რა უნდა ვიცოდეთ ცხიმების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ცხიმების შესახებ

ორგანიზმში ცხიმის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება იყოს ქრონიკული დაღლილობა, ნევროზულობა, მადის პრობლემები, გადაღლა და ცუდი ტანდეგობა.

გასულ საუკუნეში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შიმშილი ცხიმის ნაკლებობის გამო აღმოცენდება, თანამედროვე ადამიანმა კი იცის, რომ შიმშილი გამოწვეულია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობით.

კაცობრიობა დღეს გაცხიმოვნებისა და სიმსუქნის პრობლემას შეეჯახა, ამასთან, ადამიანები, რომლებიც ამ პათოლოგიების წინაშე დგანან, ამავდროულად მუდმივი შიმშილის გრძნობას განიცდიან. ჭამის სურვილი ჩნდება იმის გამო, რომ ორგანიზმში უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება აუცილებელი საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით კი ცხიმები.

რა ფუნქციას ასრულებენ ტრადიციული ცხიმები ადამიანის ორგანიზმში?

ბევრმა იცის, რომ ცხიმის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე არ მოიმატებს. ორგანიზმში ცხიმების სტაბილურობა ხშირად უგულებელყოფილი ფაქტორია. ცხიმები ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის შემადგენელი ნაწილია, ამასთან, სტაბილური ცხიმები აუცილებელია ინსულინის რეცეპტორების შეუფერხებლად ფუნქციობისათვის. აღნიშნული რეცეპტორები განლაგებულია უჯრედის მემბრანების ზედაპირზე. როცა ინსულინის რეცეპტორები ზიანდება, მეტაბოლური სინდრომის განვითარება იწყება. შედეგად, ადამიანი დგება ისეთი დაავადებების ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე, როგორებიცაა: სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა და სხვა.

მსუქან ადამიანებს ეშინიათ მხოლოდ ცხიმების. ეს ყველაფერი კი ტელევიზიისა და მედიის ბრალია, რომელიც თავს უჭედავს სხვადასხვა საშინელებითა და არასწორი ინფორმაციით. ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად უნდა ვიცოდეთ, რა სახის ცხიმები არსებობს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მათგანი სასარგებლოა, ზოგს კი უნდა ვერიდოთ.

თუ ძველ დროს გავიხსენებთ, შევნიშნავთ, რომ ჩვენს წინაპრებს არ აწუხებდათ სიმსუქნე და გაცხიმოვნება. ძველ დროში ცოტამ თუ იცოდა ისეთი დაავადების შესახებ, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სწორად იკვებებოდნენ. ჩვენ უგულებელვყოფთ ბევრ სასარგებლო პროდუქტს, მაგალითად, ცოტა თუ იყენებს ზეითუნის ზეთს.

ცნობილია, რომ ზეთისხილის ზეთის წარმოება სამხრეთის ქვეყნებში დაიწყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთის ხალხებმა ეს პროდუქტი ზღვის სიღრმიდან მოიპოვეს. უფრო სწორად, ზეთი მზადდებოდა თევზის ცხიმისგან და შემადგენლობით პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ზეითუნის ზეთისგან. განსხვავება ისაა, რომ თევზის ცხიმი მონოუჯერია, მაგრამ ის ისეთივე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ადამიანების უმეტესობა იცნობს ამ თევზს, ეს თევზია ჩვეულებრივი ცქიმურა. ჩრდილოეთის ქვეყნების მცხოვრებლები მისგან სანთლებსაც კი ამზადებდნენ, რადგან ის 20% ცხიმისგან შედგება და გამოშრობისას კარგად იწვის.

ცხიმების შემცველი ჯანსაღი საკვები

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ზეითუნის ზეთის სარგებლობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მის ხარისხზეც ბევრია დამოკიდებული. კარგ ზეითუნის ზეთს უნდა ჰქონდეს ნახევრად თხევადი ფორმა და სახლის პირობებში, ოთახის ტემპერატურაზე სრულად უნდა თხევადდებოდეს. კარგ ზეითუნის ზეთს მაცივარში რომ მოათავსებთ, უნდა გაიყინოს. თუ ზეთი სიცივეში ბლანტი არ ხდება და მუქ შეფერილობას არ იძენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უხარისხოა.

ზეითუნის ზეთისა და ცქიმურას (თევზის სახეობა) გარდა, მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს ავოკადო, პეკანის კაკალი და მაკადამია. საყურადღებოა, რომ მონოუჯერი ცხიმები სტაბილურია არა მხოლოდ ამ პროდუქტების შემადგენლობაში, არამედ ადამიანის ორგანიზმშიც. თანამედროვე ადამიანის პრობლემა ის არის, რომ მას სწორედ ამ ცხიმების ეშინია. სწორედ ამ ცხიმებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ათეროსკლეროზის გამომწვევია, თუმცა ასეთი პრეტენზია უსაფუძვლოა.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რომელ ცხიმებს მოაქვთ მეტი სარგებელი ორგანიზმისთვის, სასურველია შევისწავლოთ პრიმიტიული კულტურების რაციონი. ჩრდილოეთის ხალხები ცნობილია იმით, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნადირობით არიან დაკავებულნი. მოგზაურებისა და მონადირეებისთვის პროდუქტი, სახელწოდებით „პემიკანი“, გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. ამ პროდუქტს ჩრდილო ინდიელებიც ამზადებდნენ და ყოველთვის თან მიჰქონდათ. პროდუქტი არის ცხიმის დიდ ფენაში გახვეული ხმელი (გამომშრალი) ხორცი.

თანამედროვე მყარი ცხიმების თვალსაჩინო წარმომადგენელია კარაქი ან მისი მოდიფიკაციები, მაგალითად, ნაღები. ყველაზე სასარგებლოა ძროხის რძისგან დამზადებული კარაქი.

აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებთა საკვები რაციონი მოიცავდა ქოქოსის რძეს. ევროპელები, რომლებიც ჩადიოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ხალხები ცხოვრობენ, გაოცებულნი რჩებოდნენ, თუ რა ლამაზი და ჯანსაღი ტანი ჰქონდათ იქ მცხოვრებლებს. მათი ტანდეგობა სრულყოფილებით გამოირჩეოდა, კბილები კი – სიძლიერითა და თანაბარზომიერებით. კუნძულების მცხოვრებლებს პრაქტიკულად არ აღენიშნებოდათ რაიმე ქრონიკული დაავადება და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ. როდესაც კუნძულები კოლონიებად იქცა, ევროპელებმა დაიწყეს საკუთარი პროდუქციის შეტანა ამ ქვეყნებში. აბორიგენებმა ევროპელების პროდუქტებთან ერთად მათი დაავადებებიც მიიღეს. ისინი დაავადდნენ სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით, ათეროსკლეროზით, ზოგი კიბოს მსხვერპლიც გახდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ქოქოსის ზეთი შეიცავს მყარ ცხიმებს და თუ ისინი ასე საზიანოა, მაშინ ევროპელები კუნძულებზე ცოცხალს ვერავის იპოვიდნენ.

დასასრულ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მყარი და მონოუჯერი ცხიმები ღირებულია იმით, რომ ისინი მდგრადია გაფუჭებისადმი როგორც სხეულის გარეთ, ასევე მის შიგნით. ეს თვისება კი ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების დაზიანების თავიდან აცილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსულინის გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოცენდება.