/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ფსიქიკა და მხედველობა

ფსიქიკა და მხედველობა
იოგას სწავლების მიხედვით, მხედველობა ფიზიკური პროცესის მხოლოდ ერთი მეათედია და ცხრა მეათედი წილით ფსიქიკურ პროცესად გვევლინება.

ეჭვგარეშეა, რომ მხედველობასა და ფსიქიკას შორის მჭიდრო კავშირია.

ფაქტია, რომ როცა ფსიქიკა მოსვენებულია, თვალებს ვერაფერი ღლის. ხოლო როცა ფსიქიკა დაძაბულია, თვალებს მოსვენებას ვერაფერი აძლევს. ამიტომ, ყველაფერი, რაც ფსიქიკის მოსვენებას უზრუნველყოფს, კარგი და სასარგებლოა თვალებისთვის და პირიქით.

შეუძლებელია რაიმ­ეს სრულყოფილად დან­ახვა იმ მომენტში, როცა ტვინი დაძაბულია. დროებითმა გარემოებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მხედველობის დაძაბვას, იმის მცდელობას, რომ ადამიანმა რაღაც დაინახოს, მაგრამ ეს ძალისხმევა ყოველთვის გვევლინება როგორც დაძაბულობა და იწვევს რეფრაქციის ანომალიების აღმოცენებას. ამასთან, მხედველობის დაძაბვის საფუძველი ხშირად აზროვნების არასწორ ჩვევებშია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც თვალებისთვის ბუნებრივი ფუნქციაა მხედველობა, ასევე ბუნებრივია გონებისთვის ინ­ფორმაციის აღქმა-დამუშავება, დამახსოვრება და ცოდნის მიღება. რელაქსაცია (მოდუნება), საზოგადოდ, მრავალი ფუნქციის ნორმალიზაციის საიდუმლოა. აქციეთ რელაქსაცია თქვენი ცხოვრების წესად, სტილად, ჩვევად, როგორც მუშაობისას, ასევე დასვენების პერიოდში – და თქვენ გაგაკვირვებთ ის ცვლილებები, რომლებიც მოიცავს თქვენს თვალებს, ასევე აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღებას, განწყობას და მთელ სხეულს. ფსიქიკის სიმშვიდის ფონზე მიმდინარე მდიდარი და მრავალფეროვანი აქტივობა არის წარმატების გზა, თვითრეალიზაციის გასაღები, რომლისკენაც ყველა მიისწრაფვის შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად.

როდესაც თვალები ძალისხმევის გარეშე იყურებიან, ისინი დუნდებიან და აქრობენ დაძაბულობას. სისხლის ნაკადი ასეთ დროს ჩამორეცხს და აშორებს თვალის სისხლძარღვებიდან სხვადასხვა ბლოკირებას და ტოქსინს. ამის შედეგად ადამიანს უბრუნდება ხედვა. თავდაპირველად დანახვის ძალისხმევა გონებრივი ძალისხმევაა, ფსიქიკის დაძაბულობას კი, ყველა შემთხვევაში, თან ახლავს გონებრივი კონტროლის დაკარგვა. ანატომიურად, შორეული ობიექტების დანახვის ძალისხმევის შედეგები შეიძლება იყოს იგივე, რაც ძალისხმევის გარეშე რომელიმე ახლო ობიექტის დათვალიერებისას, მაგრამ ერთ შემთხვევაში თვალი ამას იძულებით აკეთებს, მეორე შემთხვევაში კი ეს თავისთავად ხდება. არასრულყოფილი მხედველობის მქონე თვალი ცდილობს შეუძლებელი გააკეთოს, ცდილობს დააფიქსიროს, ანუ დაჟინებით შეხედოს ერთ წერტილს რაღაც დროის განმავლობაში. ამრიგად, როდესაც ის უყურებს უცნობ წერტილს და ვერ ხედავს, აგრძელებს მის ყურებას, ცდილობს უკეთ დაინახოს ის. ასეთი ძალისხმევა თავისთავად ძაბავს ფსიქიკასაც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

ნორმალური თვალის შემთხვევაში მხედველობა ისეთი ბუნებრივი და არაცნობიერი პროცესია, რომ სხეულის დანარჩენი კუნთები დუნდება. ეს ასევე ეხება გულმკერდის კუნთებს, რაც უზრუნველყოფს ღრმა ბუნებრივ სუნთქვას. მაგრამ როდესაც თვალები იძაბება, როგორც წესი, ნორმალური სუნთქვა ვერ ხერხდება, სუნთქვის პროცესი რამდენადმე ირღვევა, სუნთქვა იზღუდება გულმკერდის კუნთების გადაჭარბებული შეკუმშვის გამო და ამის შედეგად მცირდება ჟანგბადის მიწოდება, რაც ასე აუცილებელია მთელი სხეულისთვის.

ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანები უფრო მშვიდები არიან, უფრო მშვიდად ხვდებიან სხვადასხვა სახის მოვლენებს და არ ნერვიულობენ ყოველგვარ წვრილმანზე. გათავისუფლდით წუხილისა და შფოთვის „ვირუსისგან“ – ამით მხოლოდ სარგებელს მოუტანთ თქვენს ფსიქიკას და თვალებს.

არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი მოდუნებისა და დასვენების საიდუმლო ფსიქიკაშია: სასიამოვნო, მხიარულ მოგონებებს მოაქვს სიმშვიდე. ამიტომ მოგონებათა გამოყენებით მხედველობა შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს.

რელაქსაცია დაგეხმარებათ მხედველობის ყველაზე მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც კი. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მოდუნების, ის ვერ დაგაზიანებთ, პირიქით, მხოლოდ წაგადგებათ და გაზრდის თქვენს კეთილდღეობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქიკა და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები