/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

შეუქცევადი დაავადება, რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს - პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა გირჩევთ, როგორ დაიცვათ ფილტვები დაავადების განვითარებისგან

NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30.7% მწეველია, ხოლო მოსახლეობის 29.4% კი ყოველდღიურად მოიხმარს სიგარეტს.

ქვეყნის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მწეველთა რაოდენობის შემცირება 2023 წლისთვის 26%-მდე უნდა მოხდეს. თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მისი მოხმარების შემცირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მუშაობენ როგორც ჯანდაცვის და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახელისუფლებო სტრუქტურები. სხვა მრავალ დაავადებასთან ერთად, თამბაქოს მოხმარება უმეტესად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამომწვევი მიზეზია. 2019 წლის მონაცემებით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობით მესამე ადგილზეა. 2019 წელს ამ დაავადებით 3.23 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 212.3 მილიონს გაუტოლდა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადების სტატისტიკა კი არსებობს, თუმცა ნაკლები მიმართვიანობის გამო დიაგნოსტირების და აღრიცხვის პრობლემაა. შესაბამისად, სტატისტიკა ზუსტ სურათს არ გვიჩვენებს. 2005 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 133 პაციენტი ფიქსირდებოდა, 2019 წლის მონაცემით კი - 100 000 მოსახლეზე 226.

მირანდა ჩაგუნავა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებაზე, მის მკურნალობასა და პრევენციაზე დეტალურად გვესაუბრება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რას ნიშნავს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) არის სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც იწვევს სასუნთქ გზებზე და/ან ალვეოლებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკების და აირების ზემოქმედება. მთელ მსოფლიოში მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი არის თამბაქოს მოხმარება. დაავადებების 90% სწორედ თამბაქოს მწეველობის გამო ვითარდება. შემთხვევათა 9%-ს დაბინძურებულ გარემოში მუშაობა/ცხოვრება იწვევს. 1%-ში კი მიზეზი გენეტიკური ფაქტორებია.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის საკმაოდ რთული დაავადება, რომლის თავიდან აცილება და მართვაც უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.

- როგორ ვითარდება დაავადება?

- თამბაქო აღიზიანებს ბრონქების ეპითელიუმს და იწვევს ანთებას. ხანგრძლივი ანთებითი პროცესი შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. სასუნთქი გზების კედლები სქელდება, რადგან იმატებს ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებისა და უჯრედების ზომა და რაოდენობა, დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით იხშობა ბრონქების სანათური, ასევე ითრგუნება მისი დამცველობითი ფუნქცია, რაც ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა. შედეგად, პაციენტებს აღენიშნებათ პროგრესირებადი ჰაერის უკმარისობა. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლით ზიანდება ალვეოლების კედლები ანუ ის სტრუქტურული ერთეული, სადაც აირთა ცვლა მიმდინარეობს. ამის გამო ფილტვები ელასტიკურობას კარგავს. საბოლოოდ, გამღიზიანებლის მუდმივი ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების რემოდელირებას, ნაწიბურდება და ვიწროვდება მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.

- უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე.

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწეველობის გარდა ფქოდ-ი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა კვამლით, მტვრით, ჰაერის დაბინძურებითა და გენეტიკური დარღვევით. აქტიური მწეველობის გარდა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პასიური მწეველობაც. მწეველებთან ერთ გარემოში ყოფნა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს ზრდის. მწეველობაში ნებისმიერი ტიპის სიგარეტი იგულისხმება.

გარდა ამისა, გარკვეული ტიპის მტვერთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, როგორიცაა მარცვლეულის მტვერი, კადმიუმი და ნახშირი, კავშირშია დაავადების განვითარებასთან იმ პირებშიც კი, ვინც თამბაქოს არ მოიხმარს.

დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენდეს ჰაერის დაბინძურება.

დაავადების მიმართ არსებობს იშვიათი გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელსაც ალფა-1-ანტიტრიფსინის ცილის დეფიციტი ეწოდება და პაციენტთა დაახლოებით 1%-ში ფქოდ-ის განვითარებას იწვევს.

- როგორია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომები?

- სიმპტომები შემდეგნაირია:

  • ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება ფიზიკური აქტივობის დროს;
  • ქრონიკული ხველა უპირატესად ნახველით, ზოგჯერ შესაძლოა ნახველის გარეშეც;
  • სტვენის მსგავსი, ხმაურიანი სუნთქვა;
  • შებოჭილობა გულმკერდის არეში;
  • სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

გარდა აღნიშნულისა, რიგ შემთხვევებში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს: წონაში დაკლება, დაღლილობა, სისუსტე, კოჭების შეშუპება.

- დაავადების რა ეტაპზე ვითარდება სიმპტომები და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი?

- როგორც წესი, დაავადების სიმპტომები წლების შემდეგ ვითარდება, უმეტეს შემთხვევაში 35 წელს ზემოთ, თუმცა ბოლო წლებში დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. ის საკმაოდ ხშირად 20 წლის ასაკიდან ვლინდება.

დაავადება რომ არ გამოგვეპაროს, აუცილებელია მწეველებმა რეგულარულად წელიწადში ერთხელ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ კვლევები.

სამწუხაროდ, დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა ექიმთან არ მიდის, რადგან პაციენტები სიმპტომების არსებობას „მწეველის ხველას“ მიაწერენ. წინა წლებში სტატისტიკურად მეტი იყო მამაკაცებში, თუმცა ბოლო წლებში თითქმის გაუთანაბრდა ქალების რიცხვი.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოზის დასმა? რა კვლევების ჩატარებაა საჭირო?

- ჩივილებიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით პაციენტებს სხვადასხვა რადიოლოგიური თუ ლაბორატორიული კვლევა უტარდებათ.

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია - გულმკერდის რენტგენოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს აქვს თუ არა პაციენტს ფილტვის სხვა დაავადებები, მაგალითად ფილტვის კიბო. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი თაობის, სრულად ციფრული რენტგენოგრაფი, რომელსაც გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია - ნებისმიერი სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია, რაც გულისხმობს საეჭვო უბნის დეტალურად გამოსახვას.
  • სპირომეტრია - ფილტვების ფუნქციონირების შესაფასებლად ტარდება გარეგანი სუნთქვის შეფასების ტესტი - სპირომეტრია, რომელიც ფქოდ-ის დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული. ამ დროს სპეციალურ მოწყობილობაში - სპირომეტრში ჩასუნთქვისას სხვადასხვა მაჩვენებლით იზომება პაციენტის მიერ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და სიჩქარე.
  • სხვა კვლევები - გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზები - შესაძლოა დადგინდეს სიმპტომები გამოწვეულია თუ არა ანემიით, ნახველის ანალიზი, ასევე ხშირად პაციენტები საჭიროებენ კარდიოლოგიურ კვლევებს - ექოკარდიოგრაფიის და ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარებას.

- როგორც აღნიშნეთ, დაავადება ქრონიკულია. როგორია მკურნალობის პროცესი? რა შედეგის მიღებაა შესაძლებელი მკურნალობის შედეგად?

- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა გულისხმობს დაავადების პროგრესირების შენელებას და არა სრულად განკურნებას. მკურნალობის კურსი უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტოზურია და მოიცავს ბრონქოდილატატორებს, კორტიკოსტეროიდებს, ოქსიგენოთერაპიას, საჭიროებისამებრ ანტიბიოტიკოთერაპიას. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა. ამ დროს ფილტვის განსაკუთრებულად დაზიანებული ზონების ამოკვეთა ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. მართალია, უკვე ჩამოყალიბებული დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ თამბაქოზე უარის თქმით მდგომარეობის გაუარესების შეჩერება შესაძლებელია.

თუ მკურნალობის პროცესი სათანადოდ არ წარიმართება, განვითარდება ხშირი პნევმონიები, სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვის კიბო. ფილტვების დაზიანების გარდა პაციენტებს უვითარდებათ გულის უკმარისობა, გულის იშემიური ავადმყოფობები, არითმიები, კუნთების განლევა, ოსტეოპოროზი. საბოლოოდ პაციენტი შესაძლოა ინვალიდობამდე და ლეტალურ გამოსავლამდეც კი მივიდეს.

- ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით რას სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს?

- ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვესთან დაკავშირებით კლინიკა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთელი თვის განმავლობაში ორშაბათობით პაციენტები ჩემთან უფასო ვიზიტზე მოსვლას შეძლებენ. ვიზიტის ფარგლებში მოხდება საჭირო კვლევებისა და მკურნალობის დანიშვნა. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შეუქცევადი დაავადება, რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს - პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა გირჩევთ, როგორ დაიცვათ ფილტვები დაავადების განვითარებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები