/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - ზაფხულის სერიოზული პრობლემა და ინფექციების თავიდან არიდების გზები - "მკურნალის" სტუმარია დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ვახტანგ კვირკველია

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საკვებში შემავალი ვიტამინები და მინერალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებში შემავალი ვიტამინები და მინერალები

საკვებში ვიტამინებისა და მინერალების შესანარჩუნებლად მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

1. პროდუქტის ხარისხი;

2. საკვების ტექნოლოგიური დამუშავება;

3. პროდუქტის სახეობა;

4. შენახვის წესი და ვადები;

5. საკვების მომზადების წესები და მეთოდები;

6. საკვებში დანამატების არსებობა, რომლებიც დიდ ზემოქმედებას ახდენს მასში შემავალ ვიტამინებსა და მინერალებზე;

7. არის თუ არა ხილი და ბოსტნეული ქიმიკატებით დამუშავებული.

საკვებში ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:

  • ვიტამინებს ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის კანი შეიცავს;
  • პროდუქტის თერმული დამუშავებისას ვიტამინების შემცველობა 25-100%-ით მცირდება;
  • ვიტამინების შემცველი პროდუქტები სამი დღის შემდეგ 30-დან 50%-მდე კარგავს კვებით ღირებულებას;
  • ზოგიერთი ვიტამინი სინათლეზე იშლება;
  • ადუღების, გაყინვის, გამოშრობისა თუ გახმობის, პასტერიზაციის, ლითონის ჭურჭელთან შეხებისას ვიტამინების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება;
  • ყველაზე მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს ახალი, სუფთა და დამუშავებული პროდუქტი.

იმისათვის, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რომელ ვიტამინს შეიცავს:

A ვიტამინი (რეტინოლი) - ეს არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი. ის ძირითადად ცხოველურ პროდუქტებშია. მას ორგანიზმი თავადაც წარმოქმნის ბეტა-კაროტინისგან - პიგმენტებისგან, რომელთაც მრავალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს. წითელი ფერის პროდუქტებში ა ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ყვითელ პროდუქტებსა და მწვანილში.

B ჯგუფის ვიტამინები - ეს არის აზოტოვანი ნივთიერებების ერთობლიობა. ამ ჯგუფის თითოეული ვიტამინი დანომრილია - B1-დან B20-მდე. ამ კომპლექსის ყოველ წევრს თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

B ჯგუფის ვიტამინები ყველაზე მეტია საფუარში, ხაჭოში, ყველში, რძეში, გაღივებულ მარცვლეულში, პარკოსნებში, ღვიძლში. მისი წყაროა მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ნესვი, გოგრა, მიწის თხილი (არაქისი), თევზი, კვერცხი.

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) წყალში ხსნადი ვიტამინია, ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს და ვერც მის მარაგს აგროვებს. ამიტომ აუცილებელია კვების რაციონში ც ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ჩართვა.

C ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ციტრუსებში, ბოსტნეულში, განსაკუთრებით - ფოთლოვანში. მას შეიცავს ნესვი, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ქაცვი, ასკილი, ცირცელი, ქერქიანად მოხარშული კარტოფილი. C ვიტამინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, მაგ. ღვიძლი და თირკმელები.

D ვიტამინი - ის ირგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება, იგი ქიმიური სტრუქტურით მსგავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლიობაა. ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში ფოსფორისა და კალიუმის დონეს.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან დ ვიტამინი გვხვდება თევზის ქონში, კვერცხის გულში, ხიზილალაში, რძის ნაწარმში, ყველსა და კარაქში. დ ვიტამინით მდიდარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან აღსანიშნავია სოკო, ჭინჭარი, ოხრახუში, იონჯა, შვიტა.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) - მისი ძირითადი წყაროა გაღივებული ხორბალი და მისი ცხიმი, ნიგოზი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, არაქისისა და შირბახტის ზეთი. ბევრია ტოკოფეროლი აგრეთვე ღვიძლში, ორაგულში, კვერცხის გულში, სტაფილოში, ისპანახსა და შვრიაში; ე ვიტამინის შეთვისებისთვის აუცილებელია სელენი და თუთია. ნამცხვრები და ტკბილეული აფერხებს მის შეთვისებას.

F ვიტამინი (პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები). მისი ძირითადი წყაროა ზეითუნის, სელის, კანაფის, ყაყაჩოს ზეთი, თევზის ქონი, მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში, ავოკადო. F ვიტამინის დაცვისა და მისი მოქმედების გასაძლიერებლად ის ანტიოქსიდანტებთან, ბ ვიტამინსა და თუთიასთან, ერთად უნდა მიიღოთ. F ვიტამინი კი აძლიერებს ა, ბ, დ, ე ვიტამინების მოქმედებას.

K ვიტამინი - მისი წყაროა კვერცხი და ღორის ღვიძლი, რძის ნაწარმი. ამ ვიტამინით გაცილებით მდიდარია მცენარეული პროდუქტები, კერძოდ - ისპანახი, სალათის ფურცლები, მწვანე ჩაი, ჭინჭარი, მწვანე ფოთლოვანი და ბრიუსელის კომბოსტო. კ ვიტამინს შეიცავს აგრეთვე ზეითუნის ზეთი, ზოგიერთი ხილი (ბანანი, ავოკადო, კივი), ქატო, მარცვლოვნები; ალკოჰოლი, ანტიბიოტიკები, გაზიანი სასმელები და ე ვიტამინის დიდი დოზა ხელს უშლის კ ვიტამინის ათვისებას.

P ვიტამინი (ბიოფლავონოიდები, რუტინი) - ის მაქსიმალური რაოდენობით არის ციტრუსებში, უმეტესად ლებნებს შორის სივრცეებში და თეთრ კანში. რუტინს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და კენკრა - შავი მოცხარი, მაყვალი, ჟოლო, ასკილი, ყურძენი, ცირცელი, ბალი და გარგარი, აგრეთვე - პომიდორი, კომბოსტო, ოხრახუში, წიწიბურა. სასმელებიდან P ვიტამინის წყაროა ლუდი, ღვინო, ჩაი, ყავა.

N ვიტამინი - გვხვდება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. მისი უნიკალური წყაროა გული, თირკმელები და ღვიძლი. ნ ვიტამინს შეიცავს ისპანახი, სოკო, საფუარი, ზოგიერთი ბოსტნეული.

U ვიტამინი ვიტამინისმაგვარ ნივთიერებებს მიეკუთვნება. ის პირველად კომბოსტოს წვენში აღმოაჩინეს. მისი წყაროა თეთრთავა კომბოსტო, ჭარხალი, სატაცური, ოხრახუში, ნიახური, წიწაკა, პომიდორი, ბოლოკი, ხახვი, სტაფილო, ისპანახი, ბანანი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან - ახალი რძე, უმი კვერცხის გული, ღვიძლი.

Q ვიტამინი (კოფერმენტი ქ, უბიქინონი). ესეც ფართოდ გავრცელებული ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა. ის გვხვდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა პროდუქტში.

მინერალები საკვებში

მინერალებს ყველანაირი პროდუქტი შეიცავს: როგორც ბოსტნეული, ისე მარცვლეული, ასევე ხორცეული და რძის ნაწარმი. ყველა მინერალის მიღება სწორედ ამ პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებით შეიძლება. ისეთ მინერალებს, როგორებიცაა კალციუმი და ფთორი, უხვად შეიცავს რძის ნაწარმი (განსაკუთრებით ყველი და ხაჭო), კალიუმი შედის მარცვლოვნებისა და ჩირის (გარგრის, ქლიავის, ქიშმიშის) შემადგენლობაში.

იოდის ძირითადი წყაროა ზღვის პროდუქტები (ზღვის კომბოსტო, წყალმცენარეები, თევზის ქონი). ღვიძლი და კვერცხის გული მდიდარია რკინით. მინერალები უხვად არის მწვანილში.

მინერალები მწვანილში

საქართველოში მწვანილი განსაკუთრებით არომატულია, გაჯერებულია მინერალებით, ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავი სხვა ნივთიერებით.

კამა - მდიდარია C და B ვიტამინებით, კაროტინით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, ასევე ღირებული მიკროელემენტებით: კალციუმით, კალიუმით, რკინით და ფოსფორით.

ოხრახუში - უხვად შეიცავს კალიუმს, მანგანუმს, C, B1, B2 ვიტამინებს და კაროტინს. სულ რაღაც 20-30 გრამი ოხრახუში აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას C ვიტამინზე. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები. ხელს უშლის შეშუპებას და წონის მომატებას.

ქინძი - B1, B2, ც, P ვიტამინებისა და კაროტინის წყაროა. უხდება თვალებს, კანსა და ლორწოვან გარსს.

მწვანილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს, აფერხებს დაბერების პროცესს, განამტკიცებს ჯანმრთელობას. შეიყვარეთ და უხვად მიიღეთ მწვანილი.