/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

კიდევ ერთხელ გლაუკომის შესახებ

კიდევ ერთხელ გლაუკომის შესახებ
გლაუკომა თვალის ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიაა. ის სწრაფი პროგრესირებით ხასიათდება და შეუქცევად სიბრმავემდე მიჰყავს ადამიანი.

შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულად გამოვლენასა და სათანადო მკურნალობის დროულად დაწყებას. გლაუკომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ევექსის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი – სალომე ტაბატაძე:

- ქალბატონო სალომე, რა დაავადებაა გლაუკომა?

- გლაუკომა არის ქრონიკული, მულტიფაქტორული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიდა წნევის მუდმივი ან პერიოდული მატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები. გლაუკომის დროს ვითარდება მხედველობის ნერვის დისკოს და ბადურას განგლიური უჯრედების გლაუკომისთვის დამახასიათებელი დაზიანება (გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია). აღნიშნული ცვლილებები კი იწვევს მხედველობის დაქვეითებას და სრულ სიბრმავეს.

გლაუკომა არის შეუქცევადი სიბრმავის წამყვანი მიზეზი მთელ მსოფლიოში. კ. სტაროპოლის 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 2.4 მილიონი ადამიანია გლაუკომის რისკჯგუფში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გლაუკომიანი პაციენტების რიცხვი 2040 წლისთვის 111 მილიონამდე გაიზრდება. ეს მონაცემები უკავშირდება მსოფლიო მოსახლეობის რიცხვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.

- რა სიმპტომებით ხასიათდება გლაუკომა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

- გლაუკომის ფორმებიდან ყველაზე გავრცელებულია პირველადი, ღიაკუთხიანი გლაუკომა, რომელიც საწყის

ეტაპზე ძირითადად უსიმპტომოდ და შემპარავად მიმდინარეობს. პაციენტი შესაძლოა განიცდიდეს მცირე მხედველობით დისკომფორტს.

- გლაუკომის რისკფაქტორებიდან რომელს გამოყოფდით განსაკუთრებულად?

- რისკფაქტორებიდან გამოვყოფდი ოჯახურ ანამნეზს, ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი და წინასწარგანწყობა, რაც ათჯერ ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს. ასევე:

  • ასაკი (40+);
  • მაღალი ახლომხედველობა (მიოპია);
  • შაკიკი;
  • თვალის ტრავმა;
  • სტეროიდების ხანგრძლივად მიღება;
  • ფსევდოექსფოლიაცია;
  • ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია და ა. შ.).

საზოგადოდ, გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა თვალის რეგულარული გამოკვლევა, სკრინინგი. 40 წელს გადაცილებული პაცინტებისათვის აუცილებელია წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი და სკრინინგული კვლევა.

გლაუკომის ადრეულ დიაგნოსტიკას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება დაავადების მართვისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის.

- როგორ ახდენთ გლაუკომის დიაგნოსტიკას?

- რაც შეეხება გლაუკომის დიაგნოსტიკას, ტარდება რუტინული კვლევები – ტონომეტრია, ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, გონიოსკოპია, პერიმეტრია. ასევე დამატებითი კვლევები (Oჩთ, Hღთ), რომლებიც გვეხმარება შედარებით ადრეული სტადიის აღმოჩენაში.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევებით, შესაძლებელია დიაგნოზის დასმა იქამდე, ვიდრე კლინიკური დაზიანება გამოვლინდება, შესაბამისად, ადრეულ ეტაპზევე დაიწყება მკურნალობა. გარდა რუტინული კვლევებისა (ტონომეტრია, გონიოსკოპია, ვიზომეტრია, ბიომიკროოფთალმოსკოპია), ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასადასტურებლად სასურველია მაღალტექნოლოგიური კვლევები – თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, ლაზერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია, მხედველობის ნერვის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია.

- რას გულისხმობს გლაუკომის მკურნალობა?

- გლაუკომის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმაზე. მკურნალობის კურსს კი თავად ოფთალმოლოგი არჩევს ინდივიდუალურად, პაციენტზე მორგებულსა და შედეგზე ორიენტირებულს. მკურნალობა შესაძლებელია როგორც მედიკამენტური, ისე ლაზერული ან ქირურგიული მეთოდით.

იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობით ვერ ვიღებთ სათანადო შედეგს, მივმართავთ ლაზეროთერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას.

გლაუკომის მკურნალობა იწყება ძირითადად მედიკამენტურად, მკურნალობის მიზანია თვალშიდა წნევის დაქვეითება. თითოეული პაციენტისთვის თვალშიდა წნევის ზედა ზღვარი ინდივიდუალურია და შესაბამისად, სამიზნე წნევაც განსხვავდება, აქ მნიშვნელოვანია გლაუკომის ფორმა და სტადია. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თვალიდან წყალწყალა ნამის განდევნას და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ წყალწყალა ნამის წარმოქმნას, ჩვენებებისა და უკუჩვენებების მიხედვით უნდა დაინიშნოს ექიმი ოფთალმოლოგის მიერ.

თუ მედიკამენტური თერაპია არაეფექტურია, საჭირო ხდება ლაზერული ქირურგია: ტრაბეკულოპლასტიკა, ციკლოფოტოკოაგულაცია, ირიდოტომია. ლაზერული ქირურგიის არაეფექტურობის შემთხვევაში კი ტარდება სხვადასხვა ტიპის ანტიგლაუკომური ოპერაცია, რომლებიც დამოკიდებულია გლაუკომის ფორმაზე: ტრაბეკულექტომია, ტრაბეკულოტომია, არაგამჭოლი ღრმა სკლერექტომია, სხვადასხვა ტიპის სადრენაჟო სისტემების გადანერგვა და სხვა.

- რას მოიცავს გლაუკომის პრევენცია?

- მედიცინის თანამედროვე მიღწევების მიუხედავად, გლაუკომა რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად მთელ მსოფლიოში. გლაუკომის პრევენციისთვის აუცილებელია სკრინინგული ვიზიტები ოფთალმოლოგთან. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ საკმაოდ დაბალია გლაუკომის ცნობადობა. ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ განვითარებულ ქვეყნებში გლაუკომის ცნობადობა 50%-ს აღწევს, განვითარებად ქვეყნებში კი 90%-მა არ იცის, რომ გლაუკომა აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს გვიან სტადიამდე და პაციენტი ვერაფერს ხვდება, ისე კარგავს მხედველობას. ამიტომ აუცილებელია გლაუკომის შესახებ ადამიანთა ცოდნის დონის ამაღლება.

2022 წლის იანვარი მიეძღვნა გლაუკომის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას. გლაუკომისგან გამოწვეული სიბრმავის პრევენციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელთაც შეუძლიათ ასწავლონ ადამიანებს ადრეული დიაგნოსტიკისა და ადრეული მკურნალობის მნიშვნელობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვიანებული დიაგნოსტიკა ზრდის გლაუკომით გამოწვეული ინვალიდობის რისკს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კიდევ ერთხელ გლაუკომის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები