/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

როგორ შევარჩიოთ ვიტამინები

როგორ შევარჩიოთ ვიტამინები
დღეს აფთიაქებში ათასგვარი ვიტამინი იყიდება: ერთ-, ორ- და სამკომპონენტიანი ვიტამინები, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, პოლივიტამინები, კანისთვის, თმისთვის, ფრჩხილებისთვის, თვალებისთვის, მამაკაცებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, ასაკოვანთათვის განკუთვნილი ვიტამინები... მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი სამკურნალო საშუალებებია და როგორც ყველა წამალი, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ, ამასთან, მკაცრად დავიცვათ მკურნალი ექიმის მიერ მითითებული დოზა. რა დანიშნულება აქვს ვიტამინებსა და მინერალებს ადამიანის ორგანიზმისთვის და რომელ პროდუქტებში მოიპოვება ისინი? გვესაუბრება საოჯახო მედიცინის სასწავლო-კლინიკური ცენტრის ოჯახის ექიმი ნელი დოლიძე.

- რას წარმოადგენს ვიტამინი და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანისთვის?

- ვიტამინი ორგანული ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის. ვიტამინები და მინერალები ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება, განსაკუთრებით - გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი შედარებით დასუსტებულია. მათი ნაკლებობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ინფექციური, ნევროლოგიური დაავადებების რისკს და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. არაბალანსირებული კვების შემთხვევაში ინიშნება ვიტამინების პრეპარატები, წესისამებრ, მინერალებთან ერთად, ხოლო ბალანსირებული კვების ფონზე განვითარებული ვიტამინების დეფიციტის შემთხვევაში, როცა საეჭვოა მალაბსორბციის პროცესი ორგანიზმში, აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა. ვიტამინები აუცილებელია საკვებიდან ენერგიის მისაღებად, სისხლის უჯრედთა წარმოსაქმნელად, აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის, მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში, განსაკუთრებით - ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში, ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

- რა და რა სახის ვიტამინები არსებობს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში ხსნადებად და ცხიმებში ხსნადებად. წყალში ხსნადია B ჯგუფის ყველა დაC ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი -  A, D, E და K ვიტამინები. A ვიტამინს - რეტინოლს - შეიცავს: თევზის ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი. რეტინოლს ბეტა-კაროტინის სახით შეიცავს სტაფილო, წიწაკა, პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები, ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი. ა ვიტამინის დეფიციტის დროს თავს იჩენს მხედველობის პრობლემები, უხეშდება კანი, ქვეითდება იმუნიტეტი. ვიტამინ B1-ით - თიამინით, იმავე ანევრინით - მდიდარია ხორბალი, ბრინჯი, ქერი, ღორის ხორცი, პარკოსნები, კარტოფილი, ღვიძლი, ლუდის საფუარი, რძე, კვერცხი. მისი ნაკლებობა იწვევს იოლად დაღლას, უძილობას, თავის ტკივილს, დეპრესიას, კონცენტრაციის დაქვეითებას, ტკივილებს გულის არეში, გულისცემის გახშირებას, მუცლის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ყაბზობას, უმადობას. ვიტამინ B2-ს - რიბოფლავინს - შეიცავს ხორცი, ღვიძლი, თირკმელები, შედარებით მცირე რაოდენობით - რძე. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს შეინიშნება საერთო სისუსტე, ტუჩის კუთხეები სკდება (ანგულარული სტომატიტი), ენა ჟოლოსფერი და შეშუპებულია, ადვილად იღლება თვალები, თავს იჩენს სინათლის შიში, ვითარდება კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი. ვიტამინ B5-ს - პანტოთენის მჟავას - შეიცავს უმთავრესად მცენარეული სურსათი: ბარდა, საფუარი, თხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურა, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო; ცხოველური სურსათიდან - ღვიძლი, თირკმელები, გული, ქათმის ხორცი, კვერცხის გული, რძე, ხიზილალა. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს შეინიშნება იოლად დაღლა, დეპრესია, უძილობა, თავის, კუნთების, ქვედა კიდურების ტკივილი, დისპეფსიური მოვლენები, ითრგუნება იმუნიტეტი. ვიტამინ B6-ს - პირიდოქსინს - შეიცავს: ღვიძლი, თირკმელები, ხორბლის პური, წიწიბურა. მისი დეფიციტის დროს შეინიშნება აგზნებადობა, პირის ღრუსა და ენის ლორწოვანი გარსების ანთება, ახალშობილებს შესაძლოა კრუნჩხვითი რეაქციები განუვითარდეთ. ვიტამინ B12-ს - ციანკობალამინს - შეიცავს: საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე, ყველი. მისი ნაკლებობისას თავს იჩენს ანემია, ტვინის ქსოვილის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც უმთავრესად ნევროლოგიური სიმპტომებით, ძლიერი გაღიზიანებით, კიდურების დაბუჟებით ვლინდება. ვიტამინ B9-ს ანუ ფოლიუმის მჟავას შეიცავს ისპანახი, პრასი, სალათა, ხორცი, ღვიძლი, თირკმელები. ამ ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის - შესაძლოა დაირღვეს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირება, განვითარდეს ჰიდროცეფალია, ანენცეფალია (თავის ტვინის არარსებობა).C ვიტამინის - ასკორბინის მჟავას წყაროა ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი, განსაკუთრებით - ასკილი, შავი მოცხარი, წიწაკა, ლიმონი, ფორთოხალი. შედარებით ნაკლებია იგი ვაშლსა და ბროწეულში.C ვიტამინის დეფიციტის დროს ითრგუნება იმუნიტეტი, ხშირია ინფექციური პათოლოგიები და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, შეინიშნება საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, სახსრების ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა. დ ვიტამინი - კალციფეროლი - უმთავრესად წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედებით, თუმცა მოიპოვება საკვებშიც: რძესა და რძის ნაწარმში, თევზის ქონში, კვერცხის გულში. მისი დეფიციტის დროს ახალშობილს რაქიტი ემუქრება, მოზრდილს - ძვალ-სახსართა პათოლოგიები. ე ვიტამინს - ტოკოფეროლს - შეიცავს ხორბლის პური, წიწიბურა, მწვანილი. მისი ნაკლოვანებისას ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, ანემია, მხედველობის დაქვეითება. K ვიტამინის - ფოლოქინონს, მენაქინონს - შეიცავს ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული. გარდა ამისა, მას გამოიმუშავებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. ეს ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროთრომბინის სინთეზისთვის, სისხლის შედედებისთვის, ახალშობილებისთვის. მისი ნაკლებობისას ვითარდება ჰემორაგიული დიათეზი, ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები, აღინიშნება სისხლიანი ღებინება, კუპრისფერი განავალი.H ვიტამინის, ბიოტინის, დეფიციტი იწვევს სებორეულ დერმატიტს, ანემიას, თმის ცვენას, კუნთების ტკივილს, უძილობას, უმადობას, ლორწოვანი გარსების ანთებას.

- მავნეა თუ არა ვიტამინების სიჭარბე?

- ცოცხალ ორგანიზმს ვნებს როგორც ჰიპოვიტამინოზი, ასევე ჰიპერვიტამინოზიც. ამ დროს მოსალოდნელია მწვავე ალერგია, ნეიროდერმიტი, გასტრიტი, დიარეა. ამიტომ სათანადო გამოკვლევისა და ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად, ვიტამინების კომპლექსის მიღება დაუშვებელია.

- რა როლს ასრულებს მინერალური ნივთიერებები ორგანიზმის ფუნქციობაში?

- მინერალები, ვიტამინებთან ერთად, ცოცხალი ორგანიზმის ფიზიოლოგიური განვითარების წყაროს წარმოადგენს. ცნობილია ასამდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან ოცი ადამიანისთვის აუცილებელია. მათ შორის:

  • მაგნიუმი, რომელიც შედის ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისათვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
  • კალიუმი - აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისათვის.
  • კალციუმი - ძვლებისა და კბილების ერთგვარი საშენი მასალაა, მონაწილეობს სისხლის შედედებაში, გულის კუნთის შეკუმშვის აქტში.
  • ნატრიუმი - მონაწილეობს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოდევნაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
  • ფოსფორი - ცვლის პროცესების აქტიური კომპონენტია. მისი დეფიციტი ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, მხედველობაზე.
  • იოდი - მისი დეფიციტი დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღინიშნება. ამ ნივთიერების დანაკლისის შევსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ამიტომ ორსულებს იოდის პრეპარატებს უნიშნავენ, რაც მომავალ თაობას იოდდეფიციტით გამოწვეული მძიმე შედეგებისგან, ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი დარღვევებისგან იცავს.
  • მანგანუმი - მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  • სპილენძი - აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუცილებელია რკინის ასათვისებლად, აგრეთვე - ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოსაყალიბებლად.
  • თუთია - აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ადეკვატური განვითარებისათვის.
  • რკინა - ორგანიზმს უმთავრესად მიეწოდება საკვებთან ერთად. მისი შეწოვის დაქვეითება, რაც კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პათოლოგიის - ცელიაკიის, მუკოვისციდოზის, ნაწლავური ინფექციების, ჭიების ინვაზიის დროს ხდება, იწვევს ანემიას. ანემიის გამომწვევია აგრეთვე რკინის გაძლიერებული ხარჯვა, რომლის მიზეზიც გახლავთ სისხლდენა, ორსულობა, პუბერტატული (გარდატეხის) ასაკი და სხვა. რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ რკინით მდიდარ საკვებთან ერთად ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რკინის პრეპარატი.

ვიტამინები და მინერალები მედიცინის მძლავრი იარაღია, მაგრამ საჭიროა მათი გონივრული გამოყენება, რათა უზრუნველვყოთ ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება, ფიზიკური სიჯანსაღე და სილაღე.

კომენტარები (1)
Natia
Minda rame vitaminis nakrebis migeba.mawuxebs kuchi da nagvlisbushtshi maqvs kenchebi 21 m.romel vitaminebs mirchevt.didi madloba
თარიღი : 21-01-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევარჩიოთ ვიტამინები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები