/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

გადაღლილი თვალები ასთენოპია

გადაღლილი თვალები ასთენოპია
თვალები დამეღალა – ჩვეულებრივ, ამ სიტყვას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი წარმოთქვამს, აცილებს რა თვალს კომპიუტერის მონიტორს, ტელევიზორის ეკრანს, წიგნისა თუ პრესის ფურცლებს, ნახაზებს და სხვა.

ეს წუთიერი დისკომფორტი როდია და არც რამდენიმეწუთიანი შესვენება აგვარებს პრობლემას. მხედველობის ორგანოს სწრაფდა ხშირ გადაღლას მედიცინაში ასთენოპიად მოიხსენიებენ და დღეს იგი ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მხედველობის დატვირთვას ითხოვს, მთელ დღეს ატარებენ დახურულ, მჭიდრო შენობებში, სადაც მხედველობის ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება უწევთ.

  • თვალის გადაღლის სასიგნალო ნიშნები: თვალში სიმშრალის, წვის და ქვიშის არსებობის შეგრძნება;
  • რქოვანას შეწითლება მის ზედაპირზე არსებული სისხლძარღვების გაფართოების შედეგად;
  • თვალის ტკივილი;
  • გაძლიერებული ცრემლდენა ან, პირიქით, თვალის სიმშრალე;
  • გამოსახულების გაორება ან მისი დამახინჯებული აღქმა;
  • მხედველობის არეში წერტილებისა და ხაზების გაჩენა;
  • მხედველობის არეში მკვეთრი განათებული ან ცეცხლოვანი წერტილების გაჩენა;
  • თვალის ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის გაძნელება;
  • სიმძიმის შეგრძნება, ქუთუთოების უნებლიე მოძრაობანი;
  • თვალებზე ნისლის გადაკვრა, მხედველობის სიმახვილის შემცირება;
  • სპეციალისტმა შესაძლოა თვალშიდა წნევის მატებაც დააფიქსიროს.

ამგვარ ოფთალმოლოგიურ სიმპტომებს ხშირად თან დაერთვის:

  • თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება;
  • კისრის, ბეჭქვეშ და მხრის სარტყლის არეში ტკივილი მოძრაობისას;
  • ადვილად დაღლა, გაღიზიანება და ნევროზულობა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალის დამღლელი ფაქტორები:

  • კომპიუტერთან, სმარტფონთან ან პლანშეტთან ხანგრძლივად მუშაობა, მით უფრო, თუ ეკრანი პატარაა და ასევე მცირე ზომისაა სამუშაო შრიფტი;
  • ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება, განსაკუთრებით – ფილმების 3D სათვალით ყურება;
  • ხანგრძლივი – 3-4 საათზე მეტი დროით – წიგნებისა და ელექტონული წიგნების კითხვა წვრილი შრიფტით, არაკომფორტულ პირობებში, მაგალითად, მოძრავ ტრანსპორტში;
  • არასწორად შერჩეული სათვალე, რომლის ტარებაც იწვევს დისკომფორტს, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას;
  • ცუდად განათებული სამუშაო ადგილი; ამ შემთხვევაში, სინათლის ძირითადი წყაროს გარდა, საჭიროა ფონური განათების გამოყენება, იდეალურ მდგომარეობაში კი სინათლის დიოდური ნათურები. ამასთან, სამუშაო მაგიდა სასურველია იდგეს ფანჯარასთან;
  • არასაკმარისი ტენიანობის შენობაში დიდხანს ყოფნა, რაც იწვევს მშრალი თვალის სინდრომს, ამასთან, თხელდება მხედველობის ორგანოს დამცავი საცრემლე ფირფიტა, რაც იწვევს მხედველობის ორგანოს დისკომფორტსა და დაღლილობას;
  • სამსახური, რომელიც მოითხოვს მხედველობისა და ყურადღების მუდმივ კონცენტრაციას;
  • დიდი ხნით ავტომობილის მართვა, განსაკუთრებით – ძლიერ მზიან დღეს, ღამით, თოვლიან ამინდში და ექსტრემალურ პირობებში;

მაპროვოცირებელი ზოგადი ფაქტორებია:

  • მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;
  • მომატებული ქალასშიდა და თვალშიდა წნევა;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
  • თავის ტკივილი, შაკიკი;
  • ჰორმონული დისბლანსი, ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • ოსტეოქონდროზი.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

მივმართოთ ექიმს

რამ გადაღალა თვალი, რატომაა იგი დაძაბული და სიმახვილე მოაკლდა, ამის რეალური მიზეზის დადგენა მხოლოდ ოფთალმოლოგის პრეროგატივაა, რომელთან ვიზიტისასაც იგი საჭირო კვლევებისა და ტესტირების შედეგთა მიხედვით დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

მედიკამენტური თერაპია ამ დროს ითვალისწინებს თვალის წვეთებისა და გელების გამოყენებას, ისეთების, რომლებიც ხელს უწყობს თვალის დატენიანებას, საცრემლე ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერებას, დამცავ ბარიერს ქმნის და თვალს არახელსაყრელი გარემო ფაქტორების გავლენისგან იცავს.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზოგადი მოსამაგრებელი ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების შემცველი ხსნარების გამოყენება, რომლებიც აუმჯობესებს ქსოვილთა მდგომარეობას და აძლიერებს კაპილარების სისხლძარღვოვან კედლებს.

პრობლემის მოგვარების საქმეში დამატებითი წვლილი შეაქვს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსაც.

ვეხმარებით თვალს

თვალის ვარჯიშები

მხედველობის გადაძაბვის პირობებში რეკომენდებულია ყოველ 2 საათში ერთხელ გაავარჯიშოთ თვალები:

  • შეაჩერეთ მზერა 20 წამით თქვენგან მოშორებით, დაახლოებით 20 მეტრში არსებულ საგანზე;
  • ამოძრავეთ თვალის კაკალი წრიულად ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგოდ;
  • მიაპყარით მზერა ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, ამასთან ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ, ასევე თავის გაუნძრევლად მიაპყარით მზერა ჯერ ზევით, შემდეგ ქვევით;
  • დახუჭეთ და ნელ-ნელა გაახილეთ თვალები.

ეს ვარჯიშები უნდა გაიმეოროთ აღნიშნული თანმიმდევრობით, თითოეული – 20-ჯერ.

თვალის ვარჯიშის დაწყებამდე, სასურველია, წინასწარი კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან რაიმე ტიპის უკუჩვენების გამოსარიცხად, ასევე შესაძლებელია ამ ვარჯიშებს ოფთალმოლოგმა სხვა, თქვენთვის მეტად ოპტიმალური ტიპის მოძრაობებიც დაუმატოს.

მცენარეული კომპრესები

თვალის დამამშვიდებელ მცენარეთა შორის ოხრახუშს ვერაფერი შეედრება.

  • აიღეთ საშუალო ზომის ოხრახუშის კონა, დაჭერით წვრილად და მოათავსეთ 2 ცალ დოლბანდის ტომსიკაში. ეს ტომსიკები 2-3 წუთით ჩაუშვით მდუღარე წყალში და შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. კარგად გაწურეთ და კომპრესები დაიდეთ თვალებზე 10-15 წუთი. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის, ჩაის, კიტრის ნაჭრების, გახეხილი კარტოფილის კომპრესები.

გაიჯანსაღეთ სამუშაო გარემო

  • კომპიუტერთან მუშაობისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სათვალე, ის ბლოკავს გამოსხივების ცისფერ სპექტრს, რომლის წყაროცაა მონიტორი, და ამ გზით ამცირებს თვალებზე დატვირთვას;
  • ზაფხულში, როდესაც შენობაში კონდიციონერები ირთვება, თვალზე მშრალი ჰაერის მოქმედება ძლიერდება, ეს მით უფრო საზიანოა კონტაქტური ლინზების მქონეთათვის;
  • გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად სამუშაო ადგილთან დაიდგით ჰაერის დამატენიანებელი.

დღეში რამდენჯერმე რეგულარულად გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი ან სხვა რაიმე ტიპის დამატენიანებელი, გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი წვეთები განსხვავებული სიბლანტისაა, ზოგიერთს ერთდროულად დამატენიანებელი და სამკურნალო ეფექტიც აქვს, ზოგს კი მხოლოდ დამატენიანებელი უნარი შესწევს, ამიტომ შეძენამდე რჩევა ოფთალმოლოგს ჰკითხეთ;

  • რაც შეიძლება ხშირად ახამხამეთ თვალები;
  • მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის კარგი და თანაბარი განათება. არ დაუშვათ, რომ მზის სხივები პირდაპირ ეცემოდნენ მხედველობის ორგანოზე ან მონიტორის ეკრანზე. ყველას აჯობებს, თუ ფანჯრის გვერდით იჯდებით. მინებზე ჩამოაფარეთ ჟალუზები, რათა მზიან დღეებში ინტენსიური განათების კონტროლი შეძლოთ – ზედმეტად ძლიერ სინათლეზე თვალები ადვილად იღლება;
  • მნიშვნელოვანია კომპიუტერისა და მონიტორის ხარისხიც – უმჯობესია თხევადკრისტალური ან პლაზმური მონიტორი, დიდი დიაგონალით;
  • სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ 60-დან 100 გჰ-მდე სიხშირის ციმციმის მქონე მონიტორებს. თქვენი მოთხოვნილებისამებრ შეარჩიეთ გამოსახულების სიმკვეთრე და კონტრასტი, გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მკვეთრი ეკრანი ასევე ღლის თვალს;
  • მონიტორი დაარეგულირეთ თქვენი ჯდომის მანერის შესაბამისად: მისი ცენტრი უნდა იყოს თვალებიდან 10-20 სმ-ით ქვევით. ეკრანამდე მანძილი არ უნდა იყოს 60 სმ-მდე ნაკლები. თუ შესაძლებელია, კომპიუტერთან მუშაობის დრო შეამცირეთ დღეში 4-6 საათამდე;
  • ყოველი 2 საათი მუშაობის შემდეგ შეასვენეთ თვალი 20 წუთით მაინც, ოღონდ ამ დროს ნუ გადაერთვებით სხვა რომელიმე ტიპის გაჯეტზე ან ტელეფონზე.

ცხოვრების წესი

ადამიანის ცხოვრების წესი, მისი ყოველდღიური ჩვევები დიდად განსაზღვრავს არა მხოლოდ მხედველობის ორგანოს, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას.

კითხვა

უმჯობესია იკითხოთ ჩვეულებრივი ნაბეჭდი წიგნები, ვიდრე ელექტრონული;

დაიცავით კითხვის ჰიგიენა: ნუ წაიკითხავთ წოლისას ან მოძრავ ტრანსპორტში, კითხვისას წიგნი დაიჭირეთ თვალებიდან 30 სმ-ის მოცილებით.

სინათლის წყარო უნდა იყოს უკან და ოდნავ ზევით.

კვება

რაციონში ჩართეთ მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტები – შავი მოცხარი, სტაფილო, ნესვი, თევზი და სხვა. მხოლოდ ამ პროდუქტებით პრობლემის მოგვარებას ნუ ელით, თუმცა გარკვეული სარგებლობის მოტანა სხვა წესებთან კომპლექსში ნამდვილად თვალშისაცემი იქნება.

ოფთალმოლოგთან ვიზიტი

წელიწადში ერთხელ გაიარეთ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, დროული აღმოჩენა პრობლემის სრულფასოვანი მოგვარების საწინდარია.

თავი არიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობასა და მეგობრების რჩევათა გათვალისწინებას, მით უფრო, მედიკამენტების თაობაზე;

თუ მხედველობის კორექციას საჭიროებთ, კომპიუტერთან მუშაობისას რქოვანას გამოშრობისგან დასაცავად უმჯობესია გამოიყენოთ სათვალე და არა კონტაქტური ლინზა.

ძილი

  • იძინეთ დღეში, სულ მცირე, 7-8 საათი, ამასთან, მნიშვნელოვანია, საძინებელში ბნელოდეს;
  • აუცილებელია ძილის წინ სახის საგულდაგულო დაბანა, განსაკუთრებით ქალებისთვის – მაკიაჟის მოსაცილებლად, ეს სჭირდებათ მამაკაცებსაც, რადგან დღის განმავლობაში წამწამები იფარება მტვრის ნაწილაკებით და ჭუჭყით, რომელიც შესაძლოა თვალში მოხვდეს;
  • დაძინებამდე 2 საათით ადრე უარი თქვით ნებისმიერი ტიპის გაჯეტის გამოყენებაზე: ასე ადვილად ჩაგეძინებათ და ძილიც სრულფასოვანი იქნება, ამ დროს თვალებს დამატებით დასვენების საშუალებაც ეძლევათ;
  • ძილისას უმჯობესია არ გამოიყენოთ თვალის ნიღაბი, თუ მის გარეშე ვერ იძინებთ, შეარჩიეთ ისეთი ნაწარმი, რომელიც არ აწვება თვალს და ქუთუთოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობის ორგანოს სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც ნეგატიურად აისახება თვალისჩინზე, ასევე გახსოვდეთ, რომ საჭიროა ნიღბის რეგულარული რეცხვა.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გადაღლილი თვალები ასთენოპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები