/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გვემუქრება თუ არა ჰიპერტენზია

გვემუქრება თუ არა ჰიპერტენზია
საკუთარ რისკფაქტორებში გარკვევა დაგეხმარებათ, შეაფასოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა, მოახერხოთ მათი პრევენცია და კონტროლი.

არსებობს ჰიპერტენზიის გამომწვევი ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილება ხშირად შეუძლებელია, კონტროლი კი რთული (გენეტიკური ფაქტორი, ასაკი, სქესი). თუმცა, არსებობს კონტროლირებადი რისკფაქტორებიც. ჯანსაღი ცხოვრების წესით მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების სტილი.

ჰიპერტენზიის განვითარების რთულად კონტროლირებად რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

გენეტიკა

ჰიპერტენზია ბევრი სხვა დარღვევის მსგავსად შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს. ის გენეალოგიური შტო, რომელიც დატვირთულია ინფარქტის, ინსულტის, დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის შემთხვევებით, მეტად იმყოფება ჰიპერტენზიის განვითარების რისკის ქვეშ.

სქესი

ქალებში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება დაკავშირებულია მენოპაუზასთან, კერძოდ, ესტროგენების დეფიციტთან. ესტროგენების რაოდენობა და არტერიული წნევის მაჩვენებელი უკუპროპორციულია. მცირდება ესტროგენი, მატულობს არტერიული წნევა.

ასაკი

ასაკთან ერთად იცვლება სისხლძარღვების სტრუქტურა, ისინი კარგავენ ელასტიურობას. შესაძლოა განვითარდეს ის თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რომლებიც წარმოადგენს ჰიპერტენზიის განვითარებისთვის მაპროვოცირებელ ფაქტორს. 30-65 წლის ასაკში სისტოლური წნევა საშუალოდ 20 ერთეულით იზრდება. ასაკთან დაკავშირებული ეს მატება ხდება იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის განვითარების მიზეზი.

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

რისკფაქტორები, რომელთა კონტროლი შესაძლებელია:

სიგარეტი

ამ შემთხვევაში, მთავარი დამნაშავე სიგარეტის შემადგენლობაში არსებული ნიკოტინია, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ეს კი გულის გადატვირთვას, გულისცემის გახშირებასა და არტერიული წნევის მომატებას განაპირობებს. გარდა ნიკოტინისა, სიგარეტში სხვა ისეთი ნივთიერებებიც შედის, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების შემცირებას(ჰიპოქსიას), თრომბების გაჩენის რისკს, რაც შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მიზეზი გახდეს.

სუფრის მარილი

სუფრის მარილის (NaCl) შემადგენლობაში არსებული ნატრიუმი ზრდის არტერიულ წნევას, იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. ჭარბი ნატრიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას და აზიანებს არტერიებს. ამასთან, აფერხებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მოქმედებას.

ჭარბი წონა

ჭარბი წონის გამო რამდენიმეჯერ მატულობს მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი. სიმსუქნის გამო გული დიდი დატვირთვით მუშაობს, ქოლესტერინის რაოდენობა მატულობს, იგი ამცირებს სისხლძარღვების ელასტიკურობას, ილექება მის კედელზე, ავიწროებს სანათურს, ახშობს გამავლობას, რაც მაღალი არტერიული წნევის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორია.

სტრესი

სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ სტრესის მედიატორები - ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, რომელთა მოქმედება მიმართულია ,,ბრძოლა ან გაქცევის“ რეაქციისკენ. შესაბამისად, ისინი იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის გაზრდას. თუ სტრესული ფაქტორის (სტრესორის) ზემოქმედება ხანგრძლივია, ეს რამდენადმე ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების რისკს.

ჰიპოდინამია (ცხოვრების მჯდომარე წესი)

გულის კუნთზე, ისევე როგორც სხვა კუნთებზე, ზომიერი აქტივობა და ვარჯიში დადებითად აისახება. ფიზიკური ვარჯიშისას ხდება ორგანიზმის ჟანგბადით უკეთ მომარაგება, წონაში კლება, თრომბების წარმოქმნის ალბათობის შემცირება და ზოგადად სასიცოცხლო ფუნქციების გააქტიურება, რაც პოზიტიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

ალკოჰოლი

ალკოჰოლის გარკვეულ, ზომიერ კონცენტრაციას პოზიტიური გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის, თუმცა სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს, როდესაც ადამიანი იწყებს ალკოჰოლის ჭარბი დოზის სისტემატურ მიღებას. ჭარბი ალკოჰოლი აზიანებს სისხლძარღვებს, აფერხებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მოქმედებას, იწვევს გულის უკმარისობას, ზრდის ინსულტის რისკს.

ჰიპერტენზია საკმაოდ სახიფათო დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ე.წ ,,სამიზნე ორგანოებს":

გულს

r-2-1667407267.jpg

თავის ტვინს

1412193076-1667407327.jpg

თირკმელს

oip-3-1667407364.jpg

თვალს

r-3-1667407415.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გვემუქრება თუ არა ჰიპერტენზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები