გულ-სისხლძარღვთა ქირურგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულ-სისხლძარღვთა ქირურგია

გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა მდგომარეობამ; აღნიშნული სისტემის დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელიც ფასდება დაავადების ტიპის, მისი მიმდინარეობისა და პაციენტის არსებული მდგომარეობის მიხედვით. ქირურგიული მეთოდები შეადგენს მკურნალობის მნიშვნელოვან ნაწილს. კარდიოქირურგები მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გულის იშემიური პათოლოგია.

ყველაზე გავრცელებული კარდიოქირურგიული ოპერაციებია:

  • კორონარული შუნტირება

გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების პათოლოგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების კედელზე ათერომული ფოლაქების დალექვა-დაგროვება იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან ბლოკირებას.

სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში) და გულის შეტევები გულის იშემიური დაავადების შესაძლო შედეგებია. ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ისეთი მეთოდით, როგორიცაა კორონარული შუნტირება, ოპერაცია, რომელიც მოიცავს შემოვლითი არტერიის აგებას დაბლოკილი არტერიის გარშემო სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ჯანსაღი სისხლძარღვის გამოყენებით.

ისეთი დაავადებები, როგორებიცაა გულის მკვებავი სისხლძარღვების დაცობა-ბლოკირება (კორონარული არტერიების დაავადება), გულის შეტევა და გულის უკმარისობა სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.

კორონარული არტერიების შევიწროება ან ბლოკირება იწვევს გულის კვებისა (სისხლმომრაგების) და ფუნქციობის შეფერხება-შეუძლებლობას.

კორონარული ანგიოგრაფიის გამოყენებით კორონარული სისხლძარღვის დაბლოკილი ან შევიწროებული ნაწილის იდენტიფიცირების შემდეგ, იგეგმება შუნტირების ოპერაცია. ოპერაციის დროს, გულის ქსოვილს, რომლის სისხლმომარაგებაც შეფერხებულია, სისხლი მიეწოდება სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ვენის მეშვეობით, (მაგალითად, ფეხის ვენიდან ან სხვა არტერიიდან). პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებით ან მის გარეშე (მომუშავე გულზე).

  • გულის სარქვლის ოპერაცია

გულში სისხლის ნაკადის კონტროლს მისი ოთხი სარქველი უზრუნველყოფს. ეს სარქველებია – აორტული, მიტრალური, ტრიკუსპიდური და ფილტვის. ისინი ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის რეგულირებას გულში. აღნიშნული სარქველები შეიძლება ეფექტურად არ მუშაობდეს (თუ ისინი დაზიანდა ან დაავადდა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, როგორიცაა გულის უკმარისობა. სარქველების პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას (სარქველები შეიცვალოს) ქირურგიული მეთოდით.

გულის სარქვლის ქირურგია გამოიყენება გულის დაზიანებული სარქვლის შესაკეთებლად. როდესაც დაზიანებული ან დაავადებული სარქველი უნდა შეიცვალოს, პროცედურას ეწოდება გულის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაცია.

გულის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაცია საკმაოდ რუტინული გახდა კარდიოვასკულარულ ქირურგიაში. პაციენტს უნერგავენ (უყენებენ) ახალ სარქველს, რომელიც დამზადებულია ბიოლოგიური მასალისგან (ასეთ სარქველებს, ხარის ან ღორის გულის ქსოვილებიდან მიღებულს ორგანიზმი არ იცილებს, მაგრამ ისინი სწრაფად ცვდება), ან მექანიკურ მოწყობილობას, რომელიც ცვლის გულის სარქველს, რომელიც არ ზიანდება (ცვდება) მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მის მფლობელს ავალდებულებს მუდმივად სვას ანტიკოაგულანტები – სპეციალური პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას.

  • კომპლექსური ოპერაციები აორტაზე

ამ ჯგუფში შედის ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა, რომელიც წარმოიქმნება აორტის ან სისხლძარღვების განშრევების შედეგად, მაღალი წნევის გავლენით აორტის გახეთქვისა და მისი კედლის შრეების (ფენების) ერთმანეთისგან გამოყოფისას. სხეულის მთავარი არტერიის, აორტის არანამკურნალევი გამოდრეკა-გამობურცულობა გახეთქვის რისკს ქმნის. მისი დაზიანებული სეგმენტი შეიძლება შეიცვალოს ან გამოსწორდეს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიით.

  • კარდიოსტიმულატორის ინსტალაცია

ეს არის ოპერაციები, რომლებიც გამოიყენება კარდიოსტიმულატორების დასაყენებლად, ისინი ეხმარებიან ელექტროგამტარ სისტემაში არსებული პრობლემების გამო დასუსტებულ და შენელებულ გულს.

კარდიოსტიმულატორები გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

  • გულ-სისხლძარღვთა ქირურგია

კარდიოქირურგია (კარდიოვასკულარული ქირურგია, ასევე კარდიოთორაკალური ქირურგია აშშ-ში) არის ქირურგიისა და კარდიოლოგიის დარგი, რომელიც მკურნალობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს. უფრო კონკრეტულად, კარდიოქირურგია არის გულის იშემიური დაავადების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელს უშლის მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს საკმაოდ ხშირად ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა. ეს იმ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და დაავადება პროგრესირებს, ან როდესაც პაციენტი დახმარებისათვის გვიან აკითხავს სპეციალისტებს და მისი გადარჩენა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას შეუძლია.

კლინიკებსა და საავადმყოფოებში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებებში, პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში გულის დაავადებების სტატისტიკა საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს. ჩვეულებრივ, ექიმთან მისვლა არავის მოსდის აზრად მანამ, ვიდრე დაავადების ნიშნები ცხადად გამოვლინდება.

დაავადებები, რომლებიც ხშირად საჭიროებენ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას, მოიცავს გულის იშემიურ დაავადებას, მიოკარდიუმის ინფარქტსა და ათეროსკლეროზს.

კარდიოქირურგიის კიდევ ერთი გავრცელე­ბული სფეროა ანევრიზმის მოცილება. გულის იშემიური დაავადების შედეგად, ზოგჯერ, მიოკარდიუმის ინფარქტის ადგილზე არსებული ნაწიბური სკდება. ირღვევა პარკუჭთაშორისი კედლის მთლიანობა და ჩნდება ბუშტისმაგვარი გამობურცულობა – ანევრიზმა, რომელსაც ქირურგიულად აცილებენ.

ყველაზე ფასდაუდებელ როლს გულ-სისხლძარღვთა ქირურგია ასრულებს გულისა და სის­ხლძარღვების თანდაყოლილი პათოლოგიების აღმოფხვრაში. გულის თანდაყოლილი დეფექტები (მანკები) რთული და ბოლომდე შეუსწავლელი თემაა. ასეთი დეფექტების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ქირურგიული ჩარევა, ხშირად სამშობიარო მაგიდაზევე – რადგან, ზოგჯერ, ყოველი წუთი ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

თანამედროვე გულ-სისხლძარღვთა ქირურგია შესაძლებელს ხდის სიცოცხლის პირველ 6 თვეში გულის თანდაყოლილი დეფექტებისაგან გათავისუფლებას, მათ შორის, ქირურგიული ჩარევით სარქვლებით აღჭურვილი ახალი სადინარების შექმნას (ე.წ. ანასტომოზები).

  • გულის გადანერგვის ოპერაციები

ხდება ისე, რომ გული მეტისმეტად გაცვეთილია, ან დეფექტები ისეთი სერიოზულია, რომ მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც კი უძლურია. ასეთ დროს კარდიოვასკულარული ქირურგიის სპეციალისტების არსენალში დარჩენილი ბოლო საშუალება ორგანოს სრული ჩანაცვლებაა, ანუ გულის გადანერგვა. ეს ურთულესი ოპერაცია ზოგჯერ ერთადერთია, რომელიც ბოლო ეტაპზე (სტადიაზე) გულ-სისხლძარღვთა დაავა­დების მქონე ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

თანამედროვე მედიკამენტების წყალობით, გულ-სისხლძარღვთა ქირურგია ასეთი პაციენტის სიცოცხლეს დაახლოებით ხუთი წლით ახანგრძლივებს. თუ გავითვალისწინებთ მედიცინის თანამედროვე განვითარების ტემპს – ხუთი წელი უზარმაზარი პერიოდია, რომლის დროსაც შეიძლება გამოჩნდეს ახალი მეთოდები, ტექნოლოგიები და ოპერაციები.

გულის გადანერგვა არის ქირურგიული ჩარევა გულის დაავადების ყველაზე სერიოზული შემთხვევების სამკურნალოდ. გულის გადანერგვის ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ქსოვილის შესატყვისი გვამური დონორის არსებობისას, როგორც გულის დაავადების მკურნალობა.

  • გაუფრთხილდით გულს!

ყველა სახის გულ-სისხლძარღვთა ქირურგია რთული და დელიკატური ჩარევაა (ოპერაციაა), რომელიც მოითხოვს მაღალ ოსტატობას, ცოდნასა და გამოცდილებას. მას ჩვეულებრივ გულ-სისხლძარღვთა ქირურგები ასრულებენ, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სამედიცინო სპეციალისტების გუნდთან, რათა პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგი უზრუნველყონ. მნიშვნელოვანია ექიმთან გულის ქირურგიის პოტენციური რისკების განხილვა, სარგებლისა და გართულებების გაანალიზება, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ვარიანტის გულდასმით განხილვა.