კორონარული დაავადების რისკ-ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონარული დაავადების რისკ-ფაქტორები

თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი პრევენციით, რაც, პირველ რიგში, რისკ- ფაქტორების კორექციას გულისხმობს. კორონარული და, ზოგადადკარდიოვასკულური დაავადების რისკ- ფაქტორები ორი სახისაა: მოდიფიცირებადი, რომელთა კორექცია შესაძლებელია და არამოდიფიცირებადი, რომელთა კორექციაც შეუძლებელია(ასაკი და გენეტიკური დატვირთვა).

მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია:

დისლიპიდემია - ქოლესტეროლის ცვლის დარღვევაა, განსაკუთრებით - სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლის (ცუდი ქოლესტეროლი) კონცენტრაციის სიჭარბე, ასევე - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლის (კარგი ქოლესტეროლი) დაბალი კონცენტრაცია და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება.

შაქრიანი დიაბეტი - თითქმის გაიგივებულია კორონარულ დაავადებასთან, შესაბამისად, დიაბეტიანი პაციენტები კორონარული დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტები არიან.

ჰიპოდინამია - ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა კორონარული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ- ფაქტორია.

არტერიული ჰიპერტენზია.

თამბაქოს მოხმარება.

სიმსუქნე.

რისკ-ფაქტორად განიხილება ადამიანთა ემოციური ტიპიც. დადგენილია, რომ ემოციურ ადამიანებს კორონარული დაავადების განვითარების ალბათობა გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე შედარებით გაწონასწორებულებს. თუ ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე რისკ- ფაქტორი ან მათი კომბინაცია აქვს, შესაძლოა, ნებისმიერი კარდიოვასკულური დაავადება, მათ შორის - კორონარული დაავადებაც, განუვითარდეს.

კორონარული არტერიების დაავადების პრევენცია

განასხვავებენ პირველად და მეორეულ პრევენციას. პირველადი პრევენცია უტარდება ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც ჯერ არ აქვს კორონარული დაავადება, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს რისკ - ფაქტორები, რომელთა მოდიფიცირება დიდი ალბათობით თავიდან ააცილებს ამ პათოლოგიის განვითარებას.

მეორეული პრევენცია კი უკვე დიაგნოსტირებული კორონარული დაავადების პროფილაქტიკას გულისხმობს განმეორებითი კორონარული ეპიზოდების, უეცარი კარდიული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. კორონარული დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი სტილი, რაც, წონის რეგულირებას, დოზირებულ და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას და ჯანსაღ კვებას გულისხმობს.