გულის ანევრიზმა მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის ანევრიზმა მკურნალობის მეთოდები

გულის ანევრიზმის გავრცელებული მიზეზია მიოკარდიუმის ტრანსმურალური ინფარქტი, რომელიც გულზე ნეკროზის ფართო უბანს ტოვებს. ზოგჯერ ანევრიზმა ტრავმის ან ჭრილობის შედეგად დაზიანებულ გულის კედელზე ჩნდება (ტრავმისშემდგომი ანევრიზმა). აღწერილია გულის კედლის თანდაყოლილი დეფექტის ადგილას ანევრიზმის ჩამოყალიბების შემთხვევებიც. საერთო ჯამში კი გულის ანევრიზმის ფორმირების მექანიზმი საკმაოდ რთულია და ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა მკვლევრებმა მაინც დაადგინეს, რომ მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტონია და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა.

გულის ანევრიზმის გართულებები

ზემოხსენებულ პრობლემებთან ერთად, გულის ანევრიზმა არღვევს გულის ძირითად (კუმშვის) ფუნქციას და ხელს უწყობს გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას, რომელიც ვლინდება გახშირებული გულისცემით, ქოშინით და ქვედა კიდურების შეშუპებით. გულის ანევრიზმა ხშირად წარმოიშობა მარცხენა პარკუჭის ზედა ნაწილზე და პარკუჭთაშუა ძგიდეზე. უკანასკნელ შემთხვევაში ანევრიზმა მარჯვენა პარკუჭისკენ იბურცება, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ამ უბანზე მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირესა და მარცხენა პარკუჭში არსებულ სისხლის მაღალ წნევასთან. სისტოლის დროს სისხლი ნაწილობრივ ანევრიზმის ღრუში ხვდება, რაც აქვეითებს გულის მიერ სისხლის გამოსროლის ფრაქციას და გულის წუთმოცულობას. ამის შედეგად თანდათან ყალიბდება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. გარდა ამისა, ანევრიზმის ღრუში არცთუ იშვიათად წარმოიშობა კედლისმიერი თრომბები, რომლებიც შესაძლოა მოსწყდეს კედელს, მიგრაცია დაიწყოს და თრომბოემბოლიური გართულებები გამოიწვიოს. გულის ანევრიზმა ემართება მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილთა 10-15%-ს. გულის ანევრიზმის ყველაზე საშიშ გართულებად მიიჩნევა მისი გახეთქვა, რაც ადამიანს სასიკვდილო საფრთხეს უქადის, ვინაიდან გულის ანევრიზმის გაგლეჯას მყისიერი სიკვდილი მოსდევს.

ნიშნები და სიმპტომები

მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე ჩამოყალიბებული გულის ანევრიზმა ვლინდება საერთო სისუსტით, თავბრუხვევით, ქოშინით, სხეულის ტემპერატურის უფრო ხანგრძლივი მომატებით, ვიდრე ინფარქტის დროს. გულში ანევრიზმის არსებობა ანელებს დანაწიბურების (შეხორცების) პროცესს და ხელს უშლის ინფარქტის ადგილას მკვრივი ნაწიბურის წარმოქმნას. მოგვიანებით ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის გულის უკმარისობის ნიშნები (ქოშინი, ქვედა კიდურების შეშუპება და სხვა), რაც მიოკარდიუმის კუმშვითი შესაძლებლობის დაქვეითებით არის განპირობებული. ანევრიზმის დროს შესაძლოა გამოხატული იყოს შემდეგი სიმპტომებიც:

  • ტკივილი გულის მიდამოში;
  • ჰაერის უკმარისობისა და მოხრჩობის შეგრძნება;
  • სიმპტომების შემსუბუქება დაჯდომისას;
  • გულის რიტმის დარღვევა, ძლიერი გულისცემის შეგრძნება;
  • სიმპტომების გაძლიერება ფიზიკური დატვირთვისას;
  • ფსიქომოტორული აღგზნება;
  • კანის სიფერმკრთალე ან სილურჯე;
  • ოფლიანობის გაძლიერება;
  • ხველა;
  • მოვარდისფრო, ქაფიანი ნახველი;
  • კისრის ვენების დაბერვა;
  • ასციტი.

კლასიფიკაცია

გამოყოფენ ანევრიზმის შემდეგ ფორმებს: ჭეშმარიტს, ცრუს და ფუნქციურს, - ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტისა და “ტომრის” ჩამოყალიბებას შორის განვლილი დროის მიხედვით ანევრიზმები შემდეგნაირად იყოფა:


გულის მწვავე ანევრიზმა

გულის მწვავე ანევრიზმა ყალიბდება მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება (37,5-380ც-მდე) და სისხლის ანთებითი ცვლილებები (ლეიკოციტოზი და ედსის მომატება). ინფარქტის ამ პერიოდში გულის ანევრიზმას მეტად თხელი კედელი აქვს, რომელიც არტერიული წნევის ან ფიზიკური დატვირთვის მომატების შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს და სიკვდილი გამოიწვიოს.

ანევრიზმა

ანევრიზმის ეს სახეობა ყალიბდება ინფარქტიდან 2-6 კვირის განმავლობაში. ის ინფარქტის ადგილას წარმოიშობა და არღვევს ნაწიბურის წარმოქმნის პროცესს. ამ პერიოდში ანევრიზმას უფრო მკვრივი კედლები აქვს, რადგან ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ისეთი ქსოვილი, რომელიც გულზე ნაწიბურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ნაწიბურით დაფარული ანევრიზმა შედარებით მყარია.

გულის ქრონიკული ანევრიზმა

გულის ქრონიკული ანევრიზმა ყალიბდება მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 1,5-2 თვის შემდეგ. ამ პერიოდში ანევრიზმა მთლიანად იფარება მკვრივი ნაწიბუროვანი ქსოვილით და, შესაბამისად, მცირდება მისი მოულოდნელი გაგლეჯის რისკიც. მომდევნო პერიოდში ანევრიზმა ხელს უშლის გულის სრულფასოვან მუშაობას და ხელს უწყობს გულის უკმარისობის განვითარებას.

დიაგნოსტიკა

მარცხენა პარკუჭის ზედა ნაწილის (მწვერვალის) ანევრიზმა შესაძლოა ხელით მოისინჯოს მარცხენა მესამე-მეოთხე ნეკნებს შორის, სადაც ის პულსაციის სახით ვლინდება. ეკგ: გულის მწვავე ანევრიზმის დროს ინფარქტიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამა “გაყინულია”, “ადგილზე დგას”. მასზე კარგად ჩანს ინფარქტის ნიშნები, რომლებიც 4 კვირამდე რჩება, არადა ნორმაში ამ დროისთვის კარდიოგრამა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს - როგორც ექიმები ამბობენ, უნდა შეინიშნებოდეს ეკგ-ს დადებითი დინამიკა ანუ გულის დაზიანებული კედლის შეხორცება და გულის ფუნქციის გაუმჯობესება. სწორედ გულის ანევრიზმა უშლის ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას და სწორედ მის გამოა ელექტროკარდიოგრამაზე ის ნიშნები, რომლებიც ინფარქტის პირველ კვირას შეესაბამება.

ექოკარდიოგრაფია ანუ გულის ექოსკოპია

ამ გამოკვლევის ჩატარების დროს გარკვევით ჩანს გამობერილი ზონა (“ტომსიკა”) და გულის კუნთის კედლის გათხელება. ნაწიბურის ადგილას ანევრიზმის ჩამოყალიბებისას ვლინდება ჰიპოკინეზიის (გულის კუნთის უბნის ცუდად შეკუმშვა) ზონა.

გულმკერდის რენტგენოგრამა

რენტგენის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ იმ ანევრიზმის გამოვლენა, რომელიც გულის მარცხენა პარკუჭის წინა კედელზეა ჩამოყალიბებული. გულის ანევრიზმის დიაგნოსტირებისთვის არცთუ იშვიათად მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც იყენებენ. დაბოლოს, აუცილებელია ანევრიზმის დიფერენცირება პერიკარდიუმის კისტისგან, გულის მიტრალური მანკისგან, სიმსივნეებისა და შუასაყრის კისტებისგან.

მკურნალობა

ანევრიზმის ფორმირების საწყის სტადიაზე ან მწვავე ანევრიზმის დიაგნოსტირების შემთხვევაში რეკომენდებულია:

  • მკაცრი წოლითი რეჟიმი;
  • იმ პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ხელს უშლის არითმიის ჩამოყალიბებას.

ქირურგიული ჩარევის ჩვენებებია:

  • გულის ანევრიზმის პროგრესირებადი ზრდა გულის უკმარისობის განვითარების ფონზე;
  • გულის რიტმის მძიმე დარღვევები, რომლებიც არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას;
  • ანევრიზმიდან თრომბის “გამოსვლის” რისკი და თრომბოზის საშიშროება;
  • განმეორებითი თრომბოემბოლია, თუ დადგენილია, რომ მისი მიზეზი გულის ანევრიზმის მიდამოში არსებული კედლისმიერი თრომბია.

გულის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს ანევრიზმის ამოკვეთას და გულის კუნთის დეფექტის ამოკერვას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობა მოითხოვს კარდიოლოგის კონსულტაციას, გულმოდგინე გამოკვლევას, სათანადო დანიშნულების მიღებას და თერაპიის მიმდინარე კონტროლს.

პროგნოზი

გულის ანევრიზმის პროგნოზი მეტად სერიოზულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანევრიზმების პროფილაქტიკას, კერძოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ გამოვლენას და მისი ორგანიზაციის პერიოდში სათანადო, მშვიდი რეჟიმის დაცვას დინამიკური სამედიცინო მეთვალყურეობით. მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც გულის ანევრიზმით არის გართულებული, მკაცრი და ხანგრძლივი (6 თვე და მეტი) დამზოგველი რეჟიმი სჭირდებათ და დიდი ხნით კარგავენ შრომის უნარს. მათი დიდი ნაწილი პირველი ან მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა სიაში უნდა იქნეს გადაყვანილი.