/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

თვალშიდა სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები

თვალშიდა სიმსივნეების მკურნალობაზე, გამოვლინებებზე, განვითარების სპეციფიკასა და

დიაგნოსტიკაზე გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს მედიცინის დოქტორი, თამარ ქარდავა.

- ქალბატონო თამარ, თქვენი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად ხშირია თვალშიდა სიმსივნეები?

- საქართველოში, სტატისტიკურად, წელიწადში დაახლოებით 30-40 პაციენტს უდგინდება სხვადასხვა სიმსივნური ცვლილება თვალის ფსკერზე. საბედნიეროდ, უმრავლესობა კეთილთვისებიანია, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნებს შორის ჭარბობს ქორიოიდული ნევუსი ანუ თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის ე.წ. ხალი. ასეთ პაციენტებს ვაკვირდებით, რადგანაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მისი გადაგვარება.

- ავთვისებიანი სიმსივნეებიდან რომელი სახეობის სიმსივნეა გავრცელებული?

- ავთვისებიანი სიმისვნეებიდან მოზრდილებში უფრო ხშირია ქორიოიდული მელანომა. ეს არის საკმაოდ ავი ახალწარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 4 წლის ბავშვს სრულწლოვანებამდე რომ არ გაეზარდოს მინუსი ძალიან მაღლა, რა მიდგომები არსებობს ამისთვის? ახლა -3 აქვს, სადამდე შეიძლება ვარაუდი,-6 -7 აცდება?</p>

ბავშვების თვალშიდა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კი ყველაზე ყურადსაღებია რეტინობლასტომა, რომელიც ხშირად დაბადებიდანვე ვლინდება. საბედნიეროდ, საქართველოში აღნიშნული დაავადების მხოლოდ 3-5 ახალი შემთხვევაა წელიწადში. რეტინობლასტომიანი პაციენტის სიცოცხლის პროგნოზი დიდად არის დამოკიდებული დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და დროულად დაწყებულ მკურნალობაზე. იმის გამო, რომ ბავშვი ხშირად ვერ გვაგებინებს, რა აწუხებს, ექიმთან დროულად მიმართვის დიდი პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ. მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თუ შეამჩნიეს ბავშვს თვალიდან მოყვითალო ნათება, ან სიელმე, ან რაიმე სხვა ნებისმიერი ცვლილება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ბავშვთა ოფთალმოლოგს, რომელიც დაუთვალიერებს პაციენტს თვალის ფსკერს და გამორიცხავს ან დაადასტურებს დაავადებას. მშობლების ინფორმირებულობასა და მათ ყურადღებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ შემთხვევაში.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება?

- ბავშვთა რეტინობლასტომის განვითრების კონკრეტული მიზეზი უცნობია, მაგრამ ხშირად ეს არის გენეტიკურად განპირობებული. თუ მშობლისთვის ცნობილია, რომ სანათესაოში იყო ვინმე აღნიშნული დაავადებით, აუცილებლად უნდა მიმართოს ბავშვთა ოფთალმოლოგს, რომ პერიოდულად ბავშვი გაისინჯოს და არ გამოეპაროთ რეტინობლასტომის განვითარება. აღსანიშნავია, რომ რეტინობლასტომის გენეტიკური ვარიანტი უფრო აგრესიულად მიმდინარე ფორმაა და უფრო საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის.

- როგორია კლინიკური ნიშნები?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, რეტინობლასტომის ძირითადი ნიშნებია: ბავშვის თვალის ფსკერის ვარდისფერი რეფლექსის ნაცვლად მოყვითალო ნათება. ეს შეიძლება შეამჩნიოთ ფოტოსურათის გადაღებისას. რადგან დაავადებულ თვალში მხედველობა დაქვეითებულია, შესაძლოა მშობელმა შენიშნოს ამ თვალის სიელმე, ან ის, რომ ბავშვს ცალი თვალით უჭირს საგნების გარჩევა; შესაძლებელია დაზიანებული თვალის კაკალი გაიზარდოს და ა.შ.

მოზრდილთა ქორიოიდული მელანომის სიმპტომები კიდევ უფრო რთულია. თუ სიმსივნე თვალის ფსკერზე, ცენტრში მდებარეობს, ის მალევე იწვევს მხედველობის დაქვეითებას, რასაც პაციენტი საკმაოდ ადრეულ ეტაპზე აღნიშნავს. ეს კი აიძულებს მას დროულად მიმართოს ოფთალმოლოგს. მაგრამ თუ სიმსივნე თვალის ფსკერის პერიფერიაზეა, ვიდრე საკმაოდ დიდ ზომებს არ მიაღწევს, პაციენტი არაფერს უჩივის. ასეთი პაციენტები, სამწუხაროდ, შორს წასულ სტადიაში მოგვმართავენ და ხშირად თვალის კაკლის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

- როგორ დგინდება დიაგნოზი?

- ორივე შემთხვევაში საჭიროა ოფთალმოლოგის მიერ თვალის ფსკერის სათანადო დათვალიერება, თვალის ულტრაბგერითი კვლევა ფერადი დოპლერული კარტირებით, თვალბუდეებისა და თავის ტვინის მრტ კვლევა კონტრასტირებით, ზოგიერთ შემთხვევაში - სპეციფიკური ანალიზების ჩაბარება, სამიზნე ორგანოების გამოკვლევა და ა.შ. ამ მონაცემების შეფასების შემდეგ დადგინდება დიაგნოზი და შეფასდება პროცესის გავრცელების მასშტაბები.

- მკურნალობის რა მეთოდებია დღეს მედიცინის არსენალში ამ პრობლემის სამკურნალოდ?

- მკურნალობასა და პაციენტის მონიტორინგში, ოფთალმოლოგის გარდა, უნდა მონაწილეობდეს ონკოლოგი, ბავშვების შემთხვევაში - ბავშვთა ონკოლოგი. რაც შეეხება მკურნალობის ოფთალმოლოგიურ მიდგომებს: ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებობს მკურნალობის ორგანოს შემანარჩუნებელი მეთოდები, როგორებიცაა ბრაქითერაპია, ტრანსპუპილური თერმოთერაპია, ფოტოდინამიკური თერაპია, პროტონული თერაპია და ა.შ. აღნიშნული მეთოდები საშუალებას იძლევა, პაციენტს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს თვალის კაკალი კოსმეტიკური და ფუნქციური თვალსაზრისით. მაგრამ ამ მეთოდებს აქვს კონკრეტული ჩვენება და მათი გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, გავრცელების ხარისხზე.

2018 წლის სექტემბრიდან, პირველად ამიერკავკასიასა და საქართველოში, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მკურნალობის ისეთი მეთოდი, როგორიცაა ტრანსპუპილური თერმოთერაპია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნის ზომა აღემატება ზემოთ აღნიშნული მეთოდების შესაძლებლობას, მაშინ, სამწუხაროდ, უნდა ჩატარდეს თვალის კაკლის ენუკლეაცია (თვალის კაკლის ამოღება), რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესია პაციენტისთვის.

- რამდენად დიდია მეტასტაზებისა და რეციდივის განვითარების ალბათობა?

- სამწუხაროდ, როგორც რეტინობლასტომის, ისე მელანომის დროს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ძალიან დიდია რისკი მეტასტაზირებისა და რეციდივის. ამიტომ ამ პაციენტებს მთელი ცხოვრება უნდა აკვირდებოდნენ ექიმები.

- არსებობს თუ არა პროფილაქტიკის საშუალებები?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსოფლიოში თვალშიდა ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკის კონკრეტული საშუალებები არ არსებობს. მაგრამ მდგომარეობა უკეთესი პროგნოზისკენ შეიძლება წარვმართოთ, თუ დროულად მივმართავთ ექიმს კონსულტაციისთვის. ყველასთვის რეკომენდებულია ასევე წელიწადში ერთხელ გეგმური კვლევები ოფთალმოლოგთან და არამარტო ოფთალმოლოგთან.

კომენტარები (1)
ზურა
გამარჯობა , მაინტერესებს თუ არის საქართველოში შესაძლებელი რომ მოხდეს თვალის მელანომის დიაგნოსტიკა .
თარიღი : 28-10-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თვალშიდა სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები