/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

კატარაქტა

კატარაქტა
კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა.

კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის - 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია.

რამდენიმე ხნის წინ კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. თუ შეიძლება, ამიხსენით, რას წარმოადგენს ეს დაავადება, რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ.

რა იწვევს ბროლის შემღვრევას

არსებობს დაავადების თანდაყოლილი და შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი ფორმები. თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. შეძენილი კატარაქტა მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ასაკობრივი (მოხუცებულთა) კატარაქტა;
  • ტრავმული - გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლისპირდაპირი დაზიანებით;
  • გართულებული - თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად განვითარებული;
  • სხივური - სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს ძირითადად პროფესიული დაავადებაა);
  • ტოქსიკური - ამ ჯგუფს მიეკუთვნება წამლისმიერი კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, ანტიმალარიული პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;
  • ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით გამოწვეული - ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, თირკმლის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი სახის დარღვევის ფონზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატარაქტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც.

დაავადების ნიშნები

ავადმყოფი, ჩვეულებრივ, უჩივის მხედველობის დაქვეითებას, რაც ბროლის შემღვრევის ხარისხზე, ინტენსივობასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ბროლის პერიფერიაზე შემღვრევისას მხედველობა თითქმის არ ზიანდება. როდესაც შემღვრეულობა ცენტრშია ლოკალიზებული, იგი ძლიერ აზიანებს მხედველობას, სრული შემღვრევისას კი ადამიანს მხოლოდ სინათლის სიბნელისგან გარჩევის უნარიღა შესწევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

თუ პაციენტი ვერ აღიქვამს სინათლეს და არ შეუძლია, სინათლის წყაროს მიმართულება მიუთითოს, მას, სავარაუდოდ, თვალის სხვა დაზიანებაც აქვს - გლაუკომა, ბადურას ჩამოფცქვნა... ამ შემთხვევაში კატარაქტის მკურნალობა ყოველთვის მხედველობის აღდგენით არ სრულდება.

მკურნალობა

კატარაქტის საწყის სტადიაში მიზანშეწონილია კონსერვატიული მკურნალობა, რადგან ზოგიერთი ფორმის დროს შემღვრეულობა შესაძლოა გაიწოვოს. ანტიკატარაქტული პრეპარატები, ჩვეულებრივ, თვალის წვეთებია, რომლებსაც დღეში 3-5-ჯერ იწვეთებენ. მათი დიდი ნაწილი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, ბიოგენურ სტიმულატორებსა და არაორგანულ მარილებს.

როდესაც დაავადება შორს არის წასული და მედიკამენტურ მკურნალობას სასურველი შედეგი არ მოაქვს, მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ქირურგიული ჩარევა მიიჩნევა. წინათ შემღვრეული ბროლის ექსტრაქციამდე საჭირო იყო დალოდებოდნენ კატარაქტის სრულ მომწიფებას. თანამედროვე მეთოდები ოპერაციის ნებისმიერ სტადიაზე ჩატარების საშუალებას იძლევა. პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია ბადურასა და მხედველობის ნერვის ფუნქციური მდგომარეობა.

კატარაქტის ოპერაცია თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა. მისი ჩატარების შემდეგ მართებულია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება: ფიზიკური დატვირთვის შემცირება, სიმძიმის აწევისგან თავის შეკავება. მზის ძლიერი გამოსხივებისა და სინათლის პირობებში ნაოპერაციევმა ადამიანმა დამცავი სათვალე უნდა ატაროს. კითხვა და ტელევიზორის ყურება რეკომენდებულია მხოლოდ დღისით. სიბნელეში ამგვარი მოქმედება იკრძალება. ასიდან 90-95 შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდება - აღდგება მხედველობა და ადამიანი აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კატარაქტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კატარაქტა

კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის - 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია.

რამდენიმე ხნის წინ კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. თუ შეიძლება, ამიხსენით, რას წარმოადგენს ეს დაავადება, რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ.

რა იწვევს ბროლის შემღვრევას

არსებობს დაავადების თანდაყოლილი და შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი ფორმები. თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. შეძენილი კატარაქტა მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ასაკობრივი (მოხუცებულთა) კატარაქტა;
  • ტრავმული - გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;