურის გარეთ არსებულ წერტილში.

ყველა ეს ანომალია გამოსწორებულია ლინზების დახმარებით, რომლებიც სინათლის ინფორმაციას გადასცემენ სწორ ადგილას, ანუ ბადურას.

პროცესი, რომლის დროსაც თვალი ხდება მიოპიური, ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ იმისათვის, რომ ჩვენი მხედველობა სწორად განვითარდეს, რეგულარულად უნდა შევხედოთ მონაცვლეობით ახლო და შორეულ ობიექტებს.

მაშასადამე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ ხშირად და დიდხანს უყურებთ ეკრანებს და ამას აკეთებთ ადრეული ასაკიდან, როდესაც ვიზუალური სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება, მაშინ შეიძლება აღინიშნოს დისბალანსი: თვალი კარგად დაინახავს ახლოს განლაგებულ ობიექტებს და ცუდად - შორს განლაგებულს. თუმცა, არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება, რომ სწორედ ეს იწვევს მიოპიას.

კომპიუტერის სინდრომი

არავინ დაობს იმაზე, რომ თუ დიდხანს უყურებთ ეკრანს, თვალები იღლება. არსებობს ეგრეთ წოდებული „კომპიუტერული ვიზუალური სინდრომი“ – თავის ტკივილი, თვალების სიწითლე, სიმშრალე, ქავილი და წვა, ან ჭარბი ცრემლდენა. ეს აღინიშნება მაშინ, როდესაც კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ, ეკრანს დიდხანს ვუყურებთ ახლო, ფიქსირებული მანძილიდან ან შეუსაბამო კუთხით.

ამასთან, ქვეცნობიერად ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. ეს ყველაფერი იწვევს თვალების გადაღლას ეკრანიდან წამოსული სინათლის გადაჭარბებული სიკაშკაშისგან.

ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ბევრს კითხულობენ ან დღის განმავლობაში ბევრს სხედან კომპიუტერთან, მზის მცირე რაოდენობით გამოსხივებას იღერბენ. მიოპიის რისკზე მოქმედი გარემო ფაქტორების შემსწავლელი მეცნიერების აზრით, აშკარაა კავშირი ამ პათოლოგიასა და მზის ნაკლებობას შორის.

როგორც სხვა კვლევამ აჩვენა, როგორც ჩანს, მზის გამოსხივება ასტიმულირებს ჰორმონ დოფამინის გამოყოფას ბადურის ამაკრინულ უჯრედებში. ეს აფერხებს თვალის კაკლის ზრდას, რითაც ხელს უშლის მის დაგრძელებას, რაც იწვევს მიოპიას.

ასევე არსებობს ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ იისფერ შუქს შეუძლია ხელი შეუშალოს მიოპიის განვითარებას სხვადასხვა ცხოველებში, მათ შორის მაიმუნებში.

მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მიოპიის მსოფლიო ეპიდემიაში უშუალოდ წიგნები და ელექტრონული მოწყობილობები გავლენას ნაკლებად ახდენს. ისინი უბრალოდ იწვევს იმას, რომ ბავშვებს იშვიათად არიან გარეთ და ნაკლებად ექვემდებარებიან მზის სხივებს.