/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

თირკმლის დაავადებები ბავშვებში

თირკმლის დაავადებები ბავშვებში
ბავშვთა ასაკში ზედა სასუნთქი გზების დაავადებების შემდეგ მეორე ადგილი უკავია პიელონეფრიტს, ხოლო საშარდე გზების ინფექციების შემდეგ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლუმერულონეფრიტი. ამ დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ პედიატრი ელენე ერეკლიშვილი გვესაუბრება. - რატომ ემართებათ ბავშვებს პიელონეფრიტი?- ხუთ წლამდე პიელონეფრიტი 3-4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მომდევნო წლებში, უფრო მოზრდილ ასაკში.

გოგონები 3-ჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე ბიჭები. გამოყოფენ ბავშვის განვითარების სამ კრიტიკულ პერიოდს, როდესაც საშარდე სისტემის ინფექციების მიმართ დამცველობითი მექნიზმი განსაკუთრებით დაქვეითებულია:

I. დაბადებიდან 2-3 წლამდე;

II. 4-5-დან 7-8 წლამდე;

III. გარდატეხის პერიოდს.

ამ პერიოდებში პიელონეფრიტით ავადობა მაქსიმალურია. გარდა ამისა, პატარა ბავშვების შარდი საერთოდ არ შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს; 4-5 წლამდე ფიზიოლოგიურად (ნორმაში) ბავშვებს არ შესწევთ შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის უნარი; ანტიბიოტიკების ხშირი და უსისტემო მოხმარება ინფექციისადმი წინააღმდეგობის უნარის დაქვეითებას განაპირობებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-კრიატინის დამწევი საშუალება თუ არის ან მისი მკურნალობა ხალხური მეთოდით</p>

- რა იწვევს პიელონეფრიტს?

- პიელონეფრიტის დროს ხშირად ინფექციის წყაროა ორგანიზმში არსებული ქრონიკული კერა, მაგალითად, კარიესული კბილები, ტონზილიტი. მუცლადყოფნის პერიოდის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) რისკფაქტორად მიიჩნევა. პიელონეფრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითება, განსაკუთრებით - ჩვილ (1 წლამდე) ასაკში, ასევე - თირკმლის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობს შარდის ნაკადის ცვლილებით (შარდსაწვეთის გამტარობის დარღვევა, შარდსადინარის სტენოზი, ჰიდრონეფროზი, თირკმლის პოლიკისტოზი). უფრო ხშირად, განსაკუთრებით - ბიჭუნებში, გვხვდება შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი, როდესაც ხდება შარდის უკუგადასროლა შარდის ბუშტიდან თირკმელებისკენ. პიელონეფრიტის ფორმები განასხვავებენ პირველად და მეორეულ პიელონეფრიტს. პირველადი პიელონეფრიტის დროს დაავადება უვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვს. მეორეული პიელონეფრიტის დროს სახეზეა შარდგამომყოფი სისტემის განვითარების ანომალიები. მიმდინარეობის მიხედვით კი განასხვავებენ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

- რა ნიშნებია დამახასიათებელი დაავადებისთვის?

- მწვავე პიელონეფრიტი იწყება ტემპერატურის მომატებით 38-40 გრადუსამდე, თან ახლავს შემცივნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ პირღებინება. უნდა განვასხვაოთ დაავადების მიმდინარეობა მოზრდილი ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში. ბავშვებისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი მუცლის არეში (ხშირად - დაუზუსტებელი ლოკალიზაციის) და წელის არეში, რომელიც ძლიერდება შარდვის ბოლოს; შესაძლოა შარდის შეუკავებლობა.
  • დიზურიული (როდესაც პათოლოგიურ პროცესში ჩართულია საშარდე გზების ქვედა ნაწილი).
  • ხშირი შარდვა, მტკივნეულობა ან წვის შეგრძნება შარდვის ბოლოს, შესაძლოა შარდის შეუკავებლობა.
  • ინტოქსიკაცია, სხეულის ტემპერატურის მომატება (ხშირად მხოლოდ სუბფებრილური) შემცივნებით, თავის ტკივილი, სისუსტე, ანორექსია, სიფითრე.

მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია თირკმლის გარე ნიშნების სიჭარბე, რაც საშარდე სისტემის მორფოლოგიური უმწიფრობით აიხსნება და ანთებითი პროცესის გენერალიზაციით მიმდინარეობს. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით, ტოქსიკოზისა და ექსიკოზის ნიშნების თანდათანობით გაღრმავებით. პირველ დღეებში ბავშვი აღგზნებულია, შემდეგ თანდათან ეუფლება ადინამია - მივარდნილია. მოსალოდნელია მენინგიზმის ნიშნების განვითარებაც. ანორექსიის გამო ბავშვი იკლებს წონას. წონის კლებას ხელს უწყობს პირღებინება, თხიერი განავალი. ამ ასაკში დისპეფსიური მოვლენები სჭარბობს დიზურიულს (საშარდე სისტემისას). თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბავშვის ქცევას, შევამჩნევთ, რომ იგი ჭირვეულობას იწყებს შარდვის დროს. საერთო ჯამში, მცირე ასაკის ბავშვებში საშარდე სისტემის მწვავე ინფექციის სურათი მოგვაგონებს სეფსისს და თან ახლავს არა მხოლოდ თირკმელებში, არამედ ღვიძლში, ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებში მიმდინარე ცვლილებები. მაღალი ტემპერატურა შემცივნებითა და ოფლიანობით ერთი კვირა გრძელდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თანდათან იკლებს და ბოლოს გაივლის.

- როგორია დაავადების გამოსავალი?

- სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში მწვავე პიელონეფრიტი სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. კლინიკური ნიშნების გაქრობიდან 6-12 დღის შემდეგ ნორმას უბრუნდება შარდის, სისხლის მაჩვენებლები. აღდგება თირკმლის ფუნქცია. პიელონეფრიტი, რომელიც გრძელდება ერთი წელი და მეტი ან გამწვავებებით მიმდინარეობს, იღებს ქრონიკულ სახეს. გამწვავების დროს აღინიშნება:

  • 38-40 გრადუსამდე ცხელება შემცივნებით;
  • ტკივილი;
  • დიზურიული მოვლენები (ტკივილი შარდვისას, შარდის შეფერილობის ცვლილება, ხშირი შარდვა).

პიელონეფრიტის ქრონიკული ფორმის დროს გამოხატულია ინფექციური ასთენია - ბავშვი გაღიზიანებულია, ადვილად იღლება, ჩამორჩება სწავლაში.

კომენტარები (2)
Elene oboladze
Chem a shvs qonda sisxliani shardi bavshvi titqmis sami wlisaa shemdeg chveulebrivad chadga normashi drodadro isev aqvs sheperili shardi titqos mxvie.arc gacieba da arc rame magvari ar aqvs.ch eulebri ad jams da tamashobs.ras mirchevt rasheizleba iyos
თარიღი : 02-09-2017
tirkmlis gadideba shesadzloa tirkmlis antebis mize
tirkmlis gadideba shesadzloa tirkmlis antebis mizezit iyos gamotsveuli?
თარიღი : 31-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თირკმლის დაავადებები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის დაავადებები ბავშვებში

გოგონები 3-ჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე ბიჭები. გამოყოფენ ბავშვის განვითარების სამ კრიტიკულ პერიოდს, როდესაც საშარდე სისტემის ინფექციების მიმართ დამცველობითი მექნიზმი განსაკუთრებით დაქვეითებულია:

I. დაბადებიდან 2-3 წლამდე;

II. 4-5-დან 7-8 წლამდე;

III. გარდატეხის პერიოდს.

ამ პერიოდებში პიელონეფრიტით ავადობა მაქსიმალურია. გარდა ამისა, პატარა ბავშვების შარდი საერთოდ არ შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს; 4-5 წლამდე ფიზიოლოგიურად (ნორმაში) ბავშვებს არ შესწევთ შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის უნარი; ანტიბიოტიკების ხშირი და უსისტემო მოხმარება ინფექციისადმი წინააღმდეგობის უნარის დაქვეითებას განაპირობებს.

- რა იწვევს პიელონეფრიტს?

- პიელონეფრიტის დროს ხშირად ინფექციის წყაროა ორგანიზმში არსებული ქრონიკული კერა, მაგალითად, კარიესული კბილები, ტონზილიტი. მუცლადყოფნის პერიოდის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) რისკფაქტორად მიიჩნევა. პიელონეფრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითება, განსაკუთრებით - ჩვილ (1 წლამდე) ასაკში, ასევე - თირკმლის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობს შარდის ნაკადის ცვლილებით (შარდსაწვეთის გამტარობის დარღვევა, შარდსადინარის სტენოზი, ჰიდრონეფროზი, თირკმლის პოლიკისტოზი). უფრო ხშირად, განსაკუთრებით - ბიჭუნებში, გვხვდება შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი, როდესაც ხდება შარდის უკუგადასროლა შარდის ბუშტიდან თირკმელებისკენ. პიელონეფრიტის ფორმები განასხვავებენ პირველად და მეორეულ პიელონეფრიტს. პირველადი პიელონეფრიტის დროს დაავადება უვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვს. მეორეული პიელონეფრიტის დროს სახეზეა შარდგამომყოფი სისტემის განვითარების ანომალიები. მიმდინარეობის მიხედვით კი განასხვავებენ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

- რა ნიშნებია დამახასიათებელი დაავადებისთვის?

- მწვავე პიელონეფრიტი იწყება ტემპერატურის მომატებით 38-40 გრადუსამდე, თან ახლავს შემცივნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ პირღებინება. უნდა განვასხვაოთ დაავადების მიმდინარეობა მოზრდილი ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში. ბავშვებისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი მუცლის არეში (ხშირად - დაუზუსტებელი ლოკალიზაციის) და წელის არეში, რომელიც ძლიერდება შარდვის ბოლოს; შესაძლოა შარდის შეუკავებლობა.
  • დიზურიული (როდესაც პათოლოგიურ პროცესში ჩართულია საშარდე გზების ქვედა ნაწილი).
  • ხშირი შარდვა, მტკივნეულობა ან წვის შეგრძნება შარდვის ბოლოს, შესაძლოა შარდის შეუკავებლობა.
  • ინტოქსიკაცია, სხეულის ტემპერატურის მომატება (ხშირად მხოლოდ სუბფებრილური) შემცივნებით, თავის ტკივილი, სისუსტე, ანორექსია, სიფითრე.

მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია თირკმლის გარე ნიშნების სიჭარბე, რაც საშარდე სისტემის მორფოლოგიური უმწიფრობით აიხსნება და ანთებითი პროცესის გენერალიზაციით მიმდინარეობს. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით, ტოქსიკოზისა და ექსიკოზის ნიშნების თანდათანობით გაღრმავებით. პირველ დღეებში ბავშვი აღგზნებულია, შემდეგ თანდათან ეუფლება ადინამია - მივარდნილია. მოსალოდნელია მენინგიზმის ნიშნების განვითარებაც. ანორექსიის გამო ბავშვი იკლებს წონას. წონის კლებას ხელს უწყობს პირღებინება, თხიერი განავალი. ამ ასაკში დისპეფსიური მოვლენები სჭარბობს დიზურიულს (საშარდე სისტემისას). თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბავშვის ქცევას, შევამჩნევთ, რომ იგი ჭირვეულობას იწყებს შარდვის დროს. საერთო ჯამში, მცირე ასაკის ბავშვებში საშარდე სისტემის მწვავე ინფექციის სურათი მოგვაგონებს სეფსისს და თან ახლავს არა მხოლოდ თირკმელებში, არამედ ღვიძლში, ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებში მიმდინარე ცვლილებები. მაღალი ტემპერატურა შემცივნებითა და ოფლიანობით ერთი კვირა გრძელდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თანდათან იკლებს და ბოლოს გაივლის.

- როგორია დაავადების გამოსავალი?

- სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში მწვავე პიელონეფრიტი სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. კლინიკური ნიშნების გაქრობიდან 6-12 დღის შემდეგ ნორმას უბრუნდება შარდის, სისხლის მაჩვენებლები. აღდგება თირკმლის ფუნქცია. პიელონეფრიტი, რომელიც გრძელდება ერთი წელი და მეტი ან გამწვავებებით მიმდინარეობს, იღებს ქრონიკულ სახეს. გამწვავების დროს აღინიშნება:

  • 38-40 გრადუსამდე ცხელება შემცივნებით;
  • ტკივილი;
  • დიზურიული მოვლენები (ტკივილი შარდვისას, შარდის შეფერილობის ცვლილება, ხშირი შარდვა).

პიელონეფრიტის ქრონიკული ფორმის დროს გამოხატულია ინფექციური ასთენია - ბავშვი გაღიზიანებულია, ადვილად იღლება, ჩამორჩება სწავლაში.


- იმატებს თუ არა არტერიული წნევა?

- ბავშვებში, უფროსებისგან განსხვავებით, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს არტერიული წნევის მომატება არ შეინიშნება. ის შესაძლოა გამოვლინდეს დაავადების მეორეული ფორმის დროს.

- კვლევის რა მეთოდები გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის?

- მცირე ასაკის ბავშვებში მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პიელონეფრიტის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ჩატარდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და სხვა.

დამატებითი მეთოდებია ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა და სხვა. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს შარდის ანალიზი აჩვენებს კრისტალურიას - მარილების (ოქსალატების, ფოსფატების, ურატების) სიჭარბეს.

- საჭიროა თუ არა პიელონეფრიტის დროს დიეტა, შეიძლება თუ არა ფიზიკური დატვირთვა და რას ურჩევთ მშობლებს ასეთ დროს?

- პიელონეფრიტის მკურნალობის სქემა მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას, დიეტას, სამკურნალო ფიზკულტურას. დიეტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაავადების ფორმა, თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა და სხვა. დაავადების აქტიურ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ცილის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები და მარილი. მწვავე პიელონეფრიტის დროს მე-7-10 დღეს ინიშნება რძისა და მცენარეული დიეტა, ზომიერად იზღუდება ცილა და დღეში 2-3 გრამამდე - მარილი. ნებადართულია ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები, შხაპი, აბაზანა, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით - სამკურნალო ფიზკულტურა წოლით ან მჯდომარე მდგომარეობაში. მკურნალობის ძირითადი კომპონენტია ანტიბიოტიკოთერაპია. საჭიროა ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვება ნეფროლოგის მიერ:

  • გამწვავების დროს - 10 დღეში ერთხელ;
  • რემისიის პერიოდში მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ პირველი 3 წლის განმავლობაში - 3 თვეში ერთხელ;
  • რემისიის პერიოდში 15 წლამდე - წელწადში 1-2-ჯერ, შემდეგ მეთვალყურეობას გააგრძელებს თერაპევტი.

ასევე აუცილებელია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების კონტროლი:

  • შარდის საერთო ანალიზი - თვეში ერთხელ და მწვავე ვირუსული ინფექციის დროს;
  • თირკმელების ექოსკოპიური გამოკვლევა - 6 თვეში ერთხელ.

გირჩევთ, დაავადების ნებისმიერი ნიშნის შემჩნევისთანავე მიმართოთ ექიმს. ნუ ეცდებით პიელონეფრიტის თვითმკურნალობას.

- ექიმებმა ვიცით, რომ მკურნალობის დანიშვნამდე საჭიროა მწვავე პიელონეფრიტის დიფერენცირება მწვავე გლომერულონეფრიტისგან. რა დაავადებაა იგი და რით განსხვავდება პიელონეფრიტისგან?

- მწვავე გლომერულონეფრიტი ბავშვებში თირკმლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საშარდე გზების ინფექციების შემდეგ. იგი ვითარდება არა ბაქტერიული ინფექციის მწვავე პერიოდში, არამედ სტრეპტოკოკური ინფექციის გადატანიდან 2-3 კვირის შემდეგ, ნორმალური ტემპერატურის ფონზე და იშვიათად ახლავს თან დიზურიული დარღვევები.

- რა იწვევს მწვავე გლომერულონეფრიტს?

- გლომერულონეფრიტი თირკმლის გორგლოვანი აპარატის იმუნური ანთების შედეგია. ის პოლიეტიოლოგიური დაავადებაა - მრავალი მიზეზი აქვს. მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი შედარებით კეთილთვისებიანია, თუმცა გვხვდება მისი საკმაოდ მძიმე ვარიანტებიც. ისინი, წესისამებრ, არასწორი, დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ვითარდება. დაავადებას წინ უძღვის რომელიმე სტრეპტოკოკული ინფექცია - ტონზილიტი, ქუნთრუშა, კანის ჩირქოვანი დაზიანება (სტრეპტოდერმია). წელიწადის ცივ პერიოდში გლომერულონეფრიტი უმეტესად ზედა სასუთქი გზების მწვავე ინფექციური პროცესის შემდეგ იჩენს თავს, ხოლო ზაფხულობით - კანის სტრეპტოკოკული დაზიანების შემდეგ.

- სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ გლომერულონეფრიტის განვითარების ალბათობა ყოველთვის არსებობს?

- პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის განვითარება სტრეპტოკოკთან არასაკმარისი და არასწორი ბრძოლის შედეგია. მშობლები ხშირად  მიმართავენ თვითმკურნალობას - მწვავე ვირუსული ინფექციების დროს ბავშვს სრულიად გაუმართლებლად აძლევენ ანტიბიოტიკებს, ხოლო სტრეპტოკოკული ტონზილიტის დროს უპირატესობას ანიჭებენ რეკლამირებულ სავლებს ან საწუწნ აბებს, რომელთა ეფექტი სუბიექტური ჩივილების უმნიშვნელო შემსუბუქებით თუ შემოიფარგლება. სტრეპტოკოკულ ინფექციას მხოლოდ ანტიბიოტიკებით უნდა ვუმკურნალოთ, ისიც - ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით. ამასთან, კურსი 10 დღეს გრძელდება, თუნდაც ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს. მშობლები კი, ტემპერატურა დაიწევს თუ არა, ბავშვს ანტიბიოტიკს აღარ აძლევენ. პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი სტრეპტოდერმიის არასწორი მკურნალობაა. კანის ამ ინფექციის ადგილობრივად, მხოლოდ მალამოთი მკურნალობა არ არის მართებული. აუცილებელია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია. თუ სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობა სწორად ჩატარდა, მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტიც საგრძნობლად გაიშვიათდება.


- უმეტესად რა ასაკის ბავშვები ხდებიან ავად?

- გლომერულონეფრიტი უპირატესად სასკოლო, უფრო ზუსტად, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ხვედრია. შედარებით იშვიათად გვხვდება მოზარდებში, ვაჟებში - ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში.  სტრეპტოკოკი უშუალოდ არ აზიანებს თირკმლის ქსოვილს. სტრეპტოკოკის უჯრედშიგა სპეციფიკური ცილის (ანტიგენის), მის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულისა და კომპლიმენტის (ანტიგენ-ანტისხეულთან დაკავშირებული სუბსტრატის) ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი იმუნური კომპლექსი ილექება თირკმლის გორგლებში და მათ იმუნურ ანთებას იწვევს. ამას  მოჰყვება გორგლოვანი აპარატის ფუნქციის (ფილტრაციის) დაქვეითება და მისი კაპილარების განვლადობის მომატება ცილისა და ერითროციტების მიმართ. სწორედ ამის შედეგია გლომერულონეფრიტის სიმპტომები: ჰემატურია (შარდში სისხლი) და პროტეინურია (შარდში ცილები).

- რა ნიშნებით ვლინდება მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი?

- გლომერულონეფრიტის ნიშნები ინფექციის გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ იჩენს თავს. ეს ნიშნებია:

  • შეშუპება - იგი სახის არეში ლოკალიზდება, თუმცა შესაძლოა, მიიღოს მასიური ხასიათი და მთელ სხეულს მოედოს (ანასარკა);
  • ცვლილებები შარდში - მცირდება მისი გამოყოფა, შესაძლოა, მიიღოს მოწითალო ფერი (ხორცის ნარეცხის ფერი). აქვე გეტყვით, რომ გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, დაავადების შემთხვევები შარდის ცვლილებების გარეშეც;
  • არტერიული ჰიპერტენზია - არტერიული წნევის მომატება დაავადებული ბავშვების უმრავლესობას - 60-85%-ს აღენიშნება.

როგორც შეშუპება,  ისე ჰიპერტენზია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით განპირობებული სითხის შეკავების შედეგია. ამ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს მძიმე გართულებები:

  • გულის შეგუბებითი მოვლენები;
  • კრუნჩხვითი სინდრომი, რომელიც ათიდან დაახლოებით 5-6 შემთხვევაში იჩენს თავს;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.

არც ის არის გამორიცხული, დაავადება მსუბუქად, მხოლოდ შარდის სინდრომით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე მიმდინარეობდეს.

- როგორ მკურნალობენ მწვავე გლომერულონეფრიტს?

- მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა, თუმცა მხოლოდ ჰიპერტენზიისა და შეშუპების გაქრობამდე. ამის შემდეგ წოლა საჭირო არ არის. რაც შეეხება კვებას,  ვიდრე ჰიპერტენზია და შეშუპება გაივლის, რეკომენდებულია სუფრის მარილისა და ცილის შეზღუდვა. შემდგომ დიეტის დაცვას აზრი აღარ აქვს. სამკურნალოდ ძირითადად ის მედიკამენტები ინიშნება, რომლებიც შეშუპებასა და ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათ გამოყენებას მხოლოდ პროფილაქტიკური მიზანი აქვს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სტრეპტოკოკული აგრესია.

- როგორია დაავადების პროგნოზი?

- თუ დაავადებას დროულად გამოვავლენთ და ადეკვატურად ვუმკურნალებთ, გართულებებს თავიდან ავიცილებთ. მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა - ასიდან 95 შემთხვევაში დაავადება სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. რაც შეეხება ქრონიკულ გლომერულონეფრიტს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, იგი არ წარმოადგენს არასწორად ნამკურნალევი მწვავე გლომერულონეფრიტის საბოლოო შედეგს. ქრონიკული გლომერულონეფრიტის განვითარების მიზეზი უმეტესად უცნობი რჩება, ხოლო დიაგნოსტიკა მხოლოდ თირკმლის ბიოფსიური მასალის შესწავლას ემყარება. გამონაკლისია ლიპოიდური ნეფროზი.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანიდან სამი კვირის განმავლობაში ბავშვს დროდადრო უზომონ წნევა და გაუკეთონ შარდის საერთო ანალიზი. ნუ ეგონებათ, რომ ბავშვს წნევის გაზომვა არ სჭირდება. თუ რამე იეჭვეს, დაუყოვნებლივ მიმართონ პირად პედიატრს, რათა დროულად შეფასდეს სიტუაცია, დაისვას დიაგნოზი და მკურნალობაში ჩაერთოს სპეციალისტი - ნეფროლოგი.