/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

სწორი კვების საფუძვლები არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის

არტერიული ჰიპერტენზიის სერიოზული გართულებების განვითარების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევების კორექტირება.

სულაც არ არის აუცილებელი მკაცრი დიეტის დაცვა, შეგიძლიათ კვებით რაციონში დატოვოთ თქვენი საყვარელი კერძები, უბრალოდ მათში არსებული ნაკლებად ჯანსაღი პროდუქტი ჩაანაცვლეთ ჯანსაღით. თითქმის ყველა სახის უსარგებლო პროდუქტს აქვს ჯანსაღი ანალოგი. მაგალითად, ცხობის მოყვარულებს შეუძლია თეთრი ხორბლის ფქვილი ჩაანაცვლონ მთლიანი ხორბლის, სიმინდის ან წიწიბურას ფქვილით, ხოლო ტრადიციული შაქარი- თაფლით.

მათ, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს სწორად კვებისთვის მხოლოდ სამი პრინციპის დაცვა მოუწევს.

I კვება უნდა იყოს მკაცრად დაბალანსებული

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი, ბალანსირებული დიეტა. თანამედროვე გაგებით, ეს გულისხმობს არა მკაცრ შეზღუდვებს, არამედ ჯანსაღი პროდუქტებით კვებას.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღე მიღებაა მიზანშეწონილი. თანაც პრიორიტეტი სეზონურ პროდუქტებს უნდა მიენიჭოს, რადგან შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებსა და მიკროელემენტებს თითქმის სრულ კომპლექტს.

უმჯობესია კერძების ზეითუნის ზეთით შენელება.

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

ხორცს ცხიმიანი თევზი ამჯობინეთ. იგი შეიცავს უამრავ ომეგა-3 პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

არ დაივიწყოთ კალიუმით მდიდარი საკვები: კარტოფილი, ბანანი, ქიშმიში, ქლიავი. ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესანარჩუნებლად საჭიროა მაგნიუმი. მისი დიდი რაოდენობაა თხილსა და ახალ მწვანილში (არაქისი არ არის თხილი, ის პარკოსნია!!!).

რძის პროდუქტები უმჯობესია იყოს უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი, პური უნდა იყოს უხეშად დაფქული ანუ დაცეხვილი ანუ გარსიანი ხორბლის მარცვლისგან გამომცხვარი.

არ არის რეკომენდებული ფუნთუშეული, თეთრი პური და თეთრი ფქვილისგან დამზადებული სხვა ნაწარმი, წითელი ხორცი, შებოლილი ხორცი და სწრაფი კვების პროდუქტები.

მკაცრად უნდა შეიზღუდოს სუფრის მარილის მოხმარება - არაუმეტეს 5 გ დღეში (1 ჩაის კოვზი). ამ 5 გ-შივე შედის მზა კერძებიდან, ნახევარფაბრიკატებიდან და ა.შ მიღებულ მარილი. ამიტომ რაციონიდან უნდა ამოიღოთ მარილიანი საკვები: ძეხვეული, დაკონსერვებული საკვები, მარინადები, მაღაზიაში ნაყიდი სოუსები (კეტჩუპი, მაიონეზი), ხმელი და დამარილებული თევზი, კარტოფილი ფრი, ჩიფსები.

სასმელები

მიუხედავად იმისა, რომ კოფეინი ზრდის არტერიულ წნევას, არაა საჭირო ყავის სრულად აკრძალვა: დადასტურებულია, რომ ამ სასმელის ზომიერი მოხმარება (არაუმეტეს ორი ფინჯანი დღეში) დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე. უახლესი კვლევების მონაცემებით, მწვანე და შავ ჩაის შეუძლია ოდნავ შეამციროს არტერიული წნევა, მაგრამ თუ თქვენ რეგულარულად სვამთ გაზიან სასმელებს, წვენებს, ტკბილ ყავას და ჩაის, შეიძლება წონაში მოიმატოთ და გაუარესდეს ჰიპერტენზია. ალკოჰოლი ნებადართულია კვირაში 14 ერთეულამდე მამაკაცებისთვის და შვიდამდე ქალებისთვის (1 ერთეული შეესაბამება 125 მლ ღვინოს ან 250 მლ ლუდს).

II პროდუქტები სწორად უნდა მომზადდეს

ჯანსაღი კვების ექსპერტები არ გვირჩევენ საკვების ცხიმში შეწვას ან ჩაშუშვას.

უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ კერძების მომზადების შემდეგ მეთოდებს:

  • მოხარშვა;
  • ორთქლზე მომზადება;
  • აირღუმელში ცხობა;
  • გრილზე მომზადება;
  • შეწვა მშრალ ტაფაზე, ანუ ცხიმის გარეშე.

III მნიშვნელოვანია საკვების კალორიულობის და ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობის კონტროლი

სასარგებლო იქნება თუ გააკონტროლებთ რას ჭამთ, დათვლით კერძების კალორიების (მიუახლოვეთ იდეალურს) და დაიცავთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსს. ამ გამოთვლებში დაგეხმარებათ სპეციალიზებული სერვისები, კალკულატორები და მობილური აპლიკაციები.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დაუშვებელია კვებას მხოლოდ ზომებისა და წონის პოზიციიდან მიუდგეთ, მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ ცხოვრების ხალისი. უმჯობესია იკვებოთ ფრაქციულად, მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა მოირგოთ, ისე, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. სცადეთ ახალი პროდუქტები, იპოვეთ თქვენთვის უჩვეულო რეცეპტები და მომზადების მეთოდები, დააგემოვნეთ ყოველი ლუკმა. გააზრებული, ნელი კვება ხელს უწყობს სიმსუქნის თავიდან აცილებას: საკვები ნივთიერებები უკეთესად შეიწოვება და უფრო სწრაფად იგრძნობთ სიმაძღრეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სწორი კვების საფუძვლები არტერიული ჰიპერტენზია და სწორი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები