B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება მხედველობისა და მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა გამოიწვიოს

ამას გარდა, B12 ვიტამინის დეფიციტი იწვევს გამონაყარს, სილურჯეების განვითარებას, კუნთების სისუსტეს, კიდურების დაბუჟებას და ამუხრუჭებს ქსოვილების რეგენერაციას.
В ჯგუფის ვიტამინები აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ვიტამინს, რომელთაგან თითოეული საკუთარ ფუნქციას ასრულებს. B12 ვიტამინი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოებას და არეგულირებს ნერვულ სისტემას. B6 — ორგანიზმს ეხმარება საკვებისა და ენერგიის გარდაქმნაში, ხოლო B1 და B2 პასუხისმგებელია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე.