/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ლუთეინი მხედველობის ჯანმრთელობისთვის

ლუთეინი მხედველობის ჯანმრთელობისთვის
ლუთეინი გამორჩეული კაროტინოიდია, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა მხედველობის ჯანმრთელობა-შენარჩუნებისა და კოგნიტურ ფუნქციათა აქტივაციისთვის ასაკოვნებისთვის.

კაროტინოიდები, საზოგადოდ, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი პიგმენტებია, რომელთა სინთეზი ხდება ბაქტერიებში, სოკოებსა და უმაღლეს მცენარეებში. ცხოველები კაროტინოიდებს იყენებენ A და K ვიტამინების სინთეზისათვის. ლუთეინით მდიდარია მუქფოთლოვანი მწვანილი.

მხედველობის გამაჯანსაღებელი თვისებებით გამორჩეულ ლუთეინს ადამიანი საკვებით იღებს, რადგან ორგანიზმი მას ვერ ასინთეზებს.

ლუთეინი ზეაქსანტინთან (ასევე მეტად სასარგებლო კაროტინოიდია) ერთად მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი მაკულარულ პიგმენტში და ყვითელი ხალის არეში - ბადურას პატარა ცენტრალურ უბანში, რომელიც ცენტრალური მხედველობის დეტალებზეა პასუხისმგებელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღნიშნული კაროტინოიდების მაღალი დონე აფერხებს თვალების ასაკობრივი დაავადებების განვითარებას, ისეთებისა, როგორებიცაა კატარაქტა და ყვითელი ლაქის დისტროფია. ეს უკანასკნელი ასაკოვანთა სიბრმავის ძირითადი მიზეზია.

ბოლო კვლევებით ნაჩვენებია ისიც, რომ ლუთეინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინის ჯანმრთელობაშიც და აფერხებს ასაკოვანთა კოგნიტურ ფუნქციათა შესუსტებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის - ნაიმან ხანის (Naiman Khan) დასკვნით, ლუთეინით მდიდარი პროდუქტებით (მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხი, ავოკადო) კვებას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ მხედველობის სიჯანსაღის, არამედ კოგნიტურ ფუქციათა გააქტიურება-შენარჩუნების კუთხითაც.

ლუთეინის სხვა სარგებლობა:

  • ლუთეინი, ზეაქსანტინთან ერთად, E ვიტამინთან კომბინაციაში, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას;
  • სისხლის პლაზმაში ისეთი ანტიოქსიდანტების დონე, როგორებიცაა ლუთეინი, ზეაქსანტინი, E ვიტამინი, ბეტა-კრიპტოქსანტინი, ლიკოპინი, ალფა და ბეტა-კაროტინი, უკუკორელაციაშია გულის უკმარისობასთან;
  • ამავე ანტიოქსიდანტების დონე უკუკორელაციაშია წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოსთან.

ლუთეინით მდიდარი პროდუქტები

ლუთეინით მდიდარია ძირითადად მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული. განსაკუთრებით უხვად არის ის წარმოდგენილი ისპანახსა და კომბოსტო კალეში ( ე.წ ხუჭუჭა კომბოსტო). გარდა ამისა, ლუთეინი უხვადაა ყვითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულში. სიტყვა „ლუთეინი“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „ლუთეუს“, რაც ყვითელს ნიშნავს. როგორც წესი, მუქ მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში შემავალი საერთო კაროტინოიდებიდან ლუთეინის შემცველობა 15-დან 47%-ს შეადგენს.

საყურადღებოა, რომ ლუთეინი, ისევე როგორც ბევრი ანტიოქსიდანტი, ზეაქსანტინის ჩათვლით, თერმული დამუშავებისას (მაღალი ტემპერატურის გავლენით) იშლება, აქედან გამომდინარე, აუცილებელია კულინარიულად დაუმუშავებელი ანუ ცოცხალი სახით მიღება იმ პროდუქტებისა, რომლებიც მდიდარია ლუთეინით. ასეთი პროდუქტებია: ისპანახი, კომბოსტო კალე, სტაფილო, ბროკოლი, კვერცხის გული, ყვითელი და წითელი წიწაკა, ტკბილი სიმინდი, ავოკადო, ალუბალი, ჟოლო და სანელებლები. საზოგადოდ, ლუთეინის სადღეღამისო რეკომენდებული დოზა არ არის დადგენილი, თუმცა რამდენიმე კვლევით განსაზღვრულია, რომ ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა 10 მილიგრამი ლუთეინის მიღება.

როგორ მოვახდინოთ ლუთეინის შეთვისების ოპტიმიზაცია

ლუთეინი და სხვა კაროტინოიდები ცხიმში ხსნადია, ამიტომაც მათი შეთვისების ოპტიმიზაციისათვის საჭიროა კერძისთვის ცხიმის დამატება. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ სალათისთვის რამდენიმე კვერცხის დამატება (რადგან ის ლუთეინთან ერთად სასარგებლო ცხიმებსაც შეიცავს) კაროტინოიდების შეთვისებას 9-ჯერ ზრდის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს.
სრულად
ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია
ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია
გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა
სრულად
გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული - ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვი მკურნალობს
გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული - ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვი მკურნალობს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით საქართველოს
სრულად
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
სრულად
ქუთაისში "ღორის გრიპით" ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში "ღორის გრიპით" ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი
სრულად
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 18 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 18 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული
სრულად
გორში რამდენიმე დღის წინ 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირება დადასტურდა
გორში რამდენიმე დღის წინ 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირება დადასტურდა
H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში
სრულად
თუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
თუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
როგორც არაერთხელ გითხარით, ამ სეზონზე გავრცელებული ღორის გრიპი ხასიათდება გართულებებით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლუთეინი მხედველობის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები