/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

D ვიტამინი, ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ვარჯიში კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

ამერიკელი, შვეიცარიელი, ფრანგი და გერმანელი მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აჩვენა,

რომ მაღალი დოზით D ვიტამინის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება და ფიზიკური ვარჯიში 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს უნახევრებს ნებისმიერი ტიპის სიმსივნის განვითარების რისკს. სამეცნიერი შრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალში აუცილებელია შედეგების განხილვა და დაკვირვების გაფართოება უფრო ხანგრძლივი დროით, თუმცა პირველადი მონაცემები იმედის მომცემია ონკოლოგიური დაავადებებისგან სიკვდილიანობის დაქვეითების თვალსაზრისით.

D ვიტამინი ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას. ამას გარდა, აღმოჩენილია მექანიზმი, რომელსაც ეს ეფექტი ეფუძნება. აღნიშნული ვიტამინი არეგულირებს რამდენიმე გენის მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელია პროლიფერაციაზე (ქსოვილების ზრდა უჯრედების დაყოფით) და დიფერენციაციაზე, როდესაც თავდაპირველი ერთგვაროვანი უჯრედები იწყებენ სპეციფიკური ფუნქციების ათვისებას. უკვე ცნობილია კავშირი სისხლში D ვიტამინის მაღალ დონესა და ნებისმიერი ფორმის კიბოს განვითარების დაბალ დონეს შორის. თუმცა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა საპირისპირო სურათი და მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ სინამდვილეში D ვიტამინი ხელს არ უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას, თუმცა ამუხრუჭებს მის პროგრესირებას და ამცირებს სიკვდილის რისკს.

ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს

ცნობილია, რომ ომეგა-3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეუძლია კიბოს განვითარების პრევენცია ანთებითი პროცესების, უჯრედული პროლიფერაციის და ანგიოგენეზის დათრგუნვით. ამ ეფექტის საფუძველია პროგრამირებული უჯრედული სიკვდილის სპეციფიკური ტიპი, რომელსაც ფეროპტოზს უწოდებენ. ამ შემთხვევაში უჯრედები იღუპება მათი მემბრანების ლიპიდების დარღვევის შედეგად. თუმცა კოჰორტული კლვევის შედეგები, რომელშიც სწავლობენ დაავადების განვითარების ალბათობას მოსახლეობის გამოყოფილ ჯგუფში, არადამაჯერებელი აღმოჩნდა. მსხვილმა მეტაანალიზმა, რომელიც 113,5 ათასი ადამიანის მონაწილოებით ჩატარებულ 27 კვლევას აერთიანებდა, აჩვენა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უმნიშვნელო გავლენა კიბოს განვითარების რისკზე.

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს იმუნიტეტს. ვარჯიში სასარგებლოა დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად. რაც შეეხება კიბოს, ნაჩვენებია, რომ ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი ანთებითი პროცესების დათრგუნვით და გააუმჯობესოს იმუნიტეტის მუშაობა. ობსერვაციულმა (ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას შორის კავშირის გამოვლენისაკენ მიმართულმა) კვლევამ აჩვენა რამდენიმე ტიპის კიბოს რისკის შემცირება აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარ ადამიანებს შორის. თუმცა პრაქტიკულად არ არის კლინიკური კვლევების მო­ნაცემები, რომლებიც დაამტკიცებდა მიზეზშედეგობრივ კავშირს.

ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორმა ბიშოფ-ფერარიმ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ კლინიკური კვლევა, რათა უფრო ზუსტად განესაზღვრათ, ნამდვილად მოქმედებდა თუ არა D ვიტამინის და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყოველდღიური მიღება, ასევე ფიზიკური ვარჯიში კომბინაციაში ან ცალკე, კიბოს განვითარების ალბათობაზე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2157-მა ადამიანმა, საშუალო ასაკით – 75 წელი, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს 8 ჯგუფად. პირველი ჯგუფი იღებდა ყოველდღიურად 2000 ს. ე. D3 ვიტამინს, 1 გ ომეგა-3-ს და ვარჯიშობდა კვირაში 3-ჯერ. მეორე ჯგუფი იღებდა D3 ვიტამინსა და ომეგა-3-ს, მესამე – D ვიტამინს და ვარჯიშობდა, ომეგა-3-ის მიღებასთან ერთად. სამ ჯგუფში თერაპიული ჩარევა მხოლოდ ერთი იყო (ვიტამინი, ომეგა-3 ან ვარჯიში), ხოლო ბოლო ჯგუფი საკონტროლოდ იღებდა პლაცებოს.

კიბოს პრევენციისთვის ყველა კომბინაცია ეფექტური აღმოჩნდა.

ყოველ 3 თვეში, სამი წლის განმავლობაში, მონაწილეებს უტარდებოდათ კვლევები. კლინიკური კვლევების პერიოდში გამოვლინდა ინვაზიური კიბოს 81 შემთხვევა, როდესაც მეტასტაზები პირველადი კერიდან ვრცელდება ჯანმრთელ ქსოვილებსა და ორგანოებზე. ამავდროულად, მკურნალობის თითოეული მეთოდი ახდენდა მცირე ინდივიდუალურ ეფექტს. მაგალითად, D ვიტამინმა კიბოს განვითარების რისკი შეამცირა 24%-ით, ომეგა-3-ის უჯერმა ცხიმოვანმა მჟავებმა – 30%-ით, ხოლო ვარჯიშმა – 26%-ით. სამიდან ნებისმიერი ორი სახეობის თერაპიის კომბინაცია რისკს ორჯერ ამცირებდა, სამივეს შემთხვევაში – 61%-ით.

სახლში მარტივი ძალოსნური ვარჯიშების პროგრამა, D3 ვიტამინისა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები საკვებ დანამატებთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

D ვიტამინი, ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ვარჯიში კიბოს განვითარების რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები