/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

ფილტვის დაავადებათა პროფილაქტიკა და ავადმყოფის ცხოვრების წესი

პროფილაქტიკა - ფილტვის დაავადებების პროფილაქტიკა გულისხმობს: 1) სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას შინ და სამსახურში;

2) ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას, მავნე ჩვევებზე (უმთავრესად - თამბაქოს წევაზე) უარის თქმას; 3) ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობას, მწვავე ანთების დროულ თერაპიას ქრონიკული ფორმის თავიდან ასაცილებლად. სუფთა ჰაერზე სეირნობა და კარგი კვება აკაჟებს ფილტვებს, ბრონქებს და მთელ ორგანიზმს. დიდი სარგებლობა მოაქვს აგრეთვე ნიორს, სალბს - ეცადეთ, ხშირად დაუმატოთ ეს ინგრედიენტები სუპებს, სალათებსა და სხვა კერძებს.

რეჟიმი

ფილტვების ანთებითი დაავადების დროს მედიკამენტების მიღებასთან ერთად აუცილებელია ცხოვრებისა და კვების განსაზღვრული რეჟიმის დაცვა. მწვავე ანთების შემთხვევაში საჭიროა წოლა, მაღალკალორიული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. დაავადების მწვავე ფაზაში ავადმყოფები, ჩვეულებრივ, უმადობას უჩივიან, მაგრამ პნევმონია სერიოზულ მიდგომას მოითხოვს - სწორი კვებით ორგანიზმის დახმარება მკურნალობის ერთ-ერთი რგოლია. ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა რძე, ხაჭო, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები. თუ ამასთან ერთად მარილის, შაქრისა და სხვა ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მიღებასაც შეამცირებთ, კვებას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება.

ავადმყოფობის პირველ დღეებში, განსაკუთრებით - ტემპერატურის მომატებისას, უპირატესობა მიანიჭეთ თხიერ საკვებს: ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, შტოშის მორსს, ლიმონიან ჩაის, მინერალურ წყალს. საზოგადოდ, სითხე უხვად უნდა მიიღოთ - დღეში არა უმცირეს 2 ლიტრისა. განსაკუთრებით სასურველია ჩ ვიტამინით მდიდარი სითხეების მიღება - ისინი ამცირებენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ძალიან სასარგებლოა ხილი და კენკრა. ფავორიტების სიაში შედიან ლიმონი, შავი და წითელი მოცხარი, ასკილი, ქლიავი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

A ვიტამინისა და მისი პროვიტამინის - კაროტინის შემცველი პროდუქტები კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს სასუნთქი გზების ეპითელიუმზე. A ვიტამინით მდიდარია ნაღების კარაქი, ყველი, კვერცხის გული, ღვიძლი. კაროტინი დიდი ოდენობით შედის სტაფილოში, მწვანე ხახვში, ბულგარულ წიწაკასა და ქაცვში. ვინაიდან პნევმონიის დროს ყოველთვის ინიშნება ანტიბიოტიკები, სასურველია, ნაწლავურ მიკროფლორაზეც ვიზრუნოთ. ამაში დაგვეხმარება პროდუქტები, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს: მოხარშული ხორცი, თევზი, დაღერღილი ხორბლის პური, შვრიისა და წიწიბურას ფაფები, რძემჟავა პროდუქტები.

ავადმყოფს მადის მოსაგვრელად შეიძლება მივცეთ ოდნავ დამბალი ქაშაყი, მჟავე კომბოსტო, ახალდამწნილებული კიტრი, ხორცის ბულიონი. ანთების ჩაცხრობის შემდეგ მიზანშეწონილია სამკურნალო ფიზკულტურა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ზღვის სანაპიროზე, მთის კურორტებზე ან წიწვოვანი ტყით მდიდარ ადგილას.

უბის წიგნაკიდან

  • თუ ხველა გაზაფხულზე დაგეწყოთ, ძალიან სასარგებლოა თაფლით შეზავებული არყის ან ნეკერჩხლის წვენი.
  • ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად რეკომენდებულია თაფლით შეზავებული წითელი მოცვის სიროფი.
  • ხველის დროს აიღეთ 5 ჩაის კოვზი სალბი, 1 ჩაის კოვზი ფარსმანდუკი, 2,5 ჩაის კოვზი ვირისტერფა და 1 ჩაის კოვზი პიტნა. ამ ნარევს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, წამოადუღეთ, 2-3 წუთის შემდეგ გადმოდგით. მიიღეთ ცხელი, ჭამის შემდეგ, 1/2-1 ჭიქა დღეში 2-ჯერ.
  • გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.
  • აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გაფცქვნილი მწარე ნუში. ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, მიირთვათ ცხელ რძესთან ერთად.
  • ასევე ძალიან კარგია ადუღებული, შაქრით ან თაფლით დამტკბარი თალგამის წვენი.
  • კვერცხის გულებს კარგად შეათქვიფეთ შაქარი და დაამატეთ რომი. მიიღეთ უზმოზე, დღეში რამდენჯერმე.
  • აიღეთ თალგამის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ იმავე მოცულობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ.
  • ბრონქულ ხველას ძალიან უხდება გამლღვალი შაქარი. აადუღეთ წყალი. აიღეთ ლიტრიანი მშრალი (სასურველია, სახელურიანი) ქვაბი, რომლის ყავისფერი მასით დასვრა არ დაგენანებათ. მასში ნელ ცეცხლზე გაადნეთ 2-3 სუფრის კოვზი შაქარი. როდესაც ის ღია ყავისფერ მასად იქცევა, კოვზით აურიეთ და დაელოდეთ, ვიდრე არ გაუჩნდება ბუშტუკები და ქაფი მთლიანად არ გაქრება. ამის შემდეგ ქვაბი 2/3-ზე შეავსეთ მდუღარე წყლით. ამ დროს წარმოქმნილ შხეფებს თვალები და ხელები მოარიდეთ. ადუღეთ, ვიდრე ერთმანეთს კარგად არ შეერევა, შემდეგ გადმოდგით ქურიდან და გააცივეთ, გადაასხით ბოთლში და თავი დაუცეთ. ოთახის ტემპერატურაზე ინახება 1-2 კვირა. ცოტაოდენი გახსენით ფინჯან ჩაიში ან თბილ წყალში და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ. 2-4 დღეში ხველა შესუსტდება და ცოტა ხნის შემდეგ სულ მთლად გაივლის.
  • ტუბერკულოზის დროს 2 კვერცხის გული, 2 ს/კ შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 50 გრამი უმარილო კარაქი ან ღორის მუცლის ქონი კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ორლიტრიან ქილაში, დაასხით ადუღებული რძე, შემდეგ აიღეთ 5 კვერცხის ნაჭუჭი, გაახმეთ ტაფაზე, დაფქვით, გაცერით და ქილაში ჩასხმულ ნარევს დაუმატეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფილტვის დაავადებათა პროფილაქტიკა და ავადმყოფის ცხოვრების წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები