/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

გაზაფხული და ვიტამინების დეფიციტი

გაზაფხული და ვიტამინების დეფიციტი
გაზაფხულზე ენერგიის ნაკლებობას განიცდით, სულ გეძინებათ, არ გყოფნით ძალა, მოდი, გავერკვიოთ,

რას უნდა მივაწეროთ ეს სიმპტომები და როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ თავს ყველა სეზონზე კარგად ვგრძნობდეთ.

ყველანაირი ვიტამინის ნაკლებობა ავიტამინოზია?!

ხშირ შემთხვევაში, ის, რასაც ავიტამინოზს ვეძახით – სინამდვილეში სულაც არ არის ავიტამინოზი. ავიტამინოზი ნიშნავს ორგანიზმში ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არარსებობას. ორგანიზმის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა, თუ რთული ფორმის კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დაავადებები არ გაქვთ – ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, თუ არ შიმშილობთ ან რომელიმე ექსტრემალურ დიეტაზე არ ხართ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ავიტამინოზის დროს ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ჩნდება სპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც კონკრეტული სახის ვიტამინების უკმარისობის რთულ ფორმას ერთვის.

ალბათ, გსმენიათ ცინგას შესახებ. ცინგა (სურავანდი) – მწვავე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ უქონლობა. მისი სიმპტომებია: ჰემორაგიული გამონაყარი, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების მორყევა, სახსრებისა და კიდურების ტკივილი, პირიდან და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ძლიერი შეშუპება. ამ დაავადების გართულებულ ფორმებს უფრო უარესი და საშიში სიმპტომები აქვს. ეს არის ავიტამინოზი.

არსებობს შედარებით ნაკლებად ცნობილი დაავადება – ბერი-ბერი. ბერი-ბერი (ავიტამინოზის სახეობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზში В1 ვიტამინის უკმარისობა. დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში В1 ვიტამინის უკმარისობით, რასაც მივყავართ სისხლში მჟავას გადაჭარბებულ დაგროვებამდე. თავის მხრივ, ეს ხდება ორგანიზმის ისეთი სისტემების სწორი მუშაობის დარღვევისას, როგორებიცაა: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი.

ბერი-ბერის წარმოშობის მიზეზებია: В1ვიტამინის არასაკმარისი გამოყენება (არასწორი კვება), ორგანიზმის მიერ В1 ვიტამინის შეწოვის შეუძლებლობა, სპირტიანი სასმლით ინტოქსიკაცია. მისი სიმპტომები გახლავთ: კიდურების ძლიერი შეშუპება, ფეხების ტკივილი, ხუთვა, საერთო სისუსტე, გულის უკმარისობის გახშირება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში გრძნობის დაკარგვა, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევა, მეტყველების დარღვევა, თვალების უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი), ხშირი გულისრევის შეგრძნება და დამბლა. ესეც ავიტამინოზია.

თანამედროვე ადამიანი უფრო ხშირად ჰიპოვიტამინოზის წინაშე დგება – ეს ვიტამინების უკმარისობის მსუბუქი ფორმაა, რომელიც ორგანიზმში ერთი ან რამდენიმე ვიტამინის შემცირებით არის გამოწვეული. საფრთხე ისაა, რომ ჰიპოვიტამინოზის სიმპტომები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან მათი მიწერა სხვა მიზეზებზე იოლად შეიძლება, მაგალითად, სტრესზე ან გადაღლაზე.

რატომ ჩნდება ვიტამინების დეფიციტი?!

1. არაბალანსირებული კვება

ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს საკვებიდან იღებს. ამიტომ აუცილებელია, თქვენი რაციონი მრავალფეროვანი იყოს. იფიქრეთ ამ ყველაფერზე თქვენი რაციონის შედგენისას, ვიდრე მოდურ დიეტას დაიცავთ!

დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარებული საკვების ხარისხსაც. მაგალითად, მთელმარცვლიანი პროდუქტები, В1 ვიტამინის შემადგენლობით, რამდენჯერმე უსწრებენ რაფინირებულ პროდუქტებს.

არასწორად შენახული ან მომზადებული საკვებიც ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. მაგალითად, С ვიტამინი პროდუქტის თერმულად დამუშავების შემდეგ ბოლომდე იკარგება.

2. ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინების მიმართ

ვიტამინების სადღეღამისო ნორმა სხვადასხვაა და ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა. შ. ამიტომ საშუალოსტატისტიკურ ციფრებზე დაყრდნობა ასეთ შემთხვევაში არასწორია.

ვიტამინების საჭიროება იზრდება ძლიერი სტრესების, ინტენსიური დატვირთვების (როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი), მწვავე და ქრონიკური დაავადებების, ტრავმებისა და ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის პერიოდში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალებს მეტი ვიტამინი ესაჭიროებათ. აუცილებელია ასაკის გათვალისწინება – ბავშვებს, მოზარდებს და მოხუცებს დროის სხვადასხვა პერიოდში – სხვადასხვა ვიტამინის საჭიროება უჩნდებათ.

გასათვალისწინებელია კლიმატური პირობებიც. ცივი კლიმატი, ცხელი კლიმატის მსგავსად, საშუალო, ნორმაზე 30-60%-ით გაზრდილი ვიტამინების დოზას მოითხოვს.

3. ნეგატიური ფაქტორების გავლენა

აქ საქმე მხოლოდ ცუდ ეკოლოგიას არ ეხება. ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი, ისევე როგორც ჩვენი მავნე ჩვევები! მოწევა და ალკოჰოლი, ტკბილეულის ჭარბი მოხმარება და სწრაფი კვება – ვიტამინების უკმარისობას იწვევს!

თუ С ვიტამინის რეკომენდებული დოზა ქალებისთვის 55-75 მილიგრამია, მამაკაცებისთვის კი – 75-90 მილიგრამი, მწეველებისთვის ეს ნორმა 400 მილიგრამამდე იწევს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინების ნაკლებობა ზოგიერთმა ფარმაცევტულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს.

რომელი ვიტამინები არ გვყოფნის გაზაფხულზე?

როგორც წესი, გაზაფხულზე С ვიტამინის ნაკლებობას განვიცდით, რადგან ზამთრის განმავლობაში ნაკლებად ვიღებთ მის შემცველ პროდუქტებს: ბოსტნეულს, ხილსა და კენკრას. პროდუქტის შენახვისას С ვიტამინი ნაწილობრივ ნადგურდება და ცივ ზამთარში ახალი ვაშლის, ფორთოხლის, კომბოსტოს, პომიდვრის მიღებით საჭირო რაოდენობის ვიტამინს მაინც ვერ ვიღებთ. გარდა ამისა, ზამთარში С ვიტამინის საჭიროება ორგანიზმში კიდევ უფრო იზრდება და მიწოდებული ვიტამინი საკმარისი მაინც არ არის.

ვიტამინები აბების სახით უნდა მივიღოთ?!

ეს С ვიტამინს ეხება – ორგანიზმში არ გროვდება და მასთან დაკავშირებული ჰიპერვიტამინოზი უიშვიათესი შემთხვევაა, ამიტომ შეგიძლიათ ის ზამთარში მიიღოთ.

ვიტამინების კომპლექსების „ყოველი შემთხვევისათვის“ დალევა ძალიან ცუდი იდეაა! მათმა უკონტროლო მიღებამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს. ეს, პირველ რიგში, ცხიმხსნად ვიტამინებს ეხება (А, D, Е, К), რომლებიც, წყალში ხსნადი ვიტამინებისგან განსხვავებით, ორგანიზმში გროვდება. მათი დაგროვება კი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.

მაგალითად, D ვიტამინის სიჭარბეს სისხლძარღვებში, გულში, თირკმელებსა და ფილტვებში კალციუმის დაგროვებამდე მივყავართ. А ვიტამინის სიჭარბეს ღვიძლისა და ელენთის მუშაობის დარღვევის, ქალასშიდა წნევის მატების, სახსრებში ტკივილისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების პროვოცირება შეუძლია. Е ვიტამინის ხანრგრძლივი მიღება, შეიძლება, თავის ტკივილის, სისუსტის, საკვების მონელების დარღვევის, ჰიპოგლიკემიის, კუნთოვანი კრუნჩხვების მიზეზად იქცეს. К ვიტამინის ჭარბმა დოზამ კი შეიძლება ჰემოლიზური სიყვითლე გამოიწვიოს!

რაც შეეხება წყალში ხსნად ვიტამინებს, მათი სიჭარბე ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოიდევნება, ამიტომ მათი შემცველი სინტეთიკური პრეპარატების მიღება, სამედიცინო დანიშნულების გარეშე, აზრს მოკლებულია!

როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების უკმარისობა?

რეცეპტი მარტივი და ხელმისაწვდომია, მაგრამ, ამავდროულად, რთულიც, რადგან გარკვეულ თვითდისციპლინას მოითხოვს. „ჯადოსნური აბის“ მიღება ყველა პრობლემის ერთიანად გადაწყვეტის იმედით – ძალიან მარტივი საქმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელი! თუ გსურთ თქვენი ჯანმრთელობის მოფრთხილება და შენარჩუნება – მაქსიმალურად ეფექტური მეთოდით, მაშინ შემდეგ წესებს დაემორჩილეთ:

  • იკვებეთ მრავალფეროვანი და ბალანსირებული რაციონით.
  • მიირთვით მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული – მთელი წლის განმავლობაში.
  • მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რაფინირებულ პროდუქტებს, ალკოჰოლს.
  • დაანებეთ თავი მოწევას!
  • იზრუნეთ პროდუქტების სწორად შენახვაზე.
  • თავი აარიდეთ საკვების ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება და რაციონის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით შედგენა! ჩვეულებრივ, ეს ნაბიჯები საკმარისია ვიტამინების უკმარისობის აღმოსაფხვრელად!

დაიმახსოვრეთ: ვიტამინების უკმარისობის დროს უნდა გაირკვეს, თუ რომელი კონკრეტული ვიტამინები აკლია თქვენს ორგანიზმს და მხოლოდ მათ შესავსებად მიიღოთ სინთეტიკური ვიტამინები! ნუ მიიღებთ ვიტამინებს „ყოველი შემთხვევისთვის“ ან „მარაგის“ შესაქმნელად!

იკვებეთ სწორად და იქნებით ჯანმრთელი!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გაზაფხული და ვიტამინების დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები